ია კრიალაშვილი - "ორ გვამში" ვანო მერაბიშვილი ჩემს ძმასაც გულისხმობდა

ია კრიალაშვილი - "ორ გვამში" ვანო მერაბიშვილი ჩემს ძმასაც გულისხმობდა

მუხროვანის სპეცოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის და ია კრიალაშვილი ფიქრობს, რომ "ორ გვამში" ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მის ძმასაც გულისხმობდა.

"მე გავიგონე, ვანო მერაბიშვილი ყვიროდა, რომ "ორი გვამი" უნდოდა. მიმაჩნია, რომ ეს ორი გვამი იყო ჩემი ძმა და კობა ოთანაძე. ჩემი ძმა მართლაც შეეწირა ნაძირლებს, მაგრამ კობა ოთანაძე ღმერთის წყალობით გადარჩა. ალბათ ჩემს ძმას ასე ეწერა, რომ სატანების ხელით უნდა მომკვდარიყო", - განუცხადა ია კრიალაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას.

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ