თანამედროვე სამყაროში საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანებს დამოუკიდებლად უწევთ. დღეს ინდივიდუალური თავდაცვის ათზე მეტი სახეობა არსებობს (მათ შორის ტრავმატული პისტოლეტები). თუმცა, ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი მაინც ელექტროშოკერია.
კომპანია Yellow Jacket-მა ინდივიდუალური თავდაცვის უცვლელი ატრიბუტი გააუმჯობესა და ელექტროშოკერი iPhone-ის პლასტმასის შალითაში მოათავსა. მობილური ტელეფონისთვის დამახასიათებელი და ხელმისაწვდომი ყველა ფუნქციის შენარჩუნებასთან ერთად, მოცემული ნოუ-ჰაუ ქუჩაში თავმდამსხმელებისგანაც დაგიცავთ.
დღეს ბაზარზე იმ ელექტროშოკერების არჩევანი, რომლებიც სხვადასხვა ნივთების ვიზუალური ფორმებით ინიღბება, ძალიან დიდია. მათ შორის არის ტუჩის საცხის იერს დამსგავსებული ელექტროშოკერი, რომელიც ამავდროულად სუნამოს მცირე ზომის ფლაკონსაც ჰგაქვს. 8 საათიანი დატენვის შემდეგ, მძლავრი აკუმულატორი 200-ჯერ განმუხტვის - დენის დარტყმის შესაძლებლობას იძლევა. თვითოეული ასეთი დარტყმის სიმძლავრე 65,000 ვოლტი იქნება. ქუჩაში ადევნებული არასასურველი მამაკაცის მოსაშორებლად ეს სავსებით საკმარისია. ელექტრო "საცხი" საკმაოდ კომპაქტურია და მისი სიგრძე 12 სანტიმეტრია. წონა მხოლოდ 100 გრამი. მთავარია ნამდვილ ტუჩის საცხში არ აგერიოთ.
საეჭვო შესახედაობის პირის მიერ წამოყენებული მოთხოვნა "ტელეფონზე დამარეკინე" ამ უკანასკნელისთვის არც ისე სასიამოვნოდ შეიძლება დასრულდეს. J-Series-ის მოდელის ელექტროშოკერის ნამდვილი "ნოკიისგან" გარჩევა თითქმის შეუძლებელია. მისი მძლავრი დენის მუხტი 2,5 სანტიმეტრის სისქის ტანსაცმელშიც აღწევს. მობილურ ტელეფონს დამსგავსებულ ელექტროშოკერების მოყვარულთათვის კიდევ ერთი მოდელი არსებობს, რომელიც ვიზუალურად iPhone 4S-ის იდენტურია. თუმცა ორიგინალური "ვაშლისგან" განსხვავებით, ის 100 გრამს იწონის და 900,000 ვოლტის დენის მუხტს იძლევა.
კიდევ ერთი მინიატურული ელექტროშოკერი ხელმარჯვე ოსტატებმა Marlbor-ს სიგარეტის კოლოფს დაამსგავსეს. მოდელს დამცველი მექანიზმი და პატარა ფანარიც ახლავს. 150 გრამიანი "კოლოფი", რომელიც გაბარიტებით სიგარეტის ორიგინალურ ვერსიას სრულად შეესაბამება, 1,800,000 ვოლტამდე დენის მუხტს იძლევა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ mobiledevice.ru-ის მიხედვით.