"ოსკარის" ნომინანტები გამოვლინდნენ

"ოსკარის" ნომინანტები გამოვლინდნენ

ლოს-ანჯელესში "ოსკარის" პრემიის პრეტენდენტები დასახელდნენ. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილია 9 ფილმი. ყველაზე მეტი - 10 ნომინაცია მიიღო რეჟისორ დევიდ ო’რასელის ფილმმა "ამერიკული აფიორა" (American Hustle) და ალფონსო კუარონის "გრავიტაციამ" (Gravity). სტივ მაკქუინის "12 წელი მონობაში" (12 Years a Slave)  9 ნომინაციაშია წარდგენილი.

წარმოგიდგენთ ნომინანტებს.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილი ფილმებია:

American Hustle

Nebraska

Captain Phillips

Philomena

Dallas Buyers Club

12 Years a Slave

Gravity

The Wolf of Wall Street

Her

საუკეთესო რეჟისორი:

ალფონსო კუარონი - Gravity

სტივ მაკქუინი - 12 Years a Slave

ალექსანდრ პეინი - Nebraska

დევიდ ო’რასელი - American Hustle

მარტინ სკორსეზე - The Wolf of Wall Street

მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში დასახელდნენ:

კრისტიან ბეილი (American Hustle) ლეონარდო დიკაპრიო (The Wolf of Wall Street); ჩივეტელ ეჯიოფორი (12 Years a Slave)  ; ბრიუს დერნი (Nebraska) და მეთიუ მაკგონაჰი (Dallas Buyers Club).

ქალის საუკეთესო  როლის ნომინაციაში წარგენილნი არიან:

ჯუდი დენჩი (Philomena); მერილ სტრიპი (August); კეიტ ბლანშეტი (Blue Jasmine); სანდრა ბალოკი (Gravity) და ემი ადამსი (American Hustle)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში დასახელდნენ:

ბრედლი კუპერი(American Hustle); მაიკლ ფასბინდერი (12 Years a Slave) ; ჯონა ჰილი (The Wolf of Wall Street) ; ბარჰად აბდი (Captain Phillips) და ჯარედ ლეტო (Dallas Buyers Club)

ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში დასახელდნენ:

ჯენიფერ ლოურენსი(American Hustle);  ჯულია რობერტსი (August); ჯუნ სკუიბი (Nebraska); სელი ჰოკინსი (Blue Jasmine) ლუპიტა ნიონგო (12 Years a Slave)

საუკეთესო მულტიპლიკაციური ფილმის კატეგორიაში წარდგენილია: The Croods; Frozen; Despicable Me 2; The Wind Rises; Ernest & Celestine.

"ოსკარის" 86-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 2 მარტს გაიმართება. ცერემონიას ელენ დეჯენერისი გაუძღვება. უკვე ცნობილია, რომ საპატიო ”ოსკარი" გადაეცემათ მსახიობებს ანჯელა ლენსბერის და სტივ მარტინს. ასევე, საპატიო "ოსკარს" მიიღებს  იტალიელი კოსტუმების მხატვარი პიერო ტოზი. ანჯელინა ჯოლი კი  საქველმოქმედო საქმიანობისთვის ჯინ ჰერშლოტის სახელობის ჯილდოს მიიღებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება