ირაკლი ღარიბაშვილი - არც ერთ ტელევიზიას ერთმანეთისგან არ ვანსხვავებ და ყველას თანაბრად დიდ პატივს ვცემ

ირაკლი ღარიბაშვილი - არც ერთ ტელევიზიას ერთმანეთისგან არ ვანსხვავებ და ყველას თანაბრად დიდ პატივს ვცემ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი სახელით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ "ყველაფერს გაარკვევს".

"გასულ კვირას გავეცანი მედიამონიტორინგს და აღმოვაჩინე, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გამოთქვამს წუხილს, თითქოს მე "მაესტროში" არ მივდივარ, რადგან უფრო რეიტინგულ არხებზე დავდივარ და ამის შესახებ კომუნიკაციების დეპარტამენტიდან უთქვამთ მისთვის. ესაა აბსურდული ინფორმაცია და მინდა დავავალო კანცელარიის უფროსს, რომ გამოარკვიოს ეს მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტი - ვინ გაბედა და ვინ უთხრა "მაესტროს", რომ არ მივდივარ ამ ტელევიზიაში იმის გამო, რომ უფრო რეიტინგულ არხებზე დავდივარ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერი ცალსახად განმარტავს, რომ არც ერთ ტელევიზიას ერთმანეთისგან არ ანსხვავებს და ყველას თანაბრად დიდ პატივს სცემს.

"თხოვნით მინდა მოგმართოთ, რომ თუკი ჩემი სახელით მსგავსი ფაქტი კიდევ დაფიქსირდება ვინმეს მხრიდან, იქნება ეს მინისტრი, თუ ჩვენი აპარატის თანამშრომელი, ღიად მომმართეთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა