სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია
ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კატს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ასა­ხულ ვი­თა­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მე­რა­ბიშ­ვი­ლის ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა ოთარ კა­ხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მან ვი­დე­ო­მა­სა­ლა ნახა, თუმ­ცა არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა თე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლა­ში.

ოთარ კა­ხი­ძის თქმით, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ხვალ და­გეგ­მი­ლია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ეს­წრე­ბა და ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ზე გა­ე­სა­უბ­როს. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თებს ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს.

ინ­ტერ­ნეტ­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერთ-ერთი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მსჯე­ლო­ბენ. ამა­სო­ბა­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვერ­ტმფრე­ნი ჩნდე­ბა და სამ­ხედ­რო ფორ­მი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის.

"მინ­და მე ორი კაცი, ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი, ვსიო, პრე­მია დი­დია", - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ პი­რებს.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ პი­რებს სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბის­კე­ნაც მო­უ­წო­დებს, ასე­ვე კო­დუ­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მო­უ­წო­დებს, და­ი­ლა­პა­რა­კონ და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აი­ღონ. იქ მყო­ფი პი­რე­ბი მუხ­რო­ვა­ნის პო­ლი­გონ­საც ახ­სე­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­დის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა.

"იუ­თუბ­ზე" ვი­დეო დღეს აპპო­ლონ ოს­მან-ის სა­ხე­ლით აიტ­ვირ­თა. მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია

ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია

ვანო მერაბიშვილის ადვოკატს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ ვითარებაზე ინფორმაცია არ გააჩნია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, მან ვიდეომასალა ნახა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რა თემაზეა საუბარი გავრცელებულ მასალაში.

ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დაგეგმილია ვანო მერაბიშვილის პროცესი, რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაესწრება და ექნება საშუალება, გავრცელებულ ვიდეოზე გაესაუბროს. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ვანო მერაბიშვილთან გასაუბრების შემდეგ გააკეთებს ამ თემაზე კომენტარს.

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

”იუთუბზე” ვიდეო დღეს აპპოლონ ოსმან-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ