მორწმუნეები და კრიმინალი - არიან თუ არა ეკლესიური ადამიანები ქურდობისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილნი?

მორწმუნეები და კრიმინალი - არიან თუ არა ეკლესიური ადამიანები ქურდობისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილნი?

მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოფიციალური სტატისტიკისა და ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადეს, რომ მორწმუნე ადამიანები, რომლებიც სისტემატურად ესწრებიან ღვთისმსახურებას და დადიან ეკლესიაში, კანონს ძალიან იშვიათად, ან თითქმის არ არღვევენ.

კვლევა სამი კრიტერიუმით: ქურდობა, ნარკოტიკების მოხმარება და მუსიკის უკანონოდ გადმოწერა მიმდინარეობდა. როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, შედეგი იმით აიხსნება, რომ რელიგია ადამიანებს მხოლოდ მორალურ და ქცევით ნორმებზე არ მიუთითებს, ამ ადამიანებს ძირითადად მათივე მსგავსი მსოფლმხედველობის ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა.

პროექტის ფარგლებში 1 200-ზე მეტი მორწმუნე ბრიტანელი შეირჩა. მათი ასაკი 18-დან 34 წლამდე მერყეობდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს