მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ვაკის პარკში (+25 ფოტო)

მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ვაკის პარკში (+25 ფოტო)

19 იანვარს ვაკის პარკში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - "დავიკავოთ ვაკის პარკი!" გაიმართა.

ვაკის პარკში შეკრებილი მოქალაქეები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ. მოქალაქეთა ჯგუფს მიტანილი ჰქონდა აპარატურა და აქცია მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ ბაქრაძემ განაცხადა, აქციები მომავალშიც გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.

"აქციის მიზანია, ჩვენმა პროტესტმა, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შედეგი გამოიღოს. ამ სასტუმროს მშენებლობით ვაკის პარკს საფრთხე ემუქრება; საფრთხე ემუქრება ხეებს. ასევე, დიდი ზიანი მიადგება პარკს, სასტუმროს გარდა, პარკირების ადგილის საჭიროებითაც", - განაცხადა ბაქრაძემ.

ვაკის პარკში გამართულ აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა.

":)))))))))))) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი რამეების ნახვა ჩვენს ბავშვებს სხვა სამყაროში აგრძნობინებს თავს, სიკეთის, შემოქმედების, ზღაპრების... და ჩვენ თუ ვერ დავიმსახურეთ, მათ მაინც ექნებათ ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა.

ჩიტუნას სასტუმრო თამაში და სიხარული მომინდა და ბევრ ბავშვებში ჩამდგარს ზღაპრის შეთხზვა და გრძნობით მოყოლა, ცოტა შენც რომ გჯერა :))) ოღონდ იმ ჩიორასი არა, მელიას რომ ბარტყებს უყრიდა", - დაწერა ნათია ფანჯიკიძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო