კიევში გრუშევსკის ქუჩა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული

კიევში გრუშევსკის ქუჩა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული

კიევში გრუშევსკის ქუჩა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეულია. წუხანდელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის მცირე დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას დემონსტრანტებმა "დინამოს" სტადიონისა და დამატებითი ტერიტორიის დაკავება შეძლეს.

ამასთან, წუხელ გვიან ღამით ჩერკასის ოლქში, ადგილობრივი მილიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, თუმცა აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა.

საპროტესტო აქციები გრძელდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები აქვთ ბლოკირებული.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა