კიევის ცენტრში დღეს საპროტესტო აქცია ამჯერად მედიის წარმომადგენლებმა გამართეს. ჟურნალისტებმა სამართალდამცავებისგან მოითხოვეს, მუშაობის შესაძლებლობა მისცენ. აქციაზე რამდენიმე ათეული უკრაინული მედიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებსაც ეკავათ პლაკატები, წარწერით "არ ესროლოთ ჟურნალისტებს".
მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, კიევსა და რეგიონებში არეულობების შედეგად 60-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.