სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან ტელევიზიაში ბრუნდება?
გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან ტელევიზიაში ბრუნდება?

სად არის და რა­ტომ გაქ­რა პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი­დან ერთ დროს საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე? "ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ღია და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და სა­კუ­თარ მო­მა­ვალს ისევ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ან აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბა­ში ხე­დავს. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვად გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ "ვერ­სი­ას­თან" სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მის თა­ნა­მებ­რძოლს, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთ ლი­დერს, ლე­ვან ვე­ფხვა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც თარ­გა­მა­ძის პო­ლი­ტი­კურ ტაიმ-აუტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ნა­წი­ლობ­რივ და­ა­დას­ტუ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ კვი­რა­ში დას­რულ­დე­ბა:

"გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სი­უ­რო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის. უბ­რა­ლოდ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. გი­დას­ტუ­რებთ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პარ­ტია, მეტ-ნაკ­ლე­ბად, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­შია, რაც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ერთ კვი­რა­ში გა­ირ­კვე­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­საც შე­ი­ტყობს, დარ­ჩე­ბა თუ არა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ. ჯერ კი­დევ ორი თვის წინ, პარ­ტი­ის წევ­რე­ბის შეკ­რე­ბა­ზე, გი­ორ­გიმ გან­გვი­ცხა­და, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო, თუმ­ცა არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, პო­ლი­ტი­კუ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კა­ში მი­დი­ან და მო­დი­ან, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია. მას ჩვენ­თან არც აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსა­უბ­რია, თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ირ­კვე­ვა".

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან ტელევიზიაში ბრუნდება?

გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან ტელევიზიაში ბრუნდება?

სად არის და რატომ გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან ერთ დროს საკმაოდ აქტიური ოპოზიციური ლიდერი გიორგი თარგამაძე? "ვერსიის" ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების, განსაკუთრებით კი, ბიძინა ივანიშვილთან ღია დაპირისპირების შემდეგ, პოლიტიკურ ცხოვრებაზე უარი განაცხადა და საკუთარ მომავალს ისევ ტელევიზიაში ან აშშ-ში გამგზავრებაში ხედავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად გიორგი თარგამაძემ "ვერსიასთან" საუბარი არ ისურვა, ამიტომ ინფორმაციის გადასამოწმებლად მის თანამებრძოლს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს დავუკავშირდით, რომელმაც თარგამაძის პოლიტიკურ ტაიმ-აუტთან დაკავშირებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა და განაცხადა, რომ პარტიაში არსებული გაურკვევლობა, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება:

"გიორგი თარგამაძის პოლიტიკური პასიურობა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებასთან კავშირში არ არის. უბრალოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდეს. გიდასტურებთ, რომ ამ მიმართულებით პარტია, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველ ვითარებაშია, რაც თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩვენთვის აბსოლუტურად წამგებიანია, მაგრამ ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა და საზოგადოება იმასაც შეიტყობს, დარჩება თუ არა გიორგი თარგამაძე პარტიის თავმჯდომარედ. ჯერ კიდევ ორი თვის წინ, პარტიის წევრების შეკრებაზე, გიორგიმ განგვიცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ცვლილებებია საჭირო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკურად გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღოს.

რაც შეეხება გიორგი თარგამაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, პოლიტიკაში მიდიან და მოდიან, ეს ჩვეულებრივი პროცესია. მას ჩვენთან არც აშშ-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით უსაუბრია, თუმცა, როგორც გითხარით, ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა".

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა