სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რომპეტროლის" გათამაშებაში გამარჯვებულს ავტომობილი ტოიოტა კოროლა გადაეცა
"რომპეტროლის" გათამაშებაში გამარჯვებულს ავტომობილი ტოიოტა კოროლა გადაეცა

"რომ­პეტ­რო­ლის" გა­თა­მა­შე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ იღ­ბლი­ან მომ­ხმა­რე­ბელს - წალ­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხან­დო­ში მცხოვ­რებ, სკო­ლის დი­რექ­ტორს, ოთარ ვა­ნა­ძეს ავ­ტო­მო­ბი­ლი "ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლა" სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა.

ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღე­ბი მას რომ­პეტ­რო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნურ­კენ მურ­ზა­გა­ლი­ევ­მა აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე­ცხრე კი­ლო­მეტრზე მდე­ბა­რე კომ­პა­ნი­ის გა­ნახ­ლე­ბულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე გა­დას­ცა. იქვე ნურ­კენ მურ­ზა­გა­ლი­ევ­მა მე­დი­ის წი­ნა­შე გა­სუ­ლი წლის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა და 2014 წლის სტრა­ტე­გი­ა­ზე ისა­უბ­რა.

"რომ­პეტ­რო­ლის" წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 44 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ქსელ­ში ჩას­ხმულ ყო­ველ 20 ლიტრ საწ­ვავ­ზე გა­თა­მა­შე­ბის 1 ბი­ლეთს იღებ­და. გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 200 000-ზე მეტ­მა ბი­ლეთ­მა მი­ი­ღო. გა­მარ­ჯვე­ბულ ოთარ ვა­ნა­ძეს გა­თა­მა­შე­ბის 14 ბი­ლე­თი ჰქონ­და, რომ­ლი­და­ნაც ერთ-ერთი მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. იღ­ბლი­ან­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, ბი­ლე­თე­ბი რომ­პეტ­რო­ლის ახალ­ცი­ხის და ახალ­ქა­ლა­ქის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე საწ­ვა­ვის შე­ძე­ნი­სას მი­ი­ღო.

"რომ­პეტ­რო­ლი" ხში­რად მარ­თავს სხვა­დას­ხვა წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ აქ­ცი­ებს, ავ­ტო­მო­ბი­ლი კი პირ­ვე­ლად გა­ვა­თა­მა­შეთ, შემ­დგომ­ში ჩვენ კი­დევ გვექ­ნე­ბა მსგავ­სი ტი­პის აქ­ცი­ე­ბი. ვუ­ლო­ცავ ოთარ ვა­ნა­ძეს გა­მარ­ჯვე­ბას და ვუ­სურ­ვებ ბედ­ნი­ერ მგზავ­რო­ბას. რომ­პეტ­რო­ლის ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს კი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად მო­მა­ვალ­შიც ვპირ­დე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს", - აცხა­დებს ნურ­კენ მურ­ზა­გა­ლი­ე­ვი.

"აქამ­დე არა­ფე­რი მო­მი­გია და არც მჯე­რო­და, რომ მო­გე­ბა სა­ერ­თოდ არ­სე­ბობ­და. საწ­ვავს ძი­რი­თა­დად "რომ­პეტ­როლ­ში" ვას­ხამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კომ­პა­ნი­ის ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი ჩვე­ნი სოფ­ლი­დან 100 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზეა. Efix-ის საწ­ვა­ვი სა­უ­კე­თე­სოა. თბი­ლი­სი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი, უკვე სო­ფელ­ში ავ­დი­ო­დი რო­დე­საც და­მი­რე­კეს. აღარ ვი­ცო­დი რა მექ­ნა, სხვის სახ­ლში შე­ვე­დი და ვთხო­ვე თე­ლე­ვი­ზო­რი ჩა­ერ­თოთ. ისე გა­ვოგნ­დი ხმას ვე­ღარ ვი­ღებ­დი. დიდი მად­ლო­ბა ამ შე­სა­ნიშ­ნავ კომ­პა­ნი­ას, რომ ამ სა­ოც­ნე­ბო ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­პატ­რო­ნე გამ­ხა­და", - გა­ნა­ცხა­და ოთარ ვა­ნა­ძემ.

კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის შე­ფა­სე­ბით, გა­სუ­ლი წელი რომ­პეტ­რო­ლის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო - ბა­ზარ­ზე საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "რომ­პეტ­რო­ლის" წლი­უ­რი გა­ყიდ­ვე­ბი 2013 წელს 8%-ით გა­ი­ზარ­და. რომ­პეტ­რო­ლის მიერ ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­რი­ცხულ­მა თან­ხამ 83 520 463 ლარი შე­ად­გი­ნა. ასე­ვე გა­სულ წელს კომ­პა­ნი­ამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნა და ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გა ახა­ლი პრო­დუქ­ტი "Efix S ევრო 98", რო­მე­ლიც სუ­პე­რის ტი­პის საწ­ვავს წარ­მო­ად­გენს და მისი გა­ყიდ­ვე­ბიც 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 30%-ით გა­ი­ზარ­და.

"2013 წელს ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს ვა­მა­რა­გებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სენ­სი­ტი­უ­რი პრო­დუქ­ტით Euro Regular-ით და წარ­მა­ტე­ბით შე­ვას­რუ­ლეთ ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ასე­ვე საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და კორ­პო­რა­ტი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. კომ­პა­ნი­ამ გა­სულ წელს 7 ახა­ლი სად­გუ­რი გახ­სნა, ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 10 სად­გურ­ზე და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 130 ადა­მი­ა­ნით გა­ზარ­და. ამ­ჟა­მად "რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს" ქსე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 72 ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურს აერ­თი­ა­ნებს", - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ჭი­ჭი­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, მიმ­დი­ნა­რე წელს კომ­პა­ნია კვლავ აპი­რებს სტა­ბი­ლუ­რად და წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას, ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას და სად­გუ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას. "2014 წლის სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში თხუთ­მე­ტამ­დე ახა­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის გახ­სნას ვა­პი­რებთ, მათ შო­რის ერთ-ერთი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, და­ნარ­ჩე­ნი კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში გან­თავ­სდე­ბა. სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დე­ბა ასე­ვე სად­გუ­რე­ბის რებ­რენ­დინ­გში. ასე­ვე, ჩვე­ნი კომ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ზე­ლით მო­ა­მა­რა­გებს. რაც მთა­ვა­რია, მომ­ხმა­რე­ბელს საწ­ვავ­ზე დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სებს ვპირ­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნურ­კენ მურ­ზა­გა­ლი­ევ­მა.

ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნია "რომ­პეტ­რო­ლი" სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ევრო სტან­დარ­ტის საწ­ვა­ვის უმ­სხვი­ლეს მომ­წო­დე­ბელს წარ­მო­ად­გენს. "რომ­პეტ­როლ ჯგუ­ფის" მთა­ვა­რი ოფი­სი ამ­სტერ­დამ­ში მდე­ბა­რე­ობს და ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში 50-მდე კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს. ამ­ჟა­მად "რომ­პეტ­რო­ლი" სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 5 ტი­პის საწ­ვავს ყი­დის. სამი ტი­პის ბენ­ზინს - Euro Regular, Efix Euro Premium, Efix S და ორი სა­ხე­ო­ბის დი­ზელს - Efix Euro Diesel და Euro Diesel.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"რომპეტროლის" გათამაშებაში გამარჯვებულს ავტომობილი ტოიოტა კოროლა გადაეცა

"რომპეტროლის" გათამაშებაში გამარჯვებულს ავტომობილი ტოიოტა კოროლა გადაეცა

"რომპეტროლის" გათამაშებაში გამარჯვებულ იღბლიან მომხმარებელს - წალკის რაიონის სოფელ ხანდოში მცხოვრებ, სკოლის დირექტორს, ოთარ ვანაძეს ავტომობილი "ტოიოტა კოროლა" საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ავტომობილის გასაღები მას რომპეტროლის გენერალურმა დირექტორმა ნურკენ მურზაგალიევმა აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე მდებარე კომპანიის განახლებულ ავტოგასამართ სადგურზე გადასცა. იქვე ნურკენ მურზაგალიევმა მედიის წინაშე გასული წლის შედეგები შეაჯამა და 2014 წლის სტრატეგიაზე ისაუბრა.

"რომპეტროლის" წამახალისებელი აქცია საქართველოს მასშტაბით 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებელი კომპანიის ქსელში ჩასხმულ ყოველ 20 ლიტრ საწვავზე გათამაშების 1 ბილეთს იღებდა. გათამაშებაში მონაწილეობა 200 000-ზე მეტმა ბილეთმა მიიღო. გამარჯვებულ ოთარ ვანაძეს გათამაშების 14 ბილეთი ჰქონდა, რომლიდანაც ერთ-ერთი მომგებიანი აღმოჩნდა. იღბლიანმა მომხმარებელმა, ბილეთები რომპეტროლის ახალციხის და ახალქალაქის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შეძენისას მიიღო.

"რომპეტროლი" ხშირად მართავს სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს, ავტომობილი კი პირველად გავათამაშეთ, შემდგომში ჩვენ კიდევ გვექნება მსგავსი ტიპის აქციები. ვულოცავ ოთარ ვანაძეს გამარჯვებას და ვუსურვებ ბედნიერ მგზავრობას. რომპეტროლის ერთგულ მომხმარებლებს კი მაღალი ხარისხის საწვავის მიწოდებასთან ერთად მომავალშიც ვპირდებით საინტერესო პროექტებს", - აცხადებს ნურკენ მურზაგალიევი.

"აქამდე არაფერი მომიგია და არც მჯეროდა, რომ მოგება საერთოდ არსებობდა. საწვავს ძირითადად "რომპეტროლში" ვასხამ მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის ავტოგასამართი სადგური ჩვენი სოფლიდან 100 კილომეტრის მანძილზეა. Efix-ის საწვავი საუკეთესოა. თბილისიდან ვბრუნდებოდი, უკვე სოფელში ავდიოდი როდესაც დამირეკეს. აღარ ვიცოდი რა მექნა, სხვის სახლში შევედი და ვთხოვე თელევიზორი ჩაერთოთ. ისე გავოგნდი ხმას ვეღარ ვიღებდი. დიდი მადლობა ამ შესანიშნავ კომპანიას, რომ ამ საოცნებო ავტომობილის მეპატრონე გამხადა", - განაცხადა ოთარ ვანაძემ.

კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, გასული წელი რომპეტროლისთვის წარმატებული იყო - ბაზარზე საწვავის მოხმარების შემცირების მიუხედავად, "რომპეტროლის" წლიური გაყიდვები 2013 წელს 8%-ით გაიზარდა. რომპეტროლის მიერ ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 83 520 463 ლარი შეადგინა. ასევე გასულ წელს კომპანიამ, საქართველოში შემოიტანა და ბაზარზე წარმატებით დანერგა ახალი პროდუქტი "Efix S ევრო 98", რომელიც სუპერის ტიპის საწვავს წარმოადგენს და მისი გაყიდვებიც 2012 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

"2013 წელს ჩვენ სახელმწიფოს ვამარაგებდით საქართველოს ბაზარზე ყველაზე პოპულარული და სენსიტიური პროდუქტით Euro Regular-ით და წარმატებით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება. ასევე საგრძნობლად გაიზარდა კორპორატიული კლიენტების რაოდენობაც. კომპანიამ გასულ წელს 7 ახალი სადგური გახსნა, ავტომატიზაცია განახორციელა 10 სადგურზე და თანამშრომლების რაოდენობა 130 ადამიანით გაზარდა. ამჟამად "რომპეტროლ საქართველოს" ქსელი ქვეყნის მასშტაბით 72 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს", - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თენგიზ ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წელს კომპანია კვლავ აპირებს სტაბილურად და წარმატებით განვითარებას, ქსელის გაფართოებას და სადგურების განახლებას. "2014 წლის სტრატეგიის ფარგლებში თხუთმეტამდე ახალი ავტოგასამართი სადგურის გახსნას ვაპირებთ, მათ შორის ერთ-ერთი თბილისის ცენტრში, დანარჩენი კი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში განთავსდება. სოლიდური ინვესტიცია ჩაიდება ასევე სადგურების რებრენდინგში. ასევე, ჩვენი კომპანია სახელმწიფო უწყებებს მთელი წლის განმავლობაში დიზელით მოამარაგებს. რაც მთავარია, მომხმარებელს საწვავზე დემოკრატიულ ფასებს ვპირდებით", - განაცხადა ნურკენ მურზაგალიევმა.

ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. "რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოში 50-მდე კომპანიას აერთიანებს. ამჟამად "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე 5 ტიპის საწვავს ყიდის. სამი ტიპის ბენზინს - Euro Regular, Efix Euro Premium, Efix S და ორი სახეობის დიზელს - Efix Euro Diesel და Euro Diesel.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი