სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოჭის მერი: ჩვენ ქალაქში გეები არ გვყავს
სოჭის მერი: ჩვენ ქალაქში გეები არ გვყავს

სო­ჭის მერ­მა ანა­ტო­ლი პა­ხო­მოვ­მა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მის ქა­ლაქ­ში გე­ე­ბი არ არი­ან. ანა­ტო­ლი პა­ხო­მოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სოჭ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, სტუმ­რო­ბით მო­ხა­რუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა თქვა, რომ მათ პა­ტი­ვი უნდა სცენ რუ­სულ კა­ნო­ნებს.

"ჩვე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა­ზე, ვინც პა­ტივს სცემს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნო­ნებს და თა­ვი­ანთ ჩვე­ვებს სხვას თავ­ზე არ ახ­ვევს", - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

BBC-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის კი­თხვა­ზე, ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ გე­ებს სოჭ­ში თა­ვი­ან­თი ორი­ენ­ტა­ცი­ის და­მალ­ვა უწევთ, პო­ხო­მოვ­მა უარ­ყო­ფი­თად უპა­სუ­ხა.

"არა, ჩვენ უბ­რა­ლოდ ვამ­ბობთ, რომ ეს თქვე­ნი საქ­მე და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბაა, მაგ­რამ აქ, კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ, ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი არაა. ჩვენ ქა­ლაქ­ში ასე­თე­ბი (გე­ე­ბი) არ გვყავს",- გა­ნა­ცხა­და ანა­ტო­ლი პა­ხო­მოვ­მა. თუმ­ცა, აქვე სო­ჭოს მერ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის და უბ­რა­ლოდ პი­რა­დად ის არ იც­ნობს ასე­თებს.

რო­გორც BBC წერს, კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლობ­რიც გეი-კლუბს ეწ­ვია და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სოჭ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. თუმ­ცა, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს, ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სოჭ­ში სულ უფრო მცირ­დე­ბა.

სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 7 თე­ბერ­ვალს იხ­სნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოჭის მერი: ჩვენ ქალაქში გეები არ გვყავს

სოჭის მერი: ჩვენ ქალაქში გეები არ გვყავს

სოჭის მერმა ანატოლი პახომოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ქალაქში გეები არ არიან.  ანატოლი პახომოვმა აღნიშნა, რომ სოჭში ნებისმიერი ადამიანის, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა, სტუმრობით მოხარულები იქნებიან, თუმცა თქვა, რომ მათ პატივი უნდა სცენ რუსულ კანონებს.

"ჩვენი სტუმართმოყვარეობა ვრცელდება ყველაზე, ვინც პატივს სცემს რუსეთის ფედერაციის კანონებს და თავიანთ ჩვევებს  სხვას თავზე არ ახვევს", - აღნიშნა მერმა.

BBC-ს კორესპონდენტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გეებს სოჭში თავიანთი ორიენტაციის დამალვა უწევთ, პოხომოვმა უარყოფითად უპასუხა.

"არა, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს თქვენი საქმე და თქვენი ცხოვრებაა, მაგრამ აქ, კავკასიაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს მისასალმებელი არაა. ჩვენ ქალაქში ასეთები (გეები) არ გვყავს",- განაცხადა ანატოლი პახომოვმა. თუმცა, აქვე სოჭოს მერმა ისიც აღნიშნა, რომ სინამდვილეში ამაში დარწმუნებული არ არის და  უბრალოდ პირადად ის არ იცნობს ასეთებს.  

როგორც BBC წერს, კორესპონდენტი ადგილობრიც გეი-კლუბს ეწვია და აღმოაჩინა, რომ სოჭში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან. თუმცა, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ლგბტ საზოგადოება სოჭში სულ უფრო მცირდება.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს იხსნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა