სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დისკრიმინაცია თუ უმეცრება - აივ-ინფიცირებულების კიდევ ერთი თავსატეხი
დისკრიმინაცია თუ უმეცრება - აივ-ინფიცირებულების კიდევ ერთი თავსატეხი

მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდსის 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის 3 ქა­ლია. რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, თუმ­ცა ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის უცო­დი­ნა­რო­ბას­თან გვაქვს საქ­მე ან აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბას­თან. რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის აქ­ცია იმარ­თე­ბა, რო­მე­ლიც აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მი­მართ მო­პყრო­ბა­სა თუ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის პრო­პა­გან­დას ეხე­ბა. თუმ­ცა შე­დე­გე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა ხში­რად კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

ფაქ­ტი ჯი­უ­ტია: აივ-ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რე­ბელ პა­ცი­ენ­ტებს არა მარ­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც ავიწ­რო­ე­ბენ. ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო კი ის არის, რომ აივ-და­დე­ბი­თი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას ხში­რად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ახ­დენს.

ნინო:

- წე­სით, არა­ვის უნდა სცოდ­ნო­და, რომ აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ყვე­ლამ გა­ი­გო ამის შე­სა­ხებ. ჩემს პა­ლა­ტა­ში შუქი ჩაქ­რა. ძა­ლი­ან ცი­ო­და და სა­ნი­ტარს ვთხო­ვე, სხვა ოთახ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე, სა­დაც სი­ნათ­ლეც იყო და გათ­ბო­ბაც. ნაც­ვლად იმი­სა, რომ დამ­ხმა­რე­ბო­და, ეს სა­ნი­ტა­რი დე­რე­ფან­ში გა­ვი­და და მო­რი­გე ექიმს ყვი­რი­ლი და­უ­წყო: - ამ ქალს ხელს ვერ ვახ­ლებ, ვერ­სად გა­და­ვიყ­ვან, შიდსი­ა­ნი­აო! მთე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ე­ფი­ნა დე­რე­ფან­ში სე­ი­რის სა­ნა­ხა­ვად. სა­შინ­ლად დამ­ცი­რე­ბუ­ლი და დათ­რგუნ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, აღარც შვი­ლის გა­ჩე­ნა მი­ხა­რო­და. დიდი სტრე­სი მი­ვი­ღე და მო­რა­ლუ­რად გავ­ნად­გურ­დი. რა თქმა უნდა, დამ­ნა­შა­ვე არ დას­ჯი­ლა.

დათო:

- სტო­მა­ტო­ლოგ­თან რამ­დენ­ჯერ­მე ისე მი­ვე­დი, არ მით­ქვამს, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რომ ვი­ყა­ვი. სინ­დის­მა შე­მა­წუ­ხა და ბოლო ვი­ზიტ­ზე გა­ვუმ­ჟღავ­ნე. ყვი­რი­ლი და­მი­წყო, - აქ რას მო­ეთ­რე­ო­დი, რა­ტომ არ გა­მაფრ­თხი­ლე, შიდსი­ა­ნი რომ იყა­ვიო?! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და! კბი­ლი ისევ და­საბ­ჟე­ნი მქონ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სხვა სტო­მა­ტო­ლოგ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ უკვე ტყუ­ი­ლის თქმა ვამ­ჯო­ბი­ნე და ექიმს ვუ­თხა­რი, რომ C ჰე­პა­ტი­ტი მქონ­და. ექიმ­მა მო­მის­მი­ნა და მიმ­კურ­ნა­ლა.

სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღებს ცალ­კე აწყობ­დნენ სას­ტე­რი­ლი­ზა­ცი­ოდ. საკ­ვირ­ვე­ლია, რომ C ჰე­პა­ტი­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი უფრო მი­სა­ღე­ბია ექი­მე­ბის­თვის, ვიდ­რე აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, არა­და, C ჰე­პა­ტი­ტი უფრო ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა.

შიდსის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექი­მი-ლა­ბო­რან­ტის, იზა ბო­დო­კი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში კლი­ნი­კე­ბი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს არ იღე­ბენ ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა ხდე­ბა. კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მალე სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შევა.

იზა ბო­დო­კია, შიდსის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექი­მი-ლა­ბო­რან­ტი:

- ად­ვო­კა­ტე­ბი უკვე მუ­შა­ო­ბენ რამ­დე­ნი­მე სარ­ჩელ­ზე და მალე სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტანთ. აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­სა­ხე­ლებთ იმ კლი­ნი­კებს, რო­მელ­თა პერ­სო­ნა­ლი უდი­ე­რად ექ­ცე­ვა აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს და მათ "სტა­ტუსს" სა­ჯა­როს ხდის. ამას წი­ნათ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ" ერთი ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნა. ბიჭ­მა სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმს უთხრა, რომ აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ექიმ­მა კი ცა და ქვე­ყა­ნა შე­ყა­რა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყვე­ლამ გა­ი­გო პა­ცი­ენ­ტის აივ-და­დე­ბი­თი "სტა­ტუ­სის" შე­სა­ხებ. იმ­ხე­ლა სტრე­სი მი­ი­ღო ამ ადა­მი­ან­მა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­და.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვაც ახ­ლა­ხან მოხ­და: აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ ფეხ­მძი­მე ქალს მშო­ბი­ა­რო­ბა უწევ­და. სამ სამ­შო­ბი­ა­რო­ში უარი უთხრეს. არა­და, არა­ვინ იცო­და, რო­დის და­ე­წყე­ბო­და მშო­ბი­ა­რო­ბა. ნაც­ნო­ბო­ბი­თა და ხვეწ­ნა-მუ­და­რით მი­ი­ღო ერთ-ერ­თმა კლი­ნი­კამ. ფაქ­ტია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ინ­ფორ­მა­ცია მწი­რია აივ-ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ.

რო­გორც შიდსის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, კლი­ნი­კებს კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს, ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს თა­ნა­ბა­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ, მაგ­რამ მედ­პერ­სო­ნა­ლი კა­ნონს არ­ღვევს.

მაია ცინ­ცა­ძე, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი:

- კლი­ნი­კებ­ში თუ სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია, არ უნდა ეში­ნო­დეთ აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის. გარ­და ამი­სა, ვინც ჩვენ­თა­ნაა აღ­რი­ცხვა­ზე, ყვე­ლას სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა და მათი მხრი­დან სხვი­სი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი მი­ნი­მუ­მამ­დეა და­სუ­ლი.

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრში შიდსის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 131 შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის 3 032 მა­მა­კა­ცია. პა­ცი­ენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა 29-39 წლი­საა. 2013 წელს 96 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­თა შო­რის 76 მა­მა­კა­ცია. ანტი-რეტ­რო-ვირუ­სულ(არვ) მკურ­ნა­ლო­ბას 1 730 პა­ცი­ენ­ტი იტა­რებს, მათ შო­რის, 41 - ბავ­შვი.

რე­გის­ტრი­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა პრო­ცენ­ტუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბა გა­და­ცე­მის გზე­ბის მი­ხედ­ვით ასე­თია: 51.2% (2116) - ნარ­კო­ტი­კე­ბის ინი­ექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი; 40.2% (1660) - და­ინ­ფი­ცირ­და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად; 5.2% (215) - ჰომო-ბი­სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტით; 2.0% (81) - ვერ­ტი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მის (მუც­ლად­ყოფ­ნის ან ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს ბავ­შვის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა) გზით; 0.5% (22) - რე­ცი­პი­ენ­ტია (სის­ხლის გა­დას­ხმის ან რა­ი­მე ორ­გა­ნო­სა თუ ქსო­ვი­ლის გა­და­ნერგვის შე­დე­გად და­ინ­ფი­ცი­რე­ბა); 0.9% (37) - ვირუ­სის გა­და­ცე­მის გზა და­უდ­გე­ნე­ლია.

აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია თბი­ლის­ში (1 447, აქე­დან 81 უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქეა). მე­ო­რე ად­გილ­ზეა სა­მეგ­რე­ლო, შემ­დეგ - აჭა­რა, იმე­რე­თი, აფხა­ზე­თი, კა­ხე­თი, ქვე­მო ქარ­თლი, შიდა ქარ­თლი, გუ­რია, ფოთი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი.

სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 85 აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი (0-დან 15 წლამ­დე), მათ­გან 25 გარ­და­იც­ვა­ლა. 2013 წელს გა­მოვ­ლინ­და 32 აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი. თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, რად­გან მო­ქა­ლა­ქე ხში­რად შიდსის ანა­ლიზს არ იკე­თებს და ვირუს­მა­ტა­რებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ იცის.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დისკრიმინაცია თუ უმეცრება - აივ-ინფიცირებულების კიდევ ერთი თავსატეხი

დისკრიმინაცია თუ უმეცრება - აივ-ინფიცირებულების კიდევ ერთი თავსატეხი

მიმდინარე წელს საქართველოში შიდსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის 3 ქალია. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, აივ-ინფიცირებულთა ვინაობის გამჟღავნება კანონით ისჯება, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აღნიშნული კანონის უცოდინარობასთან გვაქვს საქმე ან აივ-ინფიცირებული პაციენტებისადმი გულგრილობასთან. როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც არაერთი საინფორმაციო ხასიათის აქცია იმართება, რომელიც აივ-ინფიცირებულთა მიმართ მოპყრობასა თუ დაინფიცირების თავიდან აცილების პროპაგანდას ეხება. თუმცა შედეგები და საზოგადოების ინფორმირებულობა ხშირად კრიტიკას ვერ უძლებს.

ფაქტი ჯიუტია: აივ-ინფექციის მატარებელ პაციენტებს არა მარტო საზოგადოება, არამედ სამედიცინო დაწესებულებებიც ავიწროებენ. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ აივ-დადებითი პირების ვინაობის გამჟღავნებას ხშირად სამედიცინო პერსონალი ახდენს.

ნინო:

- წესით, არავის უნდა სცოდნოდა, რომ აივ-ინფიცირებული ვარ, მაგრამ სამშობიაროში ყველამ გაიგო ამის შესახებ. ჩემს პალატაში შუქი ჩაქრა. ძალიან ციოდა და სანიტარს ვთხოვე, სხვა ოთახში გადავეყვანე, სადაც სინათლეც იყო და გათბობაც. ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდა, ეს სანიტარი დერეფანში გავიდა და მორიგე ექიმს ყვირილი დაუწყო: - ამ ქალს ხელს ვერ ვახლებ, ვერსად გადავიყვან, შიდსიანიაო! მთელი განყოფილება გამოეფინა დერეფანში სეირის სანახავად. საშინლად დამცირებული და დათრგუნვილი ვიყავი, აღარც შვილის გაჩენა მიხაროდა. დიდი სტრესი მივიღე და მორალურად გავნადგურდი. რა თქმა უნდა, დამნაშავე არ დასჯილა.

დათო:

- სტომატოლოგთან რამდენჯერმე ისე მივედი, არ მითქვამს, ინფიცირებული რომ ვიყავი. სინდისმა შემაწუხა და ბოლო ვიზიტზე გავუმჟღავნე. ყვირილი დამიწყო, - აქ რას მოეთრეოდი, რატომ არ გამაფრთხილე, შიდსიანი რომ იყავიო?! წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! კბილი ისევ დასაბჟენი მქონდა და იძულებული გავხდი, სხვა სტომატოლოგთან მივსულიყავი. იქ უკვე ტყუილის თქმა ვამჯობინე და ექიმს ვუთხარი, რომ C ჰეპატიტი მქონდა. ექიმმა მომისმინა და მიმკურნალა.

სამედიცინო იარაღებს ცალკე აწყობდნენ სასტერილიზაციოდ. საკვირველია, რომ C ჰეპატიტიანი პაციენტები უფრო მისაღებია ექიმებისთვის, ვიდრე აივ-ინფიცირებულები, არადა, C ჰეპატიტი უფრო ვერაგი დაავადებაა.

შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტის, იზა ბოდოკიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კლინიკები აივ-ინფიცირებულ პაციენტებს არ იღებენ ან დაინფიცირებულთა ვინაობის გამჟღავნება ხდება. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მალე სასამართლოში სარჩელი შევა.

იზა ბოდოკია, შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტი:

- ადვოკატები უკვე მუშაობენ რამდენიმე სარჩელზე და მალე სასამართლოში შევიტანთ. აუცილებლად დავასახელებთ იმ კლინიკებს, რომელთა პერსონალი უდიერად ექცევა აივ-ინფიცირებულებს და მათ "სტატუსს" საჯაროს ხდის. ამას წინათ "სასწრაფო დახმარებამ" ერთი ახალგაზრდა კლინიკაში მიიყვანა. ბიჭმა საავადმყოფოს ექიმს უთხრა, რომ აივ-ინფიცირებული იყო. ექიმმა კი ცა და ქვეყანა შეყარა. საავადმყოფოში ყველამ გაიგო პაციენტის აივ-დადებითი "სტატუსის" შესახებ. იმხელა სტრესი მიიღო ამ ადამიანმა, რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდა.

მეორე შემთხვევაც ახლახან მოხდა: აივ-ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალს მშობიარობა უწევდა. სამ სამშობიაროში უარი უთხრეს. არადა, არავინ იცოდა, როდის დაეწყებოდა მშობიარობა. ნაცნობობითა და ხვეწნა-მუდარით მიიღო ერთ-ერთმა კლინიკამ. ფაქტია, რომ საზოგადოებას პრობლემები აქვს და ინფორმაცია მწირია აივ-ინფექციის შესახებ.

როგორც შიდსის ცენტრში აცხადებენ, კლინიკებს კანონი ავალდებულებს, ნებისმიერ პაციენტს თანაბარი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ, მაგრამ მედპერსონალი კანონს არღვევს.

მაია ცინცაძე, მედიცინის დოქტორი:

- კლინიკებში თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, არ უნდა ეშინოდეთ აივ-ინფიცირებული პაციენტების მიღების. გარდა ამისა, ვინც ჩვენთანაა აღრიცხვაზე, ყველას სერიოზული მკურნალობა უტარდება და მათი მხრიდან სხვისი დაინფიცირების შანსი მინიმუმამდეა დასული.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 4 131 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 3 032 მამაკაცია. პაციენტთა უმრავლესობა 29-39 წლისაა. 2013 წელს 96 ინფიცირებული პირი გარდაიცვალა, რომელთა შორის 76 მამაკაცია. ანტი-რეტრო-ვირუსულ(არვ) მკურნალობას 1 730 პაციენტი იტარებს, მათ შორის, 41 - ბავშვი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა პროცენტული განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 51.2% (2116) - ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელი; 40.2% (1660) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 5.2% (215) - ჰომო-ბისექსუალური კონტაქტით; 2.0% (81) - ვერტიკალური გადაცემის (მუცლადყოფნის ან ძუძუთი კვების დროს ბავშვის დაინფიცირება) გზით; 0.5% (22) - რეციპიენტია (სისხლის გადასხმის ან რაიმე ორგანოსა თუ ქსოვილის გადანერგვის შედეგად დაინფიცირება); 0.9% (37) - ვირუსის გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1 447, აქედან 81 უცხოელი მოქალაქეა). მეორე ადგილზეა სამეგრელო, შემდეგ - აჭარა, იმერეთი, აფხაზეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია, ფოთი, სამცხე-ჯავახეთი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 85 აივ-ინფიცირებული ბავშვი (0-დან 15 წლამდე), მათგან 25 გარდაიცვალა. 2013 წელს გამოვლინდა 32 აივ-ინფიცირებული ორსული. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან მოქალაქე ხშირად შიდსის ანალიზს არ იკეთებს და ვირუსმატარებლობის შესახებ არ იცის.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია