ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მოდელირებული დიალოგი პრესკონფერენციის შემდეგ

ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მოდელირებული დიალოგი პრესკონფერენციის შემდეგ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ და მოქმედ პრემიერებს - ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის მოდელირებულ დიალოგს აქვეყნებს.

"დიალოგი პრესკონფერენციის შემდეგ სამოქალაქო სექტორსა და პრემიერს შორის

- "ირაკლი, ძაან მაგრად ჩაასრულე, ძაან მაგრად".

- "თქვენგან ვისწავლე, ბ-ნო ბიძინა".

- "ეკონომიკაზეც მაგრად გამოგივიდა, ვერტალიოტი რო მაყიდინე, მაშინ მივხვდი, რო ძაან მაგარი ხარ".

- "მადლობა თქვენ, ბ-ნო ბიძინა".

- "ირაკლი, მიშას პაესტკაზე ცოტა მეტი უნდა გელაპარაკა".

- "არ გამოვიდოდა, ბ-ნო ბიძინა, ეგ უფრო კამანდიროვკას გავს".

- "მიშას კრედიტკარტები უნდა გეხსენებინა, ფარცხალაძეს ექნება სამტკიცები".

- "ხელოვნურად მიჯირყვნა გამოვიდოდა, ბ-ნო ბიძინა".

- "ირაკლი, მე სულ ვამბობდი, შევარდნაძის დრო რომ გაგრძელებულიყო ეკონომიკა უფრო განვითარდებოდა".

- "9-წლიან ნგრევაზე ბევრი ვილაპარაკე, ბ-ნო ბიძინა".

- "საქართველოს პირად მეგობრებზე არაფერი გითქვია"

- "ეგ კარგი ჩაკითხვაა, შემდეგში ჩავეკითხები ბ-ნო ბიძინა".

- "მაგარი იყო, რა კეზერაშვილზე მიწოლა, ეგენი შიგნით ჩაიშლებიან და დაიშლებიან".

- "ხომ გავითვალისწინე ბ-ნო ბიძინა".

- "ირაკლი, იცოდე, მე სულ გიყურებ".

- "მადლობა, ბ-ნო ბიძინა, ბედნიერი ვარ თქვენ რომ მიყურებთ".

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს