გაშიშვლებული ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნლისტები და დაშავებული ასობით მოქალაქე - მძიმე ღამის დეტალები

გაშიშვლებული ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნლისტები და დაშავებული ასობით მოქალაქე - მძიმე ღამის დეტალები

დღეს კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მისული აქტივისტების წინააღმდეგ ძალოვნებმა გაზი გაუშვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  ბერკუტთან მომხდარი შეტაკების შემდეგ, ამ დროისთვის გრუშევსკის ქუჩაზე სამი ათასამდე დემონსტრანტი იმყოფება, რომლებიც სპეცრაზმელებს ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" უშენენ.

რაც შეეხება გასულ ღამეს, გუშინ კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებსა და "ბერკუტს" შორის შეტაკება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, შეტაკების დროს 200-მდე ადამიანი დაშავდა. აქედან, როგორც რუსული მედია წერს, 103 ადამიანი აქციის მონაწილეა, დანარჩენი კი სამართალდამცავები არიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები 15 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დაშავებულებს  შორის არიან ჟურნალისტებიც. როგორც liga.net ჟურნალისტ მიროსლავა ღონღაძეზე დაყრდნობით წერს, დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში იმყოფებიან.

შეტაკების დროს ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ორი ახალგაზრდის დაკავების ფაქტმა. ტელეარხ "5 канал"-ის ჟურნალისტმა ანდერეი კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ჯერ დააკავა, შემდეგ სცემა და ბოლოს აიძულა, ევრომაიდნამდე შიშველი ერბინათ. "ახალგაზრდები გააშიშვლეს, სცემეს, ცივი წყალი გადაასხეს, შემდეგ კი აიძულეს შიშვლებს ერბინათ ევრომაიდნის ბარიკადებამდე", - დაწერა კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

იხილეთ: პირდაპირი ჩართვა | უკიდურესად დაძაბული ვითარება კიევში

სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, ოპოზიციური პარტია "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ სამოქალაქო ომის დაწყება არ გამორიცხა. "არ გამოვრიცხავ სამოქალაქო ომის დაწყებას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ Hromadske TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ აშშ-ში. აშშ უკრაინას კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას სთხოვს და სანქციების დაწესებაზე საუბრობს.

ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. უშუალოდ შეტაკების დაწყების მიზეზი გახდა დაცვის კორდონის მიერ მომიტინგეების შეკავება. მომიტინგეები მიღებული კანონის გასაპროტესტებლად და კანონის გაუქმების მოთხოვნით უმაღლესი რადას შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც შეტაკება მოჰყვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა