ტარანტინო ფილმის სცენარის გამჟღავნების გამო სასამართლოში ჩივის

ტარანტინო ფილმის სცენარის გამჟღავნების გამო სასამართლოში ჩივის

კვენტინ ტარანტინო გამოცემა Gawker-სა და ფაილების შენახვის სერვის Anonfiles-ს სასამართლოში უჩივის. რეჟისორი აცხადებს, რომ მათ მიერ ტარანტინოს ახალი ფილმის სცენარის წინასწარ გამოქვეყნებით, მისი საავტორო უფლებები დაირღვა.

Gawker-ს ბრალი ედება არა საავტორო უფლებების დარღვევაში, არამედ ამ საქმეში თანამონაწილეობაში. საიტმა თავის გვერდზე განათავსა ბმული Anonfiles-ის გვერდზე, სადაც ტარანტინოს ახალი ფილმის სცენარი იყო განთავსებული.

ტარანტინო თითოეული მოპასუხისგან 1 მლნ დოლარს ითხოვს და ასევე მოითხოვს, რომ Gawker-მა საიტიდან სცენარზე გადასასვლელი ბმული მოხსნას.

როგორც ცნობილია, ტარანტინო ახალი ვესტერნის - "საზიზღარი რვიანის" გადაღებას აპირებდა. თუმცა, რეჟისორმა ფილმის გადაღებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ინტერნეტში ფილმის სცენარმა "გაჟონა".

ტარანტინომ Deadline-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სცენარი სულ 6 ადამიანს ჰქონდა ნანახი.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება