Playboy ონლაინ-გამოცემა Harper's Bazaar-ს სასამართლოში უჩივის. Playboy აცხადებს, რომ ონლაინ-გამოცემამ კეიტ მოსის ფოტოები უნებართვოდ გამოიყენა და ამით Playboy-ს უფლება დაარღვია. ლაპარაკია Playboy-ს იანვრის ნომრისთვის გადაღებულ ფოტოსესიაზე.
ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ Harper's Bazaar-მა დაარღვია Playboy-ს ექსკლუზიური უფლება და მკითხველს სუპერმოდელის ფოტოები მიაწოდა. თითო გამოქვეყნებულ ფოტოში Playboy 150 000 დოლარს ითხოვს. Harper's Bazaar-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
კეიტ მოსი "ფლეიბოიში" 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაიღეს. ეს მოდელისთვის ამ ჟურნალთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა იყო.
მომზადებულია www.ap.org-ის მიხედვით.