თურქეთში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ავარია კაისერის რაიონში დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. რა გახდა ამის მიზეზი, დგინდება. შემთხვევი ადგილზე სასწრაფო დამხარების 25 ავტომანქანაა მობილიზებული.

"დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 29-ს აღწევს, აქედან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა ორჰან ზიუგუნმა. მისივე თქმით, ამ რაიონში კარგი ტრასაა, თუმცა ის ახლა მოყინულია.

"გადარჩენილი მგზავრები ამბობენ, რომ მძღოლს არ ჩასძინებია. სავარაუდოდ, მოყინულ გზაზე რაღაც მომენტში მან კონტროლი დაკარგა. ავარიის გამომწვევ მიზეზად ეს ვერსია განიხლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რეალური",-განაცხადა გუბენატორმა და ისიც აღნიშნა, რომ ავტობუსი არ იყო ძველი და მას ზამთრის საბურავებიც ჰქონდა.

უცნობია იყვნენ თუ არა აღნიშნულ ავტობუსში სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა