დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზარი ბ.-მ დღეს ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილ სიძეს კარლო სულავას დანით გულმკერდისა და ფეხის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სულავა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1944 წელს დაბადებული ზარი ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ზარი ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ