სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჟირინოვსკი საკუთარი პარტიის წევრებს კვარტალში მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის უფლებას აძლევს
ჟირინოვსკი საკუთარი პარტიის წევრებს კვარტალში მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის უფლებას აძლევს

რუ­სე­თის ლი­ბე­რალ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკიმ პარ­ტი­ის წევ­რებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ტი­ვე­ბი და­უ­წე­სა. რო­გორც РИА Новости წერს, ჟი­რი­ნოვ­სკიმ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს მოს­თხო­ვა, სექ­სით კვარ­ტალ­ში მხო­ლოდ ერთხელ და­კავ­დნენ.

"პორ­ნოგ­რა­ფი­ის გავ­ლე­ნით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას უყა­ლიბ­დე­ბა ნორ­მა: რაც მეტი, მით უკე­თე­სი. არა­და, რაც ნაკ­ლე­ბია, მით უფრო კარ­გია. და მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ორ­მხრი­ვი სიმ­პა­თია არ­სე­ბობს. სტან­დარ­ტი: კვარ­ტალ­ში ერთხე­ლაა - წე­ლი­წად­ში 3-4 -ჯერ საკ­მა­რი­სია",- გა­ნა­ცხა­და ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა.

ჟი­რი­ნოვ­სკის აზ­რით, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი ჭარ­ბი სექ­სის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ალ­კოჰოლ­ზე, თამ­ბა­ქო­სა და ხორ­ცის ჭა­მა­ზე უა­რის თქმა.

2008 წელს კომ­პა­ნია Durex-ის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, რუ­სე­თი შე­დის მსხვი­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­მე­ულ­ში, რომ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­საც სექ­სი ყვე­ლა­ზე ხში­რად აქვთ: სა­შუ­ა­ლოდ წე­ლი­წად­ში 143-ჯერ. რუ­სე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ნი­მუმ კვი­რა­ში ერთხელ აქვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია РИА Новости-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჟირინოვსკი საკუთარი პარტიის წევრებს კვარტალში მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის უფლებას აძლევს

ჟირინოვსკი საკუთარი პარტიის წევრებს კვარტალში მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის უფლებას აძლევს

რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პარტიის წევრებს სექსუალური ცხოვრების ნორმატივები დაუწესა. როგორც РИА Новости წერს, ჟირინოვსკიმ თანაპარტიელებს მოსთხოვა, სექსით კვარტალში მხოლოდ ერთხელ დაკავდნენ.

"პორნოგრაფიის გავლენით ახალგაზრდა თაობას უყალიბდება ნორმა: რაც მეტი, მით უკეთესი. არადა, რაც ნაკლებია, მით უფრო კარგია. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ორმხრივი სიმპათია არსებობს. სტანდარტი: კვარტალში ერთხელაა - წელიწადში 3-4 -ჯერ საკმარისია",- განაცხადა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.

ჟირინოვსკის აზრით, ცხოვრების ჯანსაღი წესი ჭარბი სექსისგან თავშეკავებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, პოლიტიკოსის თქმით, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ხორცის ჭამაზე უარის თქმა.

2008 წელს კომპანია Durex-ის ჩატარებული კვლევის შედეგებით, რუსეთი შედის მსხვილი ქვეყნების სამეულში, რომლის მაცხოვრებლებსაც სექსი ყველაზე ხშირად აქვთ: საშუალოდ წელიწადში 143-ჯერ. რუსების დაახლოებით 80%-ს სექსუალური ურთიერთობა მინიმუმ კვირაში ერთხელ აქვს.

მომზადებულია РИА Новости-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს