უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის ცალ­კე და­სახ­ლე­ბე­ბი აშენ­დე­ბა?!

უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის ცალ­კე და­სახ­ლე­ბე­ბი აშენ­დე­ბა?!

ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი დღემ­დე არ იგ­რ­ძ­ნო­ბა. სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში დღეს არ­­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ასო­ცი­ა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძეს ვთხო­ვეთ:

-  ბა­ტო­ნო ან­ზორ, რო­გორ ფიქ­რობთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ბი­ნე­ბის ფა­სის მა­ტე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მის ქა­ლა­ქებ­ში?

-  ფა­სე­ბი ყო­ველ­თ­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მიბ­მუ­ლია მოთხოვ­ნას­თან, ბა­ზარ­თან. ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ბიზ­ნე­სი მი­დის იმ დათ­მო­ბა­ზე, რომ ფა­სე­ბი შე­ამ­ცი­როს. ეს ხდე­ბა არა მარ­ტო მშე­ნებ­ლო­ბა­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­შიც. თუ ბი­ნა არ გა­ი­ყი­დე­ბა, მშე­ნე­ბელს მო­გე­ბაც არ ექ­ნე­ბა და მი­სი ბიზ­ნე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­საც აზ­რი არა აქვს. ამ ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­იქ­მ­ნა ელი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც სწო­რი თუ არას­წო­რი გზე­ბით იშო­ვა ფუ­ლი, მაგ­რამ დღეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის რიცხ­ვი ძა­ლი­ან მცი­რეა. რი­სი აშე­ნე­ბაც უნ­დო­დათ, მათ­თ­ვის უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი აშე­ნე­ბუ­ლია. იმას, ვი­საც დი­დი ფუ­ლი აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის გა­ძარ­ც­ვი­სა და გაყ­ვ­ლეფის ხარ­ჯ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც და­ედ­გო­მე­ბათ, ისი­ნი აქ არაფ­რის მყიდ­ვე­ლე­ბი აღარ არი­ან და მა­სობ­რი­ვად ცდი­ლო­ბენ უცხო­ეთ­ში წა­ვიდ­ნენ, თა­ვი­ან­თი ფუ­ლიც საზღ­ვარ­გა­რეთ "გა­და­ქა­ჩონ" და ქო­ნე­ბაც იქ შე­ი­ძი­ნონ. ისი­ნი აქ უკ­ვე ვე­ღარ აიშე­ნე­ბენ ძვი­რად ღი­რე­ბულ სახ­ლებ­სა თუ საცხოვ­რე­ბელ ბი­ნებს ელი­ტურ კორ­პუ­სებ­ში, იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა მათ მოს­თხო­ვონ პა­სუ­ხი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს ეს ფუ­ლი. მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნესს დარ­ჩა, საკ­მა­ოდ მწი­რი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია, სწო­რედ ამი­ტომ, აჭა­რა­ში უკ­ვე 400 დო­ლა­რამ­დე ჩა­მო­ვი­და 1 კვმ-ის ფარ­თო­ბი, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და თბი­ლის­შიც, რადგან ბი­ნებს მყიდ­ვე­ლი არა ჰყავს. ამდენად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის იმე­დად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გაძ­ვი­რე­ბას არ უნ­და ვე­ლო­დეთ, თუმ­ცა, არის ერ­თი ნი­უ­ან­სი: უცხო­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასე მრავ­ლ­დე­ბი­ან. ბევ­რი მშე­ნე­ბე­ლი უკ­ვე ფიქ­რობს, ისე­თი სახ­ლე­ბი ააშე­ნოს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე არ იქ­ნე­ბა გათ­ვ­ლი­ლი, იმ იმე­დით, რომ ამ სახ­ლებს შემ­დეგ უცხო­ე­ლე­ბი შე­ი­ძე­ნენ. ეს არის ძა­ლი­ან სა­რის­კო და არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ფა­სი მო­ი­მა­ტებს, არა­მედ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც.

-  ალ­ბათ კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხ­ზეც.

-  გა­მო­რიცხუ­ლია, რომ აქ აშენ­დეს ისე­თი ხა­რის­ხი­ა­ნი, სა­ი­მე­დო შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 8-ბა­ლი­ან სე­ის­მო­მე­დე­გო­ბას შე­ე­ფე­რე­ბა. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ 2010 წლის შემ­დეგ თბი­ლის­ში ყვე­ლა მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­ვი­და 8-ბა­ლი­ან ნორ­მა­ზე, ამი­ტომ აქ ყვე­ლა სახ­ლი გათ­ვ­ლი­ლი უნ­და იყოს 8-ბა­ლი­ან სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა­ზე. შვი­დი ბა­ლი­დან რვა ბალ­ზე გა­დას­ვ­ლა მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ძა­ლი­ან აძ­ვი­რებს - და­ახ­ლო­ე­ბით 20-30 %-ით და უფ­რო მე­ტა­დაც. თუ ამ ნორ­მებს და­ი­ცა­ვენ, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბი გა­იზ­რ­დე­ბა, რა­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, ბი­ნე­ბის გაძ­ვი­რე­ბაც მოჰ­ყ­ვე­ბა.

-  არა­ნაკ­ლებ საფ­რ­თხეს შე­ი­ცავს ე.წ. იტა­ლი­უ­რი სახ­ლე­ბიც.

-  სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე-19 - მე-20 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი, ვე­რა­ნა­ირ ნორ­მა­სა და სტან­დარტს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რად­გან მა­შინ სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა­ზე შე­ნო­ბე­ბი არ მოწ­მ­დე­ბო­და. სწო­რედ ეს სახ­ლე­ბია მოქ­ცე­უ­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი რის­კის ქვეშ. მათ შო­რი­საა შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ძირ­კ­ვე­ლიც კი არა აქვს, ისი­ნი პირ­და­პირ, მი­წის გრუნ­ტ­ზეა და­დე­ბუ­ლი და საყ­რ­დე­ნიც კი არა აქვს, ასე­თი სახ­ლი თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რია და ყვე­ლა და­სან­გ­რე­ვია. მხო­ლოდ იმ სახ­ლე­ბის ფა­სა­დი შე­იძ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს, რო­მელ­თა გა­მაგ­რე­ბაც და­საშ­ვე­ბია და რომ­ლებ­საც კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ამას ემა­ტე­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ შვიდ ბალ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი. მა­თი აშე­ნე­ბი­დან 50, 60, 70 წე­ლია გა­სუ­ლი. ეს შე­ნო­ბე­ბი უკ­ვე ამორ­ტი­ზა­ცი­ი­სა­კენ მი­დის და მა­თი სე­ის­მო­მე­დე­გო­ბაც ძა­ლი­ან და­ბა­ლია. სა­ეჭ­ვოა მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­აც, ანუ ის კორ­პუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, 1990-იანი წლე­ბი­დან შენ­დე­ბო­და. არც ერ­თი მათ­გა­ნი არ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა­ზე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ არ ვი­ცით, გა­უძ­ლებს თუ არა ეს შე­ნო­ბე­ბი 8-ბა­ლი­ან მი­წის­ძ­ვ­რას. ღმერ­თ­მა დაგ­ვი­ფა­როს, მაგ­რამ ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ვერ გა­უძ­ლებს, იმი­ტომ, რომ მე კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ შენ­დე­ბო­და ეს კორ­პუ­სე­ბი, რო­გორ იბ­რ­ძოდ­ნენ ეს ფირ­მე­ბი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბა მი­ე­ღოთ. ყო­ფილ­მა მერ­მა გი­გი უგუ­ლა­ვამ თბი­ლი­სი გა­წი­რა, რო­დე­საც ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის დროს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ყო­ველ­გ­ვა­რი შე­მოწ­მე­ბი­სა­გან. ეტყო­ბა, არც მო­სახ­ლე­ო­ბას და არც ჩვენს მთავ­რო­ბას ეს საფ­რ­თხე კარ­გად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია