გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვი გადაარჩინა - სიკეთის 7 მაგალითი

გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვი გადაარჩინა - სიკეთის 7 მაგალითი

შეუძლებელია ამ გულისამაჩუყებელმა ისტორიებმა ვინმე გულგრილი დატოვოს. ეს რიგითი დამიანები არიან, რომლებიც გაჭირვებულებს სრულიად უანგაროდ ეხმარებიან და გვიდასტურებენ, რომ კეთილი ადამიანები ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ცხოვრობენ. 

9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო: პატარა ამერიკელი გოგონა რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის უწყლობაზე იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იღუპება. რეიჩელმა ბავშვების დახმარება გადაწყვიტა. დედის დახმარებით, რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღის საჩუქარი, არამედ შეეწირათ ფული ბავშვებისთვის, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას უნდოდა 300 დოლარის შეგროვება, რათა ამ თანხით 15 ბავშვს მაინც შეძლებოდა სუფთა წყლის მიღება. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.

მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის გაგების შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგონას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობების ნაკადი არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ამრიგად, მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც ორჯერ შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად გამოეყენებინათ, მსოფლიომ შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე. სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა. ეს იყო მადლიერების ნიშანი იმის გამო, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან.

სკოლა ხიდის ქვეშ: ინდოეთში, ნიუ-დელიში მცხოვრები რაჯეშ კუმარ შარმა ხელმოკლე ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება. ყველა პატარას, რომელსაც სკოლაში სიარულის საშუალება არ აქვს, შეუძლია ყოველდღე მეტროს ხიდის ქვეშ მივიდეს და განათლება მიიღოს. შარმა პროფესიით მასწავლებელი არაა, ის მაღაზიას ფლობს, თუმცა კარგი განათლება აქვს მიღებული და თვლის, რომ ბავშვის განვითარებისთვის სწავლა უმთავრესია.

4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველ დილით ხიდის ქვეშ იკრიბებიან, წერენ, კითხულობენ და მასწავლებელს საშინაო დავალებას აბარებენ. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მისი წყალობით 140-მა ბავშვმა წერა-კითხვა ისწავლა, ხოლო 70-მა პატარამ სახელმწიფო სკოლაში სწავლის გაგრძელება შეძლო.

92 წლის ქალმა სირიელი ბავშვებისთვის 400 სვიტერი მოქსოვა: 92 წლის ინგლისელმა ქალმა, დორისმა სირიის ომში დაზარალებული ბავშვებისთვის სრულიად უანგაროდ 400 სვიტერი მოქსოვა.

მისი წყალობით ნახევრად დანგრეული ქალაქის ქუჩებსა და სახელდახელოდ გაშლილ კარვებში მცხოვრები 400 სირიელი პატარა სიცივისგან სიკვდილს გადაურჩა.

ექიმი, რომელიც ბოლო 20 წელია, უსახლკაროებს უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს: აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგში მცხოვრები ექიმი ჯიმ უიტერსი 20 წელია, უსახლკაროებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.

ექიმი ყოველ ღამე ქუჩაში გადის და ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, კონსულტაციას უწევს და ხშირად მედიკამენტებსაც აწვდის. მას ადგილობრივები "ქუჩის ექიმის" სახელით იცნობენ. 1994 წლიდან დღემდე მან 1 200-ზე მეტი უსახლკარო განკურნა და ქუჩაში სიკდილისგან იხსნა.

თანამშრომლის ოპერაციის ხარჯების დასაფარად ბიზნესმენმა საკუთარი რესტორანი გაყიდა: აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, მაიკლ დე ბეიერმა საკუთარი რესტორანი გაყიდა და ფული მთლიანად 19 წლის ბრიტანი მატისის ანგარიშზე გადარიცხა. ბრიტანი მის რესტორანში მუშაობს - ექიმებმა გოგონას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როდესაც ბიზნესმენმა თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, იმისთვის, რომ თანხა სწრაფად შეეგროვებინა, რესტორანი გაყიდა. რესტორანს მაიკლი 17 წელი ფლობდა და მისთვის შემოსავლის საუკეთესო წყარო იყო.

მილიარდერი, რომელსაც მანქანა არ ჰყავს, მეტროთი მგზავრობს და ქონების 99%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავს: ამერიკელი ბიზნესმენი ჩარლზ ფინი, იგივე ჩაკ ფინი 7.5 მილიარდ დოლარს ფლობს. მას არ ჰყავს მანქანა, სახლი, მგზავრობს მეტროთი, თვითმფრინავში მხოლოდ ეკონომ-კლასის ბილეთს ყიდულობს და მხოლოდ 15 დოლარიან მაჯის საათებს ატარებს. ქონების 99 პროცენტს ჯანმრთელობის, მეცნიერების, განათლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვაში ხარჯავს.

კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის მისმა ორგანიზაციამ 370 მილიონი დოლარი გაიღო, 19 მილიონი დოლარი გამოიყო პატარებისთვის, რომლებსაც თანდაყოლილი დაავადებები აწუხებდათ, სამხრეთ აფრიკაში შიდსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში 117 მილიონი დოლარი გადარიცხა, 80 მილიონ ბავშვის დაზღვევის ხარჯებს თავად ფარავს, 1 მილიარდი დოლარი უნივერსიტეტებს გადაურიცხა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რასაც ბიზნესმენი აკეთებს. ჩარლზი, რომელიც კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, ამბობს, რომ ფულს სიცოცხლეშივე გაჭირვებული ადამიანების დახმარებაში გაფლანგავს. შვილებს შრომის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავდა და მიუხედავად იმისა, რომ პირად ანგარიშზე სოლიდური თანხა აქვთ, კოლეჯიდან პირდაპირ სამსახურში მიდიოდნენ, მუშაობდნენ მოსამსახურეებად, მიმტანებად, მოლარეებად და საკუთარი ჯიბის ფულზე ზრუნავდნენ. 1997 წლამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან პოპულარობა არ სურდა, მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც მიაგნეს ადამიანს, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში უზარმაზარ თანხას რიცხავდა.

დალაქი, რომელიც ჩახუტების სანაცვლოდ კრეჭს: აშშ-ის შტატ კონექტიკუტში, ჰარტფორდში მცხოვრები ენტონი ქიმერისი 25 წელია უსახლკაროებს უსასყიდლოდ ემსახურება და თმას კრეჭს. მათგან ენტონი მხოლოდ ჩახუტებას ითხოვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს