ლანჩხუთის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე "ნაციონალებს" სამსახურებში აბრუნებენ?

ლანჩხუთის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე "ნაციონალებს" სამსახურებში აბრუნებენ?

ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე მაკა კვირკველიამ ბრიფინგი გამართა და "ნაციონალების" დასასაქმებლად მუნიციპალიტეტის პირველი პირების ჩართულობაზე ისაუბრა. "იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტს არა აქვს სახსრები, აიყვანოს დამატებითი კადრები, როცა შენობა გადაჭედილია, სკამიც კი აღარ არის საკმარისი, რომ დასაქმებული ადამიანები დასხდნენ, კონკრეტულ ადამიანებზე მიმდინარეობს სამსახურების მორგება. ეს ადამიანები იყვნენ "ნაციონალების" ძალიან აქტიური წევრები და ყოფილი გამგებლის, გია გოგუაძის მარჯვენა ხელი ყველა არჩევნებში. მათ დანიშვნას ხელს უწყობენ ლანჩხუთის პირველი პირები" - განაცხადა კვირკველიამ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა