სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში შესაძლოა, შუქნიშნები გაითიშოს
თბილისში შესაძლოა, შუქნიშნები გაითიშოს

შე­საძ­ლოა, საფრ­თხე შე­ექ­მნას საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას, მათ შო­რის არ გა­მოვ­რი­ცხავთ საქ­მე იქამ­დე მი­ვი­დეს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში შუქ­ნიშ­ნე­ბიც კი გა­ი­თი­შოს, - გა­ნა­ცხა­და საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ.

საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თბი­ლი­სის 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტზე მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შეხ­ვდნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­დან აც­ნო­ბეს, უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის, სა­ფი­ნან­სო და კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შეხ­ვდნენ და 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლო საფრ­თხე­ებ­ზე ისა­უბ­რეს.

რო­გორც მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა აკა­კი ჯო­ხა­ძემ გან­მარ­ტა, ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, დე­და­ქა­ლა­ქი დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბი­უ­ჯე­ტის 1/12 არ არის საკ­მა­რი­სი გაგ­რძელ­დეს კომ­ფორ­ტუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პროგ­რა­მა, ჩვენ შევ­წყვი­ტეთ მიმ­დი­ნა­რე ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც 100 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სის შე­ძე­ნას გუ­ლის­ხმობ­და. დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი დო­კუ­მე­ტის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე მარ­ტის თვი­დან საფრ­თხე ემუქ­რე­ბა 600 ათას თბი­ლი­სელს, რომ­ლე­ბიც მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტში შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ. ვერ გავ­ცემთ ხელ­ფა­სებს სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე 5 700 თა­ნამ­შრო­მელ­ზე. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე არ აი­სა­ხოს, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო 2014 წლის ბი­უ­ჯეტს არ მი­ი­ღებს, ქა­ლა­ქი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ჯო­ხა­ძემ.

საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვა­მენ და კო­ლე­გებს ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ღე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დღეს მი­ვი­ღეთ საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლოა, საფრ­თხე შე­ექ­მნას საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას, მათ შო­რის არ გა­მოვ­რი­ცხავთ საქ­მე იქამ­დე მი­ვი­დეს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში შუქ­ნიშ­ნე­ბიც კი გა­ი­თი­შოს. ასე­ვე, კე­თილ­მო­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ნაგ­ვის გა­ტა­ნის პრობ­ლე­მა წარ­მო­იშ­ვას. 3700 ადა­მი­ა­ნი კი, რო­მე­ლიც აქ არის და­საქ­მე­ბუ­ლი, უხელ­ფა­სოდ დარ­ჩეს. პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა შე­მო­ერ­თე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კითხს, ვა­უ­ჩე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და ა.შ. ეს არის მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ საფრ­თხე­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ბი­უ­ჯე­ტის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვნი­ოს დე­და­ქა­ლაქ­მა. ჩვენ, კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავთ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას, მზად ვართ მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ მათ და მო­ვუ­წო­დებთ, ნუ მი­ი­ღე­ბენ ბრმად მათი ბე­ლა­დე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მი­თი­თე­ბებს, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტის ჩა­ვარ­დნას გუ­ლის­ხმობს", - გა­ნა­ცხა­და საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ.

რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ანა­ლო­გი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი მე­რი­ის სხვა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რებ­თა­ნაც გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისში შესაძლოა, შუქნიშნები გაითიშოს

თბილისში შესაძლოა, შუქნიშნები გაითიშოს

შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის არ გამოვრიცხავთ საქმე იქამდე მივიდეს, რომ დედაქალაქში შუქნიშნებიც კი გაითიშოს, - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, უმცირესობის წევრები მერიის ტრანსპორტის, საფინანსო და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და 2014 წლის ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრეს.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, დედაქალაქი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის 1/12 არ არის საკმარისი გაგრძელდეს კომფორტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროგრამა, ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ტენდერი, რომელიც 100 ახალი ავტობუსის შეძენას გულისხმობდა. დედაქალაქის მთავარი დოკუმეტის ჩავარდნის შემთხვევაში, ასევე მარტის თვიდან საფრთხე ემუქრება 600 ათას თბილისელს, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობდნენ. ვერ გავცემთ ხელფასებს სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე 5 700 თანამშრომელზე. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ აღნიშნული პრობლემები მოსახლეობაზე არ აისახოს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დედაქალაქის საკრებულო 2014 წლის ბიუჯეტს არ მიიღებს, ქალაქი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება", - განაცხადა აკაკი ჯოხაძემ.

საკრებულოს უმცირესობის წევრები უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტის მიღებისაკენ მოუწოდებენ.

"ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ საკმაოდ შემაშფოთებელია. მაგალითად, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის არ გამოვრიცხავთ საქმე იქამდე მივიდეს, რომ დედაქალაქში შუქნიშნებიც კი გაითიშოს. ასევე, კეთილმოწყობის მიმართულებით შეიძლება ნაგვის გატანის პრობლემა წარმოიშვას. 3700 ადამიანი კი, რომელიც აქ არის დასაქმებული, უხელფასოდ დარჩეს. პრობლემები ექმნება შემოერთებული სოფლების წყალმომარაგების საკითხს, ვაუჩერების დაფინანსებას და ა.შ. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ საფრთხეებისა, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში იწვნიოს დედაქალაქმა. ჩვენ, კიდევ ერთხელ მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, მზად ვართ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მათ და მოვუწოდებთ, ნუ მიიღებენ ბრმად მათი ბელადების შემოთავაზებულ მითითებებს, რომელიც ბიუჯეტის ჩავარდნას გულისხმობს", - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ანალოგიური შეხვედრები მერიის სხვა საქალაქო სამსახურებთანაც გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია