პუტინმა თავი ლიბერალად გამოაცხადა

პუტინმა თავი ლიბერალად გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული და უცხოური ტელეარხების ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იგი "ნამდვილი ლიბერალია და ლიბერალურ შეხედულებებს იზიარებს".

პუტინმა ასევე უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2013 წელს გამოცხადებული ამნისტია სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. მან დასძინა, რომ ამნისტია კონსტიტუციის მიღების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადდა.

ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონის კომენტარისას, პუტინმა კრიტიკოსებს მოუწოდა თავდაპირველად პრობლემები "საკუთარ სახლში მოაგვარონ". "როგორ შეუძლიათ მათ გაგვაკრიტიკონ ამ პრობლემებისადმი გაცილებით რბილი, ლიბერალური მიდგომისთვის, ვიდრე მათ სახლში აქვთ?",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-ს ზოგიერთ შტატში ჰომოსექსუალიზმზე სისხლის სამართლის პასუხისგება არსებობს.

პუტინმა ასევე დასძინა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი "არავის ვნებს". მან განაცხადა, რომ რუსეთში "ჰომოსექსუალები დისკრიმინირებული არ არიან: არც პროფესიული ნიშნით, არც სამსახურებრივი ზრდის თვალსაზრისით, არც საზოგადოების მხრიდან". პუტინმა ელტონ ჯონის მაგალითი მოიყვანა, რომელიც რუსეთში "გულწრფელად უყვართ, მიუხედავად მისი ორიენტაციისა".

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა