განქორწინების საუკეთესო წერილი: "სერიალებს იმიტომ ვუყურებ, რომ შენი მუდმივი წკმუტუნი არ გავიგო"

 განქორწინების საუკეთესო წერილი: "სერიალებს იმიტომ ვუყურებ, რომ შენი მუდმივი წკმუტუნი არ გავიგო"

განქორწინება წყვილისთვის მტკივნეული თემაა. სასამართლო სხდომა, ალიმენტზე კამათი, შვილებზე მეურვეობა - ეს ის უხერხული შედეგია, რომელიც განქორწინებას ყოველთვის თან სდევს, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელდა მეტად სახალისო წერილი, რომელიც ქმარმა ცოლს გაუგზავნა და ასე აცნობა, რომ შორდება; პასუხად კი ყოფილი მეუღლისგან არანაკლებ სახალისო ცნობა მიუვიდა. წერილები ინგლისურ ენაზეა დაწერილი და მან ინტერნეტმომხმარებლები ძალიან გაახალისა.

"ძვირფასო ცოლო! გწერ, რომ შეგატყობინო, რომ სამუდამოდ გტოვებ. 7 წლის განმავლობაში შენთვის კარგი კაცი ვიყავი. ბოლო 2 კვირა ჯოჯოხეთი იყო. შენმა უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ დღეს სამსახურიდან წამოხვედი. წინა კვირას სახლში რომ დაბრუნდი, ვერც კი შენიშნე, რომ შენი საყვარელი კერძი დაგხვდა და არც ჩემი ახალი ვარცხნილობა შენიშნე. 2 წუთში შეჭამე და მას შემდეგ, რაც ყველა სერიალს უყურე, მაშინვე დაიძინე. არ მეუბნები, რომ გიყვარვარ და აღარც სექსი გინდა და არც არაფერი, რაც ცოლ-ქმარს აერთიანებთ. ან მღალატობ, ან აღარ გიყვარვარ, სულ ერთია, მაინც მივდივარ. შენი ყოფილი ქმარი.

P.S. ჩემს მოძებნას ნუ შეეცდები. შენი და და მე ერთად ვირჯინიაში მივდივართ! ბედნიერად", - წერდა მამაკაცი წერილში.

ქმარს ყოფილი მეუღლისგან ასეთი შინაარსის წერილი მიუვიდა.

"ძვირფასო ექს-ქმარო. შენმა წერილმა გამამხიარულა. სიმართლეა, რომ შენზე 7 წელია გათხოვილი ვარ. რაც შენ გააკეთე კარგი კაცისგან ძალიან შორსაა. სერიალებს იმიტომ ვუყურებ, რომ შენი მუდმივი წკმუტუნი არ გავიგო. გასულ კვირას შენი ახალი ვარცხნილობა შევნიშნე, მაგრამ პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ გოგოს ჰგავდი, თანაც დედა ასე მზრდიდა, რომ თუ კარგის თქმა არ შემეძლო, სჯობდა გავჩუმებულიყავი. როდესაც ჩემი საყვარელი კერძი მომიმზადე, ჩემს დაში შეგეშალე, რადგანაც ხორცის ჭამა 7 წლის წინ შევწყვიტე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიყვარდი. სამსახურში მუშაობას თავი იმიტომ დავანებე, რომ ლატარეაში 10 მილიონი დოლარი მოვიგე, ჩვენთვის იამაიკაში მოგზაურობისთვის 2 ბილეთი ვიყიდე, მაგრამ როდესაც სახლში დავბრუნდი, აღარ დამხვდი. იმედი მაქვს, ისეთივე მრავალფეროვანი ცხოვრება გექნება, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდი. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ წერილი, რომელიც შენ მომწერე ადასტურებს, რომ ჩემგან ცენტიც კი არ გინდა. ასე რომ, თავს გაუფრთხილდი. შენი ყოფილი ცოლი, მდიდარი როგორც ჯოჯოხეთი და თავისუფალი!

P.S. არ ვიცი, როდესმე შენთვის მითქვამს თუ არა, მაგრამ ჩემი და კარლა დაიბადა, როგორც კარლი. იმედი მაქვს, ეს პრობლემა არ იქნება".

მომზადებულია proverbes.de-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს