როდის უბრაზდება მეუღლეს ნატალია ბერეჟიანი

როდის უბრაზდება მეუღლეს ნატალია ბერეჟიანი

მსახიობი ნატალია ბერეჟიანი, რომელიც გურული ციცინოს როლის განსახიერებით გავიცანით, სერიალში ''ჩვენი ამბავი'' დიმა ტატიშვილის ცოლს, ნათიას თამაშობს. ნატალიას გმირი ძალიან დიპლომატი ქალია, რომელიც ქმარს ტკბილი სიტყვით ყველაფერს აკეთებინებს, რეალურად მსახიობი კი მეტად ფიცხი და პირდაპირი ყოფილა, თუმცა თავისი გმირის ეს თვისება ნამდვილად მოსწონს.

- ''ღამის შოუს სტუდიასთან'' ჩემი პირველი თანამშრომლობა სერიალზე ''გოგონა გარეუბნიდან'' მუშაობის დროს შედგა, ამას მოჰყვა ''რომ გადახვალ გააჩერე'', ახლა კი, სეზონის დასასრულს, ბოლო სამ სერიაში სერიალში ''ჩვენი ამბავიც'' დამაკავეს. თუ ჩემი პერსონაჟი რეიტინგული იქნება, არსებობას გააგრძელებს. ახლობლებს ჩემი გმირი მოსწონთ, მეუბნებიან, ენერგიული და ხალისიანიაო, არ ვიცი, რამდენად ობიექტურები არიან. სიმართლე გითხრათ, ამ ფორმატში არასდროს მიმუშავია და ჩემთვის ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან გადაღებები მიდის მაყურებლის თვალწინ, ფაქტობრივად, ორი დღე გვაქვს სარეპეტიციოდ, მესამე დღეს კი მიმდინარეობს ჩაწერა, მაყურებელიც ესწრება, თითქოს სპექტაკლის პრინციპია. წინა სერიალს ფილმის სისტემით ვიღებდით, გვქონდა დუბლის საშუალება, არ გვესწრებოდა მაყურებელი, ამ შემთხვევაში კი, თუ რაღაც გეშლება, თავს მაყურებლის წინაშე მაინც უხერხულად გრძნობ.

სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ ჩემი ნამუშევრით, ცუდი არაა, ნორმალურია, მაგრამ თუ სერიალში კიდევ დავრჩები, ვიმედოვნებ, რომ ჩემს გმირს უფრო დავხვეწ.

- რაც შეეხება უშუალოდ შენს გმირს - ნათიას...

- რადგან მხოლოდ ბოლო სამ სერიაში მივიღე მონაწილეობა, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათია ჯერ არ არის მკვეთრად გამოხატული პერსონაჟი, ზუსტად ვერ ვხვდები, როგორი უნდა იყოს საბოლოო ჯამში, ამას დრო სჭირდება. ამ ეტაპზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი გმირი შეყვანილია იმიტომ, რომ იყოს დიმა ტატიშვილის გმირის ხუმრობების ობიექტი, შეიძლება, უცხო თვალისთვის ეს ასე არ არის, მაგრამ მე ასე მეჩვენება. იმედი მაქვს, ჩემი პერსონაჟის ხასიათი ნელ-ნელა ჩამოყალიბდება. ერთადერთი ვიცი ის, რომ ნათიასავით ქმარს არ ვალაგებინებ სახლს, თუმცა რეალურად სულაც არ ვფიქრობ, რომ ცუდია, თუ ქმარი ცოლს საოჯახო საქმეებში ეხმარება, მაგრამ ჩვენს ოჯახში ასე არ ხდება. წესრიგი მეც და ჩემს პერსონაჟსაც ძალიან გვიყვარს, მაგრამ ამ წესრიგს მე, ანუ ნატალია, თავად ვამყარებ, ჩემი გმირი კი ქმარს ამყარებინებს.

- ოღონდ ამას შეფარვით აკეთებს, დაიწყებს საქმეს და შემდეგ მას ამთავრებინებს.

- კი, ასეა, მაგრამ რეალურად მე ასეთი ხასიათი არ მაქვს, დიპლომატიის უნარი არ გამაჩნია, არ შემიძლია, რბილად ვუთხრა ადამიანს და ის გავაკეთებინო, რაც მე მინდა. ამ მხრივ სრულიად განსხვავებული ვარ ჩემი გმირისგან, რადგან სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ. ამას ემატება ისიც, რომ ფეთქებადი გახლავართ და მწარე ენაც მაქვს. თუ შევეცდები შეფარვით რამის გაკეთებას, მაინც ხვდებიან, რომ რაღაც ისე არ არის, არ გამომდის, რადგან არ ზის ეს ჩემს ხასიათში. გურული ვარ და სიფიცხე და პირდაპირობა ალბათ აქედან მომდგამს. ხშირად მინანია ჩემი ასეთი ხასიათის გამო, მიფიქრია, ხომ შეიძლებოდა, დავფიქრებულიყავი, სიბრაზე გადამივლიდა და მერე შელამაზებულად მეთქვა, მაგრამ რა ვქნა, არ გამაჩნია ეს უნარი, იმ წუთასვე უნდა ვთქვა სათქმელი. გარდა ამისა, მირჩევნია, ყოველთვის პირში ვუთხრა ადამიანს, რასაც ვფიქრობ, ვიდრე მის ზურგს უკან ვილაპარაკო. თუ მოხდა ისე, რომ ვილაპარაკე ადამიანზე, რომელიც იმწუთას იქ არ იყო, როგორც კი ვნახავ, ვეუბნები, გუშინ მე შენზე ასე და ასე ვთქვი-მეთქი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება