სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საყოველთაო დაზღვევის დადებითი და უარყოფითი მხარეები
საყოველთაო დაზღვევის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ალ­ბათ ყვე­ლა ჩვენ­განს ჰქო­ნია შე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ზოგს პა­ცი­ენ­ტის როლ­ში, ზოგს ავად­მყო­ფი ახ­ლო­ბე­ლი მიგ­ვიყ­ვა­ნია და ის პრობ­ლე­მე­ბიც ნაც­ნო­ბია, რომ­ლებ­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა თუ სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში ვა­წყდე­ბით. ზოგ­ჯერ ექი­მე­ბი ისე­თი გულ­გრი­ლე­ბი არი­ან, არც აინ­ტე­რე­სებთ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა. პირ­და­პირ იმა­ზე იწყე­ბენ სა­უ­ბარს, გაქვს თუ არა გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა.

ერთხელ ნა­თე­სა­ვი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, მთლი­ა­ნად და­სი­ვე­ბუ­ლი იყო, ენა გა­რეთ ჰქონ­და გად­მო­ვარ­დნი­ლი და სუნ­თქვა უჭირ­და. მო­რი­გე ექი­მი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, პა­ცი­ენტს შე­ხე­და, ნახა, სუნ­თქვას რომ ვერ ახერ­ხებ­და. ნაც­ვლად იმი­სა, სას­წრა­ფოდ დახ­მა­რე­ბო­და, იმის გარ­კვე­ვა და­ი­წყო, გვქონ­და თუ არა 145 ლარი. "ალერ­გი­აა, ჯერ ქვი­თა­რი აი­ღეთ, მო­ი­ტა­ნეთ და მერე შე­მო­იყ­ვა­ნეთ პა­ცი­ენ­ტი", - გვი­თხრა ცი­ვად და პა­ლა­ტა­ში მხო­ლოდ ქვით­რის მი­ტა­ნის შემ­დეგ შე­იყ­ვა­ნა. მისი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მა­ში­ნაც გა­მოჩ­ნდა, როცა პა­ცი­ენტს გა­დას­ხმის სის­ტე­მა ისე და­უ­ყე­ნა, წნე­ვა არც კი გა­უ­სინ­ჯავს. გა­დას­ხმის დროს ავად­მყოფ­მა კან­კა­ლი და­ი­წყო. აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი წნე­ვა ჰქო­ნია და შე­შუ­პე­ბის მი­ზე­ზიც გული ყო­ფი­ლა. მა­შინ გა­დავ­რჩით, თუმ­ცა ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბას რომ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, ესეც ფაქ­ტია.

ბუ­ნებ­რი­ვია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ამ კუ­თხი­თაც ბევ­რი რამ აქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ისიც ვი­ცით, ბევ­რი მძი­მე ავად­მყო­ფი წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ერ­თოდ ვერ ახერ­ხებ­და უსახ­სრო­ბის გამო ექიმ­თან მის­ვლას და ტკი­ვი­ლის­გან სახ­ლში იტან­ჯე­ბო­და. ბევ­რი კი ისე გა­ღა­ტაკ­და უკა­ნას­კნე­ლი სახ­სრე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დახ­დით, რომ ხში­რად ადა­მი­ა­ნებს სახლ-კა­რის გა­ყიდ­ვა უწევ­დათ.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ცხოვ­რობს. 2006 წელს ჯან­დაც­ვის ახა­ლი პროგ­რა­მა ამოქ­მედ­და, რაც სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. პროგ­რა­მის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ყო­ველ­წლი­უ­რად ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი სახ­სრე­ბი თით­ქოს იზ­რდე­ბა, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლოა, უამ­რავ პრობ­ლე­მას აწყდე­ბი­ან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლებ­საც მათი მკურ­ნა­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ევა­ლე­ბათ. ასე­ვე ცალ­კე თე­მაა, რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტებს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ბევ­რი რამ გა­და­სა­ხე­დია.

ინგა, 35 წლის:

- აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი ვართ, დედა პენ­სი­ო­ნე­რია და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი აქვს. მას­თან სტუმ­რად ვი­ყა­ვით მი­სუ­ლი მე და ჩემი მე­უღ­ლე. უცებ დედა ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და, თით­ქმის ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა, ერ­თი­ა­ნად გა­შავ­და. ძლივს მო­ვა­სუ­ლი­ე­რეთ და "სას­წრა­ფოს" გა­მო­ძა­ხე­ბა არც მიც­დია, ჩემი მე­უღ­ლის მან­ქა­ნით ქუ­თა­ის­ში, ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ. მი­თხრეს, რომ ინ­სულ­ტის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა ჰქონ­და. სტა­ცი­ო­ნარ­ში და­ვაწ­ვი­ნეთ. როცა საქ­მე გა­დახ­დამ­დე მი­ვი­და, დავ­რე­კეთ "არ­ქი­მე­დე­ში", რად­გან იქ იყო და­ზღვე­უ­ლი. თან­ხის გა­დახ­და­ზე უარი მი­თხრეს. ამის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის მე­დი­ა­ცი­ის სამ­სა­ხურ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვეთ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, არ დაგ­ვი­ფი­ნან­სეს მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯი. შე­ვა­კო­წი­წეთ და რო­გორ­ღაც დავ­ფა­რეთ სა­ა­ვად­მყო­ფოს ხარ­ჯი. დე­და­ჩე­მიც მიხ­ვდა, რომ ამ­დენს ვე­ღარ გავ­წვდე­ბო­დით და დრო­ზე ადრე და­ტო­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო - მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლში გა­აგ­რძე­ლა.

- რა­ტომ თქვეს უარი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯის და­ფარ­ვა­ზე?

- ასე მი­თხრეს: - კი არის ინ­სულ­ტი, მაგ­რამ ვერ და­ვა­ფი­ნან­სებთ, რად­გან "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნით არ მი­გიყ­ვა­ნი­ათ პა­ცი­ენ­ტიო. იქ­ნებ "სას­წრა­ფოს" ვერც მო­ეს­წრო, ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფის­თვის. ეს რა მიდ­გო­მაა? არც დი­აგ­ნოზს უყუ­რე­ბენ. ასე იყო ჩემი ახ­ლობ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც, ის გუ­ლის შე­ტე­ვით შე­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ბრი­გა­დამ. კო­რო­ნა­როგ­რა­ფია დას­ჭირ­და, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რი - 700 ლარ­ზე მე­ტია. რად­გან "სას­წრა­ფო­თი" იყო მიყ­ვა­ნი­ლი, და­უ­ფი­ნან­სეს, მაგ­რამ მის გვერ­დით იწვა ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მით მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მას არ და­უ­ფი­ნან­სებს იგი­ვე პრო­ცე­დუ­რა, რად­გან ის შვი­ლებ­მა მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­წყა­ლი ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სახ­ლში წა­სუ­ლი­ყო გა­მოკ­ვლე­ვის გა­რე­შე, რად­გან მის შვი­ლებს ამ თან­ხის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ეს პრობ­ლე­მა რომ მი­სა­ხე­დია, აშ­კა­რაა. სა­და­ზღვე­ვო­ე­ბი სა­ყო­ველ­თა­ოდ და­ზღვე­ულ პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ბევრ რა­მეს არ უფი­ნან­სე­ბენ. სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, უსახ­სრო­ბის გამო ოჯა­ხის წევ­რის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი თქვა. ცალ­კე თე­მაა პრო­ვა­ი­დე­რი კლი­ნი­კე­ბი. არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევ­დნენ სა­და­ზღვე­ვო­ე­ბი, თით­ქმის ყვე­ლა სა­და­ზღვე­ვოს თა­ვი­სი კლი­ნი­კა აქვს გახ­სნი­ლი. არა­ფერს ვამ­ბობ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ "ავერ­სის" კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდი, იქა­უ­რი ოჯა­ხის ექი­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად "ავერ­სის" გა­მოშ­ვე­ბულ მე­დი­კა­მენტს გა­მო­გი­წე­რენ. ასეა სხვა კლი­ნი­კებ­შიც. ამა­საც მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა.

ნაზი, 79 წლის:

- რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი, უამ­რა­ვი ბავ­შვია ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­საც ვამ­ზა­დებ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უან­გა­როდ. ყვე­ლა­ზე დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას ის მა­ნი­ჭებს, როცა გრან­ტებს იღე­ბენ ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი. ბოლო დროს მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა, პენ­სი­ო­ნე­რის და­ზღვე­ვა მაქვს. კა­ტა­რაქ­ტა და­მიდ­გი­ნეს. დიდი დრო წა­ი­ღო ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ბუ­თე­ბის მომ­ზა­დე­ბამ და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, კლი­ნი­კის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა არ დაგ­ვი­ტო­ვა სა­და­ზღვე­ვომ. "არ­ქი­მე­დე­ში" ვი­ყა­ვი და­ზღვე­უ­ლი, ჩემ­თვის ქუ­თა­ი­სის ნე­ბის­მი­ერ კლი­ნი­კა­ში მის­ვლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო, მაგ­რამ უარი მი­თხრეს - აუ­ცი­ლებ­ლად ზუგ­დიდ­ში უნდა წახ­ვი­დე, იქ არის პრო­ვა­ი­დე­რი კლი­ნი­კა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონს მხო­ლოდ ისი­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ა­ნო. ახ­ლობ­ლის მან­ქა­ნით მარ­ტვი­ლი­დან ზუგ­დიდ­ში იმ­დენ­ჯერ მო­მიხ­და წას­ვლა, რომ საწ­ვავ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად 300 ლა­რამ­დე დავ­ხარ­ჯეთ, არა­და, ოპე­რა­ცია 400 ლარ­ზე ცოტა მეტი ღირ­და. მერე გა­ირ­კვა, რომ თვა­ლის წნე­ვა მა­ღა­ლი იყო, ამი­ტომ სა­ბო­ლო­ოდ ექიმ­მა ოპე­რა­ცი­ის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ამის შემ­დეგ შვილ­მა ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში წა­მიყ­ვა­ნა და ახლა თან­ხა უნდა და­ფა­როს. ამა­სო­ბა­ში "არ­ქი­მე­დეც" და­ი­ხუ­რა და ამ წო­წი­ალ-წო­წი­ალ­ში სა­გა­რან­ტიო სა­ბუთ­საც ვადა გა­უ­ვი­და. ვფიქ­რობ, ეს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ბა­რი­ე­რე­ბია და ამ პრობ­ლე­მას მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა. ჩემს შვილს მო­უ­წევს თან­ხის შე­კო­წი­წე­ბა და გა­დახ­და, მაგ­რამ რა ქნან იმათ, ვი­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს? ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­დის, რომ ის 300 ლა­რიც გზა­ში უაზ­როდ დავ­ხარ­ჯე. ჯობ­და, ამ­დენ წვა­ლე­ბას პირ­და­პირ გა­დაგ­ვე­ხა­და ეს თან­ხა.

- გა­კოტ­რდა "არ­ქი­მე­დე", მაგ­რამ ხომ შე­გიძ­ლი­ათ, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვით ისარ­გებ­ლოთ და სა­ხელ­მწი­ფომ და­ფა­როს ეს თან­ხა?

- ვიცი, რომ ეს გზა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ ცალ თვალ­ში გლა­უ­კო­მის ნიშ­ნე­ბია. ეს იწ­ვევს თვა­ლის წნე­ვას, ამი­ტომ ოპე­რა­ცია თუ სას­წრა­ფოდ არ ჩა­ტარ­და, მე­ო­რე თვალ­ზე გა­და­მი­ვა. სა­სურ­ვე­ლია კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცია უსის­ხლოდ ჩა­ტარ­დეს. ლა­ზე­რულ ოპე­რა­ცი­ას კი მა­ინც არა­ვინ და­მი­ფი­ნან­სებს, არა­და, ეს არის უსაფრ­თხო გზა. სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა­საც რომ მივ­მარ­თო, პა­სუხს ერთი თვის ვა­და­ში აძ­ლე­ვენ. დრო აღარ ით­მენს, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ოპე­რა­ცი­ის ხარ­ჯი ჩვენ გა­ვი­ღოთ. ეს კი საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა - 800 ლარ­ზე მეტი.

უამ­რა­ვი მსგავ­სი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შეგ­ვიძ­ლია, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით არ დავღ­ლით მკი­თხველს. პრობ­ლე­მე­ბი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ყვე­ლა სექ­ტორ­შია და სა­მი­ნის­ტროს მათ აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ბევ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა დღეს და­ზღვე­ვის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. რა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ჯან­დაც­ვა­ში, რა ბედი ელით გა­კოტ­რე­ბუ­ლი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, ამ და უამ­რავ სხვა სა­კი­თხზე ვე­სა­უბ­რეთ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ქალ­ბა­ტონ რუ­სუ­დან გო­გო­ლაშ­ვილს.

- სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა ეს არ არის და­ზღვე­ვა. ეს არის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ამოქ­მედ­და 2013 წლის 28 თე­ბერ­ვალს და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი და­ზღვე­ვა არ ჰქონ­დათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 9 კა­ტე­გო­რია იყო და­ზღვე­უ­ლი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ფარ­გლებ­ში: სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი, 0-დან 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი... 2 მი­ლი­ონ 200 ათას ადა­მი­ანს კი არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი გა­რან­ტია არ ჰქონ­და. თუ ისი­ნი ხვდე­ბოდ­ნენ სტა­ცი­ო­ნარ­ში ან სჭირ­დე­ბო­დათ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, თა­ვი­ან­თი ჯი­ბი­დან უწევ­დათ ყვე­ლა თან­ხის გა­დახ­და. ზუს­ტად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ამოქ­მედ­და სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა.

- ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებს რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბას უფი­ნან­სებთ?

- პირ­ველ ეტაპ­ზე იყო გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და უფი­ნანსდე­ბო­დათ გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, თი­თო­ე­ულს 15.000 ლა­რის ფარ­გლებ­ში. და­მა­ტე­ბით, პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ოჯა­ხის ექი­მის ხარ­ჯი და სის­ხლი­სა და შარ­დის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი. პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან კი პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­და და გარ­და იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი 100%-ით იფა­რე­ბო­და, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა ამ ადა­მი­ა­ნებს ახლა 70%-ით უფი­ნანსდე­ბათ.

მა­გა­ლი­თად, თუ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვდა ადა­მი­ა­ნი, ან დას­ჭირ­და ისე­თი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც "სას­წრა­ფოა" და იმ წუთ­ში თუ არ გა­კეთ­და, მა­შინ მის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა, ასე­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი იფა­რე­ბა 100%-ით. სხვა სა­ხის გა­და­უ­დე­ბე­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი იფა­რე­ბა 70%-ით და თვი­თონ 30-ის და­მა­ტე­ბა დას­ჭირ­დე­ბა. მშო­ბი­ა­რო­ბას სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს 500 ლა­რით, მაგ­რამ სა­კე­ის­რო კვე­თა თუ სჭირ­დე­ბა პა­ცი­ენტს სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით და არა - პა­ცი­ენ­ტის მო­თხოვ­ნით, მა­შინ სა­კე­ის­რო კვე­თა­საც ვა­ფი­ნან­სებთ 800 ლა­რით. ნე­ბის­მი­ე­რი გეგ­მუ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია კი ფი­ნანსდე­ბა 70%-ით. თუ პა­ცი­ენ­ტი მი­დის ძვი­რად ღი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი და სერ­ვი­სია, მა­შინ ჩვენ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო არე­ა­ლის ფარ­გლებ­ში ვა­ფი­ნან­სებთ იმ ოპე­რა­ცი­ას, შემ­დეგ კი დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის და­მა­ტე­ბა მო­უ­წევს პა­ცი­ენტს.

- სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ და­ზღვე­ულ პა­ცი­ენ­ტებს. გა­სა­კუთ­რე­ბით - სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა­ში მყოფ პი­რებს, რად­გან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი მათ მხო­ლოდ პრო­ვა­ი­დერ კლი­ნი­კებ­ში უშ­ვე­ბენ. თქვენ თუ უტო­ვებთ პა­ცი­ენტს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას?

- რა თქმა უნდა, პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია, აირ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი კლი­ნი­კა. მთა­ვა­რი პი­რო­ბაა, კლი­ნი­კა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში და გა­ნა­ცხა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ჰქონ­დეს შე­მო­ტა­ნი­ლი. ჩათ­ვა­ლეთ, არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კე­ბის 99% ჩარ­თუ­ლია ამა­ში, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე არ მო­ნა­წი­ლე­ობს. ძი­რი­თა­დად ისი­ნი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე და რა­ღა­ცის გამო გეგ­მურ ქი­რურ­გი­ა­საც აწარ­მო­ე­ბენ. გარ­და ამი­სა, ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­სა და სხი­ვურ თე­რა­პი­ას 80%-ით სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავს.

- ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მხრივ რა ხდე­ბა? მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხში­რად წუ­წუ­ნე­ბენ იმის გამო, რომ მხო­ლოდ სის­ხლი­სა და შარ­დის ანა­ლიზს აფი­ნან­სებთ.

- სხვა სერ­ვი­სე­ბიც გა­ი­ზარ­და. გარ­და ოჯა­ხის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბის, სის­ხლი­სა და შარ­დის ანა­ლი­ზი­სა, იფა­რე­ბა 7 სპე­ცი­ა­ლის­ტის კონ­სულ­ტა­ცია 70%-ით. ემა­ტა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც 100%-ით იფა­რე­ბა. ერთი სი­ტყვით, გა­ფარ­თოვ­და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სერ­ვი­სი. ასე­ვე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ფი­ნანსდე­ბა 70%-ით.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა ფი­ნანსდე­ბა? ამ ნუს­ხის ნახ­ვა მო­ქა­ლა­ქე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია?

- ძა­ლი­ან მალე მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ ამა­ზე წვდო­მა. ახლა იქ­მნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში და ჩა­მოთ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის მომ­სა­ხუ­რე­ბა და იმ კლი­ნი­კე­ბის სია, რო­მელ­საც შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ.

- ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, 2013 წლის ბო­ლოს, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯია" გა­კოტ­რდა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვის მქო­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 380 000 ბე­ნე­ფი­ცი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მათ შო­რის - პენ­სი­ო­ნე­რებ­სა და 0-დან 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს. აღ­ნიშ­ნულ კონ­ტინ­გენტზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფომ აიღო?

- დიახ. კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბის შე­სა­ხებ 31 დე­კემ­ბერს შე­ვი­ტყვეთ და ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. 1-ლი იან­ვრი­დან სა­ხელ­მწი­ფო "არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ა­ში" და­ზღვე­უ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს იმ მო­ცუ­ლო­ბით, რა მო­ცუ­ლო­ბი­თაც ისი­ნი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში იყ­ვნენ და­ზღვე­უ­ლე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო ამ კონ­ტინ­გენტს თვი­თონ მარ­თავს. 1-ლი იან­ვრი­დან პე­და­გო­გე­ბიც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი გახ­დნენ, მა­თაც იგი­ვე პი­რო­ბე­ბი შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ, რაც ჰქონ­დათ ამ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში.

- სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის­თვის რა არის სა­ჭი­რო?

- მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ერ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში მი­ვიდ­ნენ, და­წე­რონ გან­ცხა­დე­ბა და ჩა­ერ­თონ ამ პროგ­რა­მა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბას, "ფორ­მა 100" შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ტა­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში. ასე­თი სერ­ვის­ცენ­ტრი თბი­ლის­ში ოთხია: ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის 51, ბო­ჭორ­მის 4, ვაჟა-ფშა­ვე­ლას IV კვარ­ტალ­ში და ასე­ვე ბახ­ტრი­ო­ნის 11-ბ-ში. სერ­ვის­ცენ­ტრე­ბი 10-ის ნა­ხევ­რი­დან 6-ის ნა­ხევ­რამ­დე მუ­შა­ო­ბენ. ასე­ვე ყვე­ლა რე­გი­ონ­ში თითო ცენ­ტრია. კლი­ნი­კებს აქვთ უფ­ლე­ბა, შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დონ სამი თვის ვა­და­ში. ძა­ლი­ან ხში­რად ამ ვა­დის ბო­ლოს გვაწ­ვდი­ან რა­ტომ­ღაც. რა­ტომ, ვერ გე­ტყვით. ვფიქ­რობ, კლი­ნი­კებ­ში დიდი პრობ­ლე­მე­ბია დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ზე. ჩვენ გვირ­ჩევ­ნია, ყო­ველ­თვე მოგ­ვა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია და მათ თან­ხებს უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ვუხ­დით.

- როცა მო­ქა­ლა­ქეს შე­მო­აქვს გან­ცხა­დე­ბა, რა ვა­და­ში იღებს პა­სუხს, და­უ­ფი­ნანსდე­ბა თუ არა ესა თუ ის მა­ნი­პუ­ლა­ცია?

- დო­კუ­მენ­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­დან ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­დის პა­სუ­ხი. როცა საქ­მე ეხე­ბა ონ­კო­ლო­გი­ას, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვპა­სუ­ხობთ.

- ერთი თვის წინ ინ­სულ­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა მის ოჯახს თან­ხე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა. გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ უთხრეს, რომ ეს იყო გეგ­მუ­რი და ვერ და­ფი­ნანსდე­ბო­და. ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლა დას­ჭირ­და ოჯახს ამის გამო.

- რას ამ­ბობთ, ასე­თი რამ არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მო­მა­წო­დეთ ამ ქალ­ბა­ტო­ნის პი­რა­დი ნო­მე­რი და პი­რა­დად და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი დე­ტა­ლე­ბით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გეგ­მუ­რი იყოს ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვა?Eეს უკვე კლი­ნი­კის და­ნა­შა­უ­ლია, კლი­ნი­კამ უნდა შე­ა­ფა­სოს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ კონ­კრე­ტულ ფაქტს გავ­ყვე­ბი ბო­ლომ­დე, მაგ­რამ მი­თხრით, ეს ქალი "არ­ქი­მე­დე­ში" ხომ არ იყო და­ზღვე­უ­ლი, რამ­დე­ნი წლის იყო?

- პენ­სი­ო­ნე­რი გახ­ლდათ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

- ეს ფაქ­ტი თუ იყო იან­ვრამ­დე და "არ­ქი­მე­დე­ში" იყო და­ზღვე­უ­ლი, მა­შინ არ­ქი­მე­დეს ქმე­დე­ბებ­ზე ჩვენ ვერ ვა­გებთ პა­სუხს. 1-ლი იან­ვრი­დან მსგავ­სი რამ არ უნდა მოხ­დეს. თუ მსგავ­სი რამ მოხ­და, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეთ და გპირ­დე­ბით, ამა­ზე მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ.

- სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­ში რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, ამა­ში ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით. მათ­ზე კონ­ტროლს თუ ახ­დენთ?

- კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი. ამას­თან ერ­თად, შექ­მნი­ლია მე­დი­ა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ასეთ და­ვებს არე­გუ­ლი­რებს და აგ­ვა­რებს. ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უკვე მზა­დაა სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მთლი­ა­ნად მო­ემ­სა­ხუ­როს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს რა­ღაც წე­სით, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და­ზღვე­უ­ლია. გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ "არ­ქი­მე­დეს" გა­კოტ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­დე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მი­იჩ­ნევს, რომ ეფექ­ტი­ა­ნად მარ­თავს. მერ­წმუ­ნეთ, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ უკვე გვქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­დე­საც 218-ე დად­გე­ნი­ლე­ბი­დან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "ალფა" გა­ვი­და. რვათ­ვი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო მარ­თავს, უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია.

- რა ხარ­ვე­ზე­ბი აქვს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას?

- გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი პირ­ველ ეტაპ­ზე იყო, უფრო ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის. ეს ხარ­ვე­ზე­ბი უკვე გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვას დღეს არ აქვს.

- რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა? რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით?

- გა­სუ­ლი წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან 31 დე­კემ­ბრის სტა­ტის­ტი­კით, მო­მარ­თვის 144 354 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ხოლო 1-ლი იან­ვრი­დან 14 იან­ვრის ჩათ­ვლით მოგ­ვმარ­თა 14 496-მა მო­ქა­ლა­ქემ. ვფიქ­რობთ, ამ პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბა დიდი შე­ღა­ვა­თია ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საყოველთაო დაზღვევის დადებითი და უარყოფითი მხარეები

საყოველთაო დაზღვევის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან ზოგს პაციენტის როლში, ზოგს ავადმყოფი ახლობელი მიგვიყვანია და ის პრობლემებიც ნაცნობია, რომლებსაც საავადმყოფოებსა თუ სხვადასხვა კლინიკაში ვაწყდებით. ზოგჯერ ექიმები ისეთი გულგრილები არიან, არც აინტერესებთ პაციენტის მდგომარეობა. პირდაპირ იმაზე იწყებენ საუბარს, გაქვს თუ არა გადასახდელი თანხა.

ერთხელ ნათესავი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიყვანეთ, მთლიანად დასივებული იყო, ენა გარეთ ჰქონდა გადმოვარდნილი და სუნთქვა უჭირდა. მორიგე ექიმი ქალბატონი იყო, პაციენტს შეხედა, ნახა, სუნთქვას რომ ვერ ახერხებდა. ნაცვლად იმისა, სასწრაფოდ დახმარებოდა, იმის გარკვევა დაიწყო, გვქონდა თუ არა 145 ლარი. "ალერგიაა, ჯერ ქვითარი აიღეთ, მოიტანეთ და მერე შემოიყვანეთ პაციენტი", - გვითხრა ცივად და პალატაში მხოლოდ ქვითრის მიტანის შემდეგ შეიყვანა. მისი არაპროფესიონალიზმი მაშინაც გამოჩნდა, როცა პაციენტს გადასხმის სისტემა ისე დაუყენა, წნევა არც კი გაუსინჯავს. გადასხმის დროს ავადმყოფმა კანკალი დაიწყო. აღმოჩნდა, ძალიან მაღალი წნევა ჰქონია და შეშუპების მიზეზიც გული ყოფილა. მაშინ გადავრჩით, თუმცა ექიმების დაუდევრობას რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ესეც ფაქტია.

ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტროს ამ კუთხითაც ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი. ისიც ვიცით, ბევრი მძიმე ავადმყოფი წლების მანძილზე საერთოდ ვერ ახერხებდა უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას და ტკივილისგან სახლში იტანჯებოდა. ბევრი კი ისე გაღატაკდა უკანასკნელი სახსრების მკურნალობაში გადახდით, რომ ხშირად ადამიანებს სახლ-კარის გაყიდვა უწევდათ.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2006 წელს ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდა, რაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას ითვალისწინებდა. პროგრამის დასაფინანსებლად ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები თითქოს იზრდება, თუმცა მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა, უამრავ პრობლემას აწყდებიან სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებსაც მათი მკურნალობის დაფინანსება ევალებათ. ასევე ცალკე თემაა, როგორ ემსახურებიან სადაზღვევო კომპანიები პაციენტებს და ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გადასახედია.

ინგა, 35 წლის:

- აფხაზეთიდან დევნილები ვართ, დედა პენსიონერია და სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მასთან სტუმრად ვიყავით მისული მე და ჩემი მეუღლე. უცებ დედა ძალიან ცუდად გახდა, თითქმის ხელში ჩამაკვდა, ერთიანად გაშავდა. ძლივს მოვასულიერეთ და "სასწრაფოს" გამოძახება არც მიცდია, ჩემი მეუღლის მანქანით ქუთაისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიყვანეთ. მითხრეს, რომ ინსულტის მსუბუქი ფორმა ჰქონდა. სტაციონარში დავაწვინეთ. როცა საქმე გადახდამდე მივიდა, დავრეკეთ "არქიმედეში", რადგან იქ იყო დაზღვეული. თანხის გადახდაზე უარი მითხრეს. ამის შემდეგ ჯანდაცვის მედიაციის სამსახურსაც დავუკავშირდით და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ, არ დაგვიფინანსეს მკურნალობის ხარჯი. შევაკოწიწეთ და როგორღაც დავფარეთ საავადმყოფოს ხარჯი. დედაჩემიც მიხვდა, რომ ამდენს ვეღარ გავწვდებოდით და დროზე ადრე დატოვა საავადმყოფო - მკურნალობა სახლში გააგრძელა.

- რატომ თქვეს უარი მკურნალობის ხარჯის დაფარვაზე?

- ასე მითხრეს: - კი არის ინსულტი, მაგრამ ვერ დავაფინანსებთ, რადგან "სასწრაფო დახმარების" მანქანით არ მიგიყვანიათ პაციენტიო. იქნებ "სასწრაფოს" ვერც მოესწრო, ასეთი მძიმე ავადმყოფისთვის. ეს რა მიდგომაა? არც დიაგნოზს უყურებენ. ასე იყო ჩემი ახლობლის შემთხვევაშიც, ის გულის შეტევით შეიყვანეს საავადმყოფოში "სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ. კორონაროგრაფია დასჭირდა, რაც საკმაოდ ძვირი - 700 ლარზე მეტია. რადგან "სასწრაფოთი" იყო მიყვანილი, დაუფინანსეს, მაგრამ მის გვერდით იწვა ანალოგიური პრობლემით მოხუცი ქალბატონი, სოციალურად დაუცველი და მას არ დაუფინანსებს იგივე პროცედურა, რადგან ის შვილებმა მიიყვანეს საავადმყოფოში. საწყალი ქალი იძულებული გახდა, სახლში წასულიყო გამოკვლევის გარეშე, რადგან მის შვილებს ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. ეს პრობლემა რომ მისახედია, აშკარაა. სადაზღვევოები საყოველთაოდ დაზღვეულ პაციენტებს ხშირად ბევრ რამეს არ უფინანსებენ. საშინელებაა, როცა იძულებული ხარ, უსახსრობის გამო ოჯახის წევრის მკურნალობაზე უარი თქვა. ცალკე თემაა პროვაიდერი კლინიკები. არჩევანის უფლებას არ გაძლევდნენ სადაზღვევოები, თითქმის ყველა სადაზღვევოს თავისი კლინიკა აქვს გახსნილი. არაფერს ვამბობ მედიკამენტებზე. მაგალითად, თუ "ავერსის" კლინიკაში მოხვდი, იქაური ოჯახის ექიმები აუცილებლად "ავერსის" გამოშვებულ მედიკამენტს გამოგიწერენ. ასეა სხვა კლინიკებშიც. ამასაც მიხედვა სჭირდება.

ნაზი, 79 წლის:

- რაიონში ვცხოვრობ. მთელი ცხოვრება პედაგოგი ვიყავი, უამრავი ბავშვია ჩემს ხელში გაზრდილი. ასაკის მიუხედავად, დღესაც ვამზადებ აბიტურიენტებს უანგაროდ. ყველაზე დიდ ბედნიერებას ის მანიჭებს, როცა გრანტებს იღებენ ჩემი მომზადებული ბავშვები. ბოლო დროს მხედველობის პრობლემა შემექმნა, პენსიონერის დაზღვევა მაქვს. კატარაქტა დამიდგინეს. დიდი დრო წაიღო ოპერაციისთვის საბუთების მომზადებამ და რაც ყველაზე ცუდია, კლინიკის არჩევის უფლება არ დაგვიტოვა სადაზღვევომ. "არქიმედეში" ვიყავი დაზღვეული, ჩემთვის ქუთაისის ნებისმიერ კლინიკაში მისვლა ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ უარი მითხრეს - აუცილებლად ზუგდიდში უნდა წახვიდე, იქ არის პროვაიდერი კლინიკა და სამეგრელოს რეგიონს მხოლოდ ისინი ემსახურებიანო. ახლობლის მანქანით მარტვილიდან ზუგდიდში იმდენჯერ მომიხდა წასვლა, რომ საწვავში ფაქტობრივად 300 ლარამდე დავხარჯეთ, არადა, ოპერაცია 400 ლარზე ცოტა მეტი ღირდა. მერე გაირკვა, რომ თვალის წნევა მაღალი იყო, ამიტომ საბოლოოდ ექიმმა ოპერაციისგან თავი შეიკავა. ამის შემდეგ შვილმა ქუთაისის კლინიკაში წამიყვანა და ახლა თანხა უნდა დაფაროს. ამასობაში "არქიმედეც" დაიხურა და ამ წოწიალ-წოწიალში საგარანტიო საბუთსაც ვადა გაუვიდა. ვფიქრობ, ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერებია და ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება. ჩემს შვილს მოუწევს თანხის შეკოწიწება და გადახდა, მაგრამ რა ქნან იმათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს? ფაქტობრივად, გამოდის, რომ ის 300 ლარიც გზაში უაზროდ დავხარჯე. ჯობდა, ამდენ წვალებას პირდაპირ გადაგვეხადა ეს თანხა.

- გაკოტრდა "არქიმედე", მაგრამ ხომ შეგიძლიათ, საყოველთაო ჯანდაცვით ისარგებლოთ და სახელმწიფომ დაფაროს ეს თანხა?

- ვიცი, რომ ეს გზა არსებობს, მაგრამ ქუთაისში ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ცალ თვალში გლაუკომის ნიშნებია. ეს იწვევს თვალის წნევას, ამიტომ ოპერაცია თუ სასწრაფოდ არ ჩატარდა, მეორე თვალზე გადამივა. სასურველია კატარაქტის ოპერაცია უსისხლოდ ჩატარდეს. ლაზერულ ოპერაციას კი მაინც არავინ დამიფინანსებს, არადა, ეს არის უსაფრთხო გზა. საყოველთაო დაზღვევასაც რომ მივმართო, პასუხს ერთი თვის ვადაში აძლევენ. დრო აღარ ითმენს, ამიტომ იძულებული ვართ, ოპერაციის ხარჯი ჩვენ გავიღოთ. ეს კი საკმაოდ დიდი თანხაა - 800 ლარზე მეტი.

უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, თუმცა კონკრეტული ფაქტებით არ დავღლით მკითხველს. პრობლემები ჯანდაცვის სისტემის ყველა სექტორშია და სამინისტროს მათ აღმოსაფხვრელად ბევრი მუშაობა სჭირდება.

ახალმა ხელისუფლებამ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა დღეს დაზღვევის გარეშე დარჩენილ ყველა ადამიანს შეუძლია. რა ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვაში, რა ბედი ელით გაკოტრებული სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარებს, ამ და უამრავ სხვა საკითხზე ვესაუბრეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ რუსუდან გოგოლაშვილს.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეს არ არის დაზღვევა. ეს არის პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვალს და იმ ადამიანების დახმარებას ითვალისწინებდა, რომლებსაც არანაირი დაზღვევა არ ჰქონდათ. მოგეხსენებათ, 9 კატეგორია იყო დაზღვეული საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პედაგოგები, სახალხო არტისტები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები... 2 მილიონ 200 ათას ადამიანს კი არანაირი ფინანსური გარანტია არ ჰქონდა. თუ ისინი ხვდებოდნენ სტაციონარში ან სჭირდებოდათ ამბულატორიული კვლევები, თავიანთი ჯიბიდან უწევდათ ყველა თანხის გადახდა. ზუსტად ამ ადამიანებისთვის ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

- ამ კატეგორიის ადამიანებს რა სახის მკურნალობას უფინანსებთ?

- პირველ ეტაპზე იყო გადაუდებელი შემთხვევების ჩამონათვალი და უფინანსდებოდათ გადაუდებელი შემთხვევები, თითოეულს 15.000 ლარის ფარგლებში. დამატებით, პოლიკლინიკური მომსახურება, ოჯახის ექიმის ხარჯი და სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი. პირველი ივლისიდან კი პროგრამა გაფართოვდა და გარდა იმისა, რომ გარკვეული ჩამონათვალი 100%-ით იფარებოდა, ნებისმიერი სხვა გადაუდებელი შემთხვევა ამ ადამიანებს ახლა 70%-ით უფინანსდებათ.

მაგალითად, თუ რეანიმაციაში მოხვდა ადამიანი, ან დასჭირდა ისეთი ოპერაცია, რომელიც "სასწრაფოა" და იმ წუთში თუ არ გაკეთდა, მაშინ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ასეთი ოპერაციები იფარება 100%-ით. სხვა სახის გადაუდებელი მანიპულაციები იფარება 70%-ით და თვითონ 30-ის დამატება დასჭირდება. მშობიარობას სახელმწიფო აფინანსებს 500 ლარით, მაგრამ საკეისრო კვეთა თუ სჭირდება პაციენტს სამედიცინო ჩვენებით და არა - პაციენტის მოთხოვნით, მაშინ საკეისრო კვეთასაც ვაფინანსებთ 800 ლარით. ნებისმიერი გეგმური ქირურგიული ოპერაცია კი ფინანსდება 70%-ით. თუ პაციენტი მიდის ძვირად ღირებულ კლინიკაში, სადაც განსაკუთრებული ფასები და სერვისია, მაშინ ჩვენ დაწესებული სატარიფო არეალის ფარგლებში ვაფინანსებთ იმ ოპერაციას, შემდეგ კი დარჩენილი თანხის დამატება მოუწევს პაციენტს.

- სერიოზული პრობლემები ექმნებათ დაზღვეულ პაციენტებს. გასაკუთრებით - საყოველთაო დაზღვევაში მყოფ პირებს, რადგან სადაზღვევო კომპანიები მათ მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში უშვებენ. თქვენ თუ უტოვებთ პაციენტს არჩევანის უფლებას?

- რა თქმა უნდა, პაციენტს შეუძლია, აირჩიოს სასურველი კლინიკა. მთავარი პირობაა, კლინიკა მონაწილეობდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოში ჰქონდეს შემოტანილი. ჩათვალეთ, არსებული კლინიკების 99% ჩართულია ამაში, მხოლოდ რამდენიმე არ მონაწილეობს. ძირითადად ისინი, რომელიც ორიენტირებული არიან პლასტიკურ ქირურგიაზე და რაღაცის გამო გეგმურ ქირურგიასაც აწარმოებენ. გარდა ამისა, ონკოლოგიურ დაავადებებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას 80%-ით სახელმწიფო ფარავს.

- ამბულატორიული მომსახურების მხრივ რა ხდება? მოქალაქეები ხშირად წუწუნებენ იმის გამო, რომ მხოლოდ სისხლისა და შარდის ანალიზს აფინანსებთ.

- სხვა სერვისებიც გაიზარდა. გარდა ოჯახის ექიმის მომსახურების, სისხლისა და შარდის ანალიზისა, იფარება 7 სპეციალისტის კონსულტაცია 70%-ით. ემატა გამოკვლევები, რომელიც 100%-ით იფარება. ერთი სიტყვით, გაფართოვდა ამბულატორიული სერვისი. ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული გამოკვლევა ფინანსდება 70%-ით.

- კონკრეტულად რა ფინანსდება? ამ ნუსხის ნახვა მოქალაქებისთვის ხელმისაწვდომია?

- ძალიან მალე მოქალაქეებს ექნებათ ამაზე წვდომა. ახლა იქმნება საინფორმაციო პორტალი ინტერნეტში და ჩამოთვლილი იქნება ყველა ის მომსახურება და იმ კლინიკების სია, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ.

- ქალბატონო რუსუდან, 2013 წლის ბოლოს, სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" გაკოტრდა, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე დაახლოებით 380 000 ბენეფიციარს ემსახურებოდა. მათ შორის - პენსიონერებსა და 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. აღნიშნულ კონტინგენტზე ვალდებულება მთლიანად სახელმწიფომ აიღო?

- დიახ. კომპანიის გაკოტრების შესახებ 31 დეკემბერს შევიტყვეთ და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" დაზღვეულების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე ვალდებულებას იღებს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი სადაზღვევო კომპანიაში იყვნენ დაზღვეულები. სახელმწიფო ამ კონტინგენტს თვითონ მართავს. 1-ლი იანვრიდან პედაგოგებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები გახდნენ, მათაც იგივე პირობები შეუნარჩუნდებათ, რაც ჰქონდათ ამ სადაზღვევო კომპანიაში.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვისთვის რა არის საჭირო?

- მოქალაქეებს აქვთ არჩევანის უფლება. ნებისმიერ პოლიკლინიკაში მივიდნენ, დაწერონ განცხადება და ჩაერთონ ამ პროგრამაში. რაც შეეხება დაფინანსებას, "ფორმა 100" შეუძლიათ მიიტანონ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში. ასეთი სერვისცენტრი თბილისში ოთხია: ჯავახიშვილის 51, ბოჭორმის 4, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში და ასევე ბახტრიონის 11-ბ-ში. სერვისცენტრები 10-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე მუშაობენ. ასევე ყველა რეგიონში თითო ცენტრია. კლინიკებს აქვთ უფლება, შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაცია მოგვაწოდონ სამი თვის ვადაში. ძალიან ხშირად ამ ვადის ბოლოს გვაწვდიან რატომღაც. რატომ, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, კლინიკებში დიდი პრობლემებია დოკუმენტაციის წარმოებაზე. ჩვენ გვირჩევნია, ყოველთვე მოგვაწოდონ ინფორმაცია და მათ თანხებს უპრობლემოდ გადავუხდით.

- როცა მოქალაქეს შემოაქვს განცხადება, რა ვადაში იღებს პასუხს, დაუფინანსდება თუ არა ესა თუ ის მანიპულაცია?

- დოკუმენტების ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში მისდის პასუხი. როცა საქმე ეხება ონკოლოგიას, რამდენიმე დღეში ვპასუხობთ.

- ერთი თვის წინ ინსულტიანი პაციენტი მიიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მის ოჯახს თანხების დაფინანსებაზე უარი ეთქვა. გასაკვირია, მაგრამ უთხრეს, რომ ეს იყო გეგმური და ვერ დაფინანსდებოდა. ძალიან დიდი ბრძოლა დასჭირდა ოჯახს ამის გამო.

- რას ამბობთ, ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს. მომაწოდეთ ამ ქალბატონის პირადი ნომერი და პირადად დავინტერესდები დეტალებით. როგორ შეიძლება გეგმური იყოს ინსულტის შემთხვევა?Eეს უკვე კლინიკის დანაშაულია, კლინიკამ უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა. ამ კონკრეტულ ფაქტს გავყვები ბოლომდე, მაგრამ მითხრით, ეს ქალი "არქიმედეში" ხომ არ იყო დაზღვეული, რამდენი წლის იყო?

- პენსიონერი გახლდათ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

- ეს ფაქტი თუ იყო იანვრამდე და "არქიმედეში" იყო დაზღვეული, მაშინ არქიმედეს ქმედებებზე ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს. 1-ლი იანვრიდან მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს. თუ მსგავსი რამ მოხდა, შეგვატყობინეთ და გპირდებით, ამაზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ.

- სადაზღვევო კომპანიებში რომ სერიოზული პრობლემებია, ამაში ალბათ დამეთანხმებით. მათზე კონტროლს თუ ახდენთ?

- კონტროლს ახორციელებს სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის სამსახური. ამასთან ერთად, შექმნილია მედიაციის სამსახური, რომელიც ასეთ დავებს არეგულირებს და აგვარებს. ჯანდაცვის სისტემა უკვე მზადაა საიმისოდ, რომ საქართველოს მოსახლეობას მთლიანად მოემსახუროს. საქართველოში დღეს რაღაც წესით, ყველა მოქალაქე დაზღვეულია. გამოითქვა მოსაზრება, რომ "არქიმედეს" გაკოტრება სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდება. ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეფექტიანად მართავს. მერწმუნეთ, მომსახურების ხარისხიც უფრო მაღალი იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა გამოცდილება, როდესაც 218-ე დადგენილებიდან სადაზღვევო კომპანია "ალფა" გავიდა. რვათვიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, როდესაც სახელმწიფო მართავს, უფრო მომგებიანია.

- რა ხარვეზები აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?

- გარკვეული ხარვეზები პირველ ეტაპზე იყო, უფრო ტექნიკური ხასიათის. ეს ხარვეზები უკვე გამოსწორებულია და შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებული ხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვას დღეს არ აქვს.

- როგორია სტატისტიკა? რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით?

- გასული წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრის სტატისტიკით, მომართვის 144 354 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1-ლი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით მოგვმართა 14 496-მა მოქალაქემ. ვფიქრობთ, ამ პროგრამის ამოქმედება დიდი შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია