კიევში ხელფეხშეკრული მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

კიევში ხელფეხშეკრული მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

კიევში, დნეპრის ყურესთან ხელფეხშეკრული მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები თვითმხილველ ბლოგერებზე დაყრდნობით იუწყებიან.

კიევის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ მამაკაცის სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ აღინიშნება.

უკვე დადგენილია გარდაცვლილის ვინაობა. ის არის ობოლონის რაიონის მკვიდრი 36 წლის მამაკაცი. ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ევრომაიდანის აქციის მონაწილეები აქციებიდან ადამიანთა გაუჩინარების შესახებ იუწყებიან.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა