მერაბიშვილის ცინიკური თხოვნა სასამართლოს: რისთვის ითხოვს ექსპრემიერი თბილისში ერთი ოთახის გამოყოფას

მერაბიშვილის ცინიკური თხოვნა სასამართლოს: რისთვის ითხოვს ექსპრემიერი თბილისში ერთი ოთახის გამოყოფას

ქუთაისის სასამართლოში სიარული მიჭირს და ვითხოვ, რომ ქუთაისის სასამართლოს ერთი ოთახი იჯარით გადაეცეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

"ნარმანია და ალასანიას თანაპარტიელი აბაშიძე მხარს უჭერენ ტყემალაძის ინიციატივას. მე მიჭირს ქუთაისის სასამართლოში სიარული. იმედია, გაითვალისწინებს სასამართლო და ერთ, თუნდაც პატარა ოთახს იჯარით გასცემს დროებით მაინც. თუ პარლამენტის შენობის გაცემა შეიძლება იჯარით, არც ერთი ოთახი უნდა იყოს პრობლემა",- განაცხადა მერაბიშვილმა.

მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არასერიოზულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მერაბიშვილი. "თქვენ ჩათვალეთ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა არასერიოზულია, ამაში გეთანხმებით", - მიმართა მერაბიშვილმა მისამართლე ხათუნა ხარჩილავას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ