კიევი სამოქალაქო ომის ზღვარზე - აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება განახლდა (+LIVE)

კიევი სამოქალაქო ომის ზღვარზე - აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება განახლდა (+LIVE)

კიევში მომიტინგეების წინააღმდეგ წუხელ ისევ გამოიყენეს წყლის ჭავლი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იმ დროისთვის უკრაინაში ტემპერატურა -10 გრადუსი იყო.

მათივე ინფორმაციით, ყინვიან ამინდებში წყლის ჭავლის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა და წამებას უტოლდება.

როგორც ადგილობრივი სააგენტოები წერენ, კიევის ცენტრში ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა დილით ისევ მოხდა დაპირისპირება. აქციის მონაწილეებმა ძალოვანების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები გაისროლეს. ამას "ბერკუტის" მხრიდან ცრემლსადენი გაზის გაშვება მოჰყვა.

ბოლო განახლება:

კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.

მომზადებულია rus.newsru.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა