სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილი - კრემლი არის ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს
 მიხეილ სააკაშვილი - კრემლი არის ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს

"რა­ტომ უნდა შე­უ­ერ­თდეს და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნელ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Wall Street Journal სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თარ­გმა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, უკ­რა­ი­ნა­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ გვა­ნან სხვა ქვეყ­ნის დე­მონ­სტრან­ტებს, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ ან კო­რუფ­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან. მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ნო­ემ­ბერ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი, რო­მელ­საც ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლა­დო­ბა მო­ე­მა­ტა, 21-ე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­აა, რომ­ლის მომსწრე­ე­ბიც ჩვენ ვართ.

"ცე­ცხლო­ვა­ნი ხაზი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ათა­სო­ბით მო­მი­ტინ­გე­სა და ია­ნუ­კო­ვი­ჩის რე­ჟი­მის პო­ლი­ცი­ას ყოფს, არის გამ­ყო­ფი­ლი ზოლი ორ იდე­ო­ლო­გი­ას, მსოფ­ლი­ოს ორ ხედ­ვა­სა და ცხოვ­რე­ბის ორ არ­ჩე­ვანს შო­რის: და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია თუ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი", - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო წლებ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბა მის­ცა ჩა­ეთ­ვა­ლა, რომ აშშ და ევ­რო­პა ჩაფ­ლუ­ლი არი­ან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კრი­ზი­სებ­ში. მი­სი­ვე თქმით, იგი საკ­მა­ოდ გაძ­ლი­ერ­და იმ წარ­მა­ტე­ბით, რო­მელ­საც მი­აღ­წია სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვე, რო­გორც თა­ვად უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც 2010 წელს გან­დევ­ნა ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მის­თვის სა­ძულ­ვე­ლი მთავ­რო­ბა.

"პუ­ტი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ჩან­და, რომ და­სავ­ლეთს სა­ბო­ლო­ოდ ხე­ლი­დან გა­მო­ა­ცა­ლა პოსტ-საბ­ჭო­თა რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც მის ბუ­ნებ­რივ სამ­ფლო­ბე­ლოდ მი­აჩ­ნდა. ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნის­თვის, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მიერ ნო­ემ­ბერ­ში ბოლო წამს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის არ­მო­წე­რაც კი, მისი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის ტრი­უმ­ფად წარ­მო­ჩინ­და, მაგ­რამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ჩა­ერ­თო – უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ლტოლ­ვა იცხოვ­რონ დე­მოკ­რა­ტი­ულ, ღია და ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­საც სუფ­თა მთავ­რო­ბა მარ­თავს", - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რა­საც რუ­სე­თი­სა და მისი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი გა­ნა­სა­ხი­რებს, ფეს­ვებს ძველ კგბ-ში ჰპო­ვებს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ თუ პარ­ტი­ულ ჯგუფ­ზე ძლი­ე­რი ძალა. მი­სი­ვე თქმით, კგბ-ს სიძ­ლი­ე­რე დამ­ყა­რე­ბუ­ლია ტყუ­ილ­ზე, ძა­ლა­დო­ბა­სა და ცი­ნიზ­მზე, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნიშ­ნად იქცა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, კრემ­ლის თვალ­თა­ხედ­ვით, რუ­სეთს არა აქვს სა­ზღვრე­ბი. მას აქვს მხო­ლოდ პე­რი­ფე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მუ­და­მო კო­რუფ­ცი­ით, ქა­ო­სი­თა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბით იქ­ნე­ბი­ან მო­ცუ­ლე­ბი და ვე­რა­სო­დეს შეძ­ლე­ბენ შექ­მნან სა­კუ­თა­რი, ქმე­დი­თი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

"უკ­რა­ი­ნუ­ლი ჰიმ­ნი, რო­მელ­საც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ დღე­ებ­ში მხურ­ვა­ლედ მღე­რი­ან, ამ სტროფს შე­იც­ვას" მოდი, და­ვუმ­ტკი­ცოთ ყვე­ლას, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ სა­კუ­თა­რი ბე­დის განმკარ­გვე­ლე­ბი" – აი, სწო­რედ ამას აკე­თებ­დნენ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­კორ­დულ სი­ცი­ვე­ში. რა­საც ისი­ნი ეძე­ბენ, არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აირ­ჩი­ონ მათი ცხოვ­რე­ბის წესი. გა­სულ თვეს, რო­დე­საც მე კი­ევ­ში ვი­ყა­ვი, შევ­ხვდი ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვარ ლი­დერს, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს. ჩვენ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­ხი­ლავ­დით არა იმ­დე­ნად აქ­ცი­ებს, რამ­დე­ნა­დაც თა­ვად უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვალს. ბა­ტონ კლი­ჩკოს სურს, ის­წავ­ლოს ქარ­თუ­ლი მა­გა­ლი­თი­დან, ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან, თუ რო­გორ უნდა და­მარ­ცხდეს კო­რუფ­ცია და ნე­პო­ტიზ­მი, რო­გორ უნდა მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის რე­ფორ­მი­რე­ბა და აშენ­დეს ისე­თი უკ­რა­ი­ნა, რო­გორ­ზეც იგი ოც­ნე­ბობს. ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ და შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ყო­ფი­ლი მსოფ­ლიო კრი­ვის ჩემ­პი­ო­ნი მძი­მე-წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, ამა­ვე დროს, არის მო­აზ­რო­ვე და სწრა­ფად მზარ­დი პო­ლი­ტი­კო­სი. კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მას აქვს სუფ­თა წარ­სუ­ლი, რაც უკ­რა­ი­ნულ პო­ლი­ტი­კა­ში იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. დე­კემ­ბერ­ში, რო­დე­საც ჩვენ შევ­ხვდით, გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რჩი მისი მას­შტა­ბუ­რი ხედ­ვით, რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნის დე­მონ­სტრან­ტთა მის­წრა­ფე­ბებს ასა­ხავს. კი­ევ­ში მო­მა­ვა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლია. დე­მონ­სტრან­ტთა ტრი­უმ­ფი სა­ბო­ლოო დაღს და­ას­ვამს პუ­ტი­ნის ოც­ნე­ბას რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათი და­მარ­ცხე­ბა კი ევ­რო­პუ­ლი გავ­ლე­ნი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უდი­დეს უკუს­ვლას ნიშ­ნავს. ამე­რი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ისე­დაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, გაქ­რე­ბა. ეს პუ­ტინ­მა იცის. ეს უკ­რა­ი­ნის მა­მაც­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იცი­ან", - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მი­სი­ვე თქმით, ამი­ტო­მაც არის, რომ 2004 წლის ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ­ჯე­რად ქუ­ჩებ­ში სის­ხლი და­იღ­ვა­რა. პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტე­ბი მოკ­ლა, ღიად და და­უ­ფა­რა­ვად ჩა­ი­დი­ნა წა­მე­ბა, ხში­რია ცნო­ბე­ბი აქ­ტი­ვის­ტთა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ. და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან შეშ­ფო­თე­ბის გა­მო­ხატ­ვა საკ­მა­რი­სი არ არის.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, ის საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ნობს ვლა­დი­მერ პუ­ტინს და ამი­ტომ იცის, რომ ამ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უკან სწო­რედ პუ­ტი­ნი დგას ისე­ვე, რო­გორც მისი ხელი ურე­ვია ბა­შარ ალ-ასა­დის მიერ მო­წყო­ბილ მა­სობ­რივ ხოც­ვა­სა და ირა­ნის ატო­მუ­რი ია­რა­ღის პროგ­რა­მა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დროა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს ნათ­ლი­მა­მას და არა მხო­ლოდ მისი კლა­ნის წევ­რებს. მი­სი­ვე თქმით, კრემ­ლი არის ყვე­ლა პრობ­ლე­მის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც და­სავ­ლეთს ტან­ჯავს.

"ამ დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღოლ­მა, პატ­რი­არ­ქმა ფი­ლა­რეტ­მა ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. უკ­რა­ი­ნე­ლი კა­ზა­კი დე­მონ­სტრან­ტი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, სცე­მა, ტან­საც­მე­ლი შე­მო­ა­ხია და და­ამ­ცი­რა. შემ­დეგ კი აი­ძუ­ლა, ყინ­ვა­ში შიშ­ვე­ლი დამ­დგა­რი­ყო. პატ­რი­არ­ქი ფი­ლა­რე­ტის თქმით, სწო­რედ ეს შიშ­ვე­ლი კა­ზა­კი არის უკ­რა­ი­ნის სიმ­ბო­ლო" გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი, ნა­წა­მე­ბი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამა­ყი და ღირ­სე­ბით აღ­სავ­სე, რო­მე­ლიც არ ნებ­დე­ბა სას­ტიკ ძა­ლას. დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სამ­ყა­რომ ეს კა­ზა­კი სი­ცი­ვე­ში გა­რეთ არ უნდა და­ტო­ვოს", - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, ახლა მოქ­მე­დე­ბის დროა და რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს? და­სავ­ლეთ­მა უკვე დაგ­მო ია­ნუ­კო­ვი­ჩის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი არ კმა­რა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი უნდა და­ა­კის­რონ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მის მხარ­დამ­ჭერ ოლი­გარ­ქებს – სა­დაც არ უნდა იყ­ვნენ ისი­ნი, მათ ეკის­რე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე. ეს სან­ქცი­ე­ბი უნდა მო­ი­ცავ­დეს სა­ვი­ზო მი­მოს­ვლის აკ­რძალ­ვებ­სა და უცხო ქვეყ­ნის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვას. მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის კლი­ჩკო უნდა მი­იწ­ვი­ონ მა­ღა­ლი რან­გის ვი­ზი­ტებ­ზე ვა­შინგტონ­სა და და­სავ­ლე­თის სხვა დე­და­ქა­ლა­ქებ­ში; ამას­თა­ნა­ვე მოს­კოვ­მა პირ­და­პი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, რომ შე­წყვი­ტოს უკ­რა­ი­ნის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა.

"1991 წლის აგ­ვის­ტო­ში უფ­რო­სი პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუ­შის სი­ტყვა, რო­მელ­საც "კი­ე­ვუ­რი კოტ­ლე­ტი" უწო­დეს, მი­მარ­თავ­და უკ­რა­ი­ნა­სა და საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს არ ებ­რძო­ლათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. ახლა კი, ორი ათწლე­უ­ლის შემ­დეგ, და­სავ­ლეთ­მა კვლა­ვაც არ უნდა გა­აჟ­ღე­როს მსგავ­სი გზავ­ნი­ლი იმ ხალ­ხის მი­მართ, რო­მელ­მაც წარ­მო­ა­ჩი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვა. სას­წორ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ დევს. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ვა­შინგტო­ნი, პა­რი­ზი, ბრი­უ­სე­ლი, ბერ­ლი­ნი და ლონ­დო­ნი უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დე­ბი­ან ამ ფაქტს, სა­ნამ ჯერ კი­დევ გვი­ა­ნი არ არის", - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ სააკაშვილი - კრემლი არის ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს

 მიხეილ სააკაშვილი - კრემლი არის ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს

"რატომ უნდა შეუერთდეს დასავლეთი უკრაინელ პროტესტის მონაწილეებს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. აღნიშნული განცხადების თარგმანი მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინაში აქციის მონაწილეები არ გვანან სხვა ქვეყნის დემონსტრანტებს, რომლებსაც სოციალური მოთხოვნები აქვთ ან კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. მისივე თქმით, უკრაინაში ნოემბერში დაწყებული პროტესტი, რომელსაც ბოლო დღეებში ძალადობა მოემატა, 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუციაა, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ.

"ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ყოფს, არის გამყოფილი ზოლი ორ იდეოლოგიას, მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს უფლება მისცა ჩაეთვალა, რომ აშშ და ევროპა ჩაფლული არიან მსოფლიოს სხვადასხვა კრიზისებში. მისივე თქმით, იგი საკმაოდ გაძლიერდა იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწია სომხეთსა და საქართველოში ისევე, როგორც თავად უკრაინაში, სადაც 2010 წელს განდევნა ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად ფორმირებული, მისთვის საძულველი მთავრობა.

"პუტინი დარწმუნებული ჩანდა, რომ დასავლეთს საბოლოოდ ხელიდან გამოაცალა პოსტ-საბჭოთა რეგიონი, რომელიც მის ბუნებრივ სამფლობელოდ მიაჩნდა. ბატონი პუტინისთვის, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკრაინის მთავრობის მიერ ნოემბერში ბოლო წამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არმოწერაც კი, მისი გეოპოლიტიკური თამაშის ტრიუმფად წარმოჩინდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ფაქტორი ჩაერთო – უკრაინელი ხალხის ლტოლვა იცხოვრონ დემოკრატიულ, ღია და ევროპულ საზოგადოებაში, რომელსაც სუფთა მთავრობა მართავს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რასაც რუსეთისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის ბატონი პუტინი განასახირებს, ფესვებს ძველ კგბ-ში ჰპოვებს, რომელიც რუსეთში არსებულ ყველა პოლიტიკურ თუ პარტიულ ჯგუფზე ძლიერი ძალა. მისივე თქმით, კგბ-ს სიძლიერე დამყარებულია ტყუილზე, ძალადობასა და ცინიზმზე, რომელიც არსებული რუსული რეჟიმის დამახასიათებელ ნიშნად იქცა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, კრემლის თვალთახედვით, რუსეთს არა აქვს საზღვრები. მას აქვს მხოლოდ პერიფერიები, რომლებიც სამუდამო კორუფციით, ქაოსითა და წარუმატებლობით იქნებიან მოცულები და ვერასოდეს შეძლებენ შექმნან საკუთარი, ქმედითი, დემოკრატიული სახელმწიფო.

"უკრაინული ჰიმნი, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ამ დღეებში მხურვალედ მღერიან, ამ სტროფს შეიცვას" მოდი, დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საკუთარი ბედის განმკარგველები" – აი, სწორედ ამას აკეთებდნენ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელები, აღმოსავლეთ ევროპის რეკორდულ სიცივეში. რასაც ისინი ეძებენ, არის თავისუფლება აირჩიონ მათი ცხოვრების წესი. გასულ თვეს, როდესაც მე კიევში ვიყავი, შევხვდი ოპოზიციის მთავარ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში განვიხილავდით არა იმდენად აქციებს, რამდენადაც თავად უკრაინის მომავალს. ბატონ კლიჩკოს სურს, ისწავლოს ქართული მაგალითიდან, ჩემი პრეზიდენტობის დროიდან, თუ როგორ უნდა დამარცხდეს კორუფცია და ნეპოტიზმი, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტის რეფორმირება და აშენდეს ისეთი უკრაინა, როგორზეც იგი ოცნებობს. ვიტალი კლიჩკოს დიდი ხანია ვიცნობ და შემიძლია დავადასტურო, რომ ყოფილი მსოფლიო კრივის ჩემპიონი მძიმე-წონით კატეგორიაში, ამავე დროს, არის მოაზროვე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სუფთა წარსული, რაც უკრაინულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ შევხვდით, განსაკუთრებით განცვიფრებული დავრჩი მისი მასშტაბური ხედვით, რომელიც მთელი ქვეყნის დემონსტრანტთა მისწრაფებებს ასახავს. კიევში მომავალი გადაწყვეტილია. დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით. მათი დამარცხება კი ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდეს უკუსვლას ნიშნავს. ამერიკის შესაძლებლობები კი, რომელიც რეგიონში ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაქრება. ეს პუტინმა იცის. ეს უკრაინის მამაცმა მოქალაქეებმა იციან", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

მისივე თქმით, ამიტომაც არის, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისგან განსხვავებით, ამჯერად ქუჩებში სისხლი დაიღვარა. პოლიციამ დემონსტრანტები მოკლა, ღიად და დაუფარავად ჩაიდინა წამება, ხშირია ცნობები აქტივისტთა გაუჩინარების შესახებ. დასავლური ქვეყნების მხრიდან შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ის საკმაოდ კარგად იცნობს ვლადიმერ პუტინს და ამიტომ იცის, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიებების უკან სწორედ პუტინი დგას ისევე, როგორც მისი ხელი ურევია ბაშარ ალ-ასადის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვასა და ირანის ატომური იარაღის პროგრამაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, დროა, პასუხისმგებლობა დაეკისროს ნათლიმამას და არა მხოლოდ მისი კლანის წევრებს. მისივე თქმით, კრემლი არის ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს.

"ამ დღეებში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა ფილარეტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. უკრაინელი კაზაკი დემონსტრანტი თავზეხელაღებულმა პოლიციამ დააკავა, სცემა, ტანსაცმელი შემოახია და დაამცირა. შემდეგ კი აიძულა, ყინვაში შიშველი დამდგარიყო. პატრიარქი ფილარეტის თქმით, სწორედ ეს შიშველი კაზაკი არის უკრაინის სიმბოლო" გაშიშვლებული, ნაწამები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაყი და ღირსებით აღსავსე, რომელიც არ ნებდება სასტიკ ძალას. დემოკრატიულმა სამყარომ ეს კაზაკი სიცივეში გარეთ არ უნდა დატოვოს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა მოქმედების დროა და რა შეიძლება გაკეთდეს? დასავლეთმა უკვე დაგმო იანუკოვიჩის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები უნდა დააკისრონ უკრაინის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ოლიგარქებს – სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ძალადობრივ ქმედებებზე. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს სავიზო მიმოსვლის აკრძალვებსა და უცხო ქვეყნის საბანკო ანგარიშების გაყინვას. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის კლიჩკო უნდა მიიწვიონ მაღალი რანგის ვიზიტებზე ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში; ამასთანავე მოსკოვმა პირდაპირი გაფრთხილება უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა.

"1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც "კიევური კოტლეტი" უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის. ახლა კი, ორი ათწლეულის შემდეგ, დასავლეთმა კვლავაც არ უნდა გააჟღეროს მსგავსი გზავნილი იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა