საფრანგეთის პრეზიდენტი პირველ ლედის დაშორდა

საფრანგეთის პრეზიდენტი პირველ ლედის დაშორდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვალერი ტრიერვეილერი მისი პარტნიორი აღარაა. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა Agence France-Presse-თან ისაუბრა.

"მსურს განვაცხადო, რომ მე და ვალერი ტრიერვეილერი დავშორდით",- განაცხადა ოლანდმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბრობს როგორც კერძო პირი. სხვა დეტალები სააგენტოს არ მოჰყავს.

ოლანდი და ტიერვეილერი 2007 წლიდან ერთად არიან, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან. როდესაც ოლანდი პრეზიდენტად აირჩიეს, მისი მეგობარი ქალი პირველი ლედის როლს ასრულებდა და სახელმწიფოს ლიდერს ოფიციალურ მივლინებებში ახლდა თან.

იანვრის დასაწყისში ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ოლანდი ტრიერვეილერს 41 წლის მსახიობ ჟული გაიესთან ღალატობდა. სავარაუდოდ, 10 იანვარს პრეზიდენტმა პირველ ლედის ღალატის შესახებ უამბო, რის შემდეგაც ტრიერვეილერი ნერვული აშლილობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგიერთი ინფორმაციით, მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, მედიკამენტების დიდი დოზით მიღება გახდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 10-დან 18 იანვრამდე, სანამ ტრიერვეილერი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოლანდმა იგი მხოლოდ ერთხელ მოინახულა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა