რა ერქმევა ტარანტინოს ახალ ფილმს?

რა ერქმევა ტარანტინოს ახალ ფილმს?

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს "საზიზღარი რვიანი" (The Hateful Eight) ერქმევა. ამის შესახებ Deadline საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სავარაუდოდ, ფილმის სათაური წარმოადგენს მინიშნებას ჯონ სტარჯესის 1960 წელს გადაღებულ ვესტერნზე "შესანიშნავი შვიდეული" (The Magnificent Seven).

გამოცემა აღნიშნავს, რომ კინორეჟისორმა ახალი ფილმის სცენარზე მუშაობა დაასრულა და ამჟამად აპირებს ის რამდენიმე მსახიობს აჩვენოს. როგორც გამოცემა წერს, რეჟისორმა მთავარი როლის შემსრულებელი ორი სავარაუდო მსახიობი უკვე შეარჩია - კრისტოფ ვალცი და ბრიუს დერნი. ვალცი მონაწილეობდა ტარანტინოს ორ ფილმში "უსახელო ნაბიჭვრები" და "გათავისუფლებული ჯანგო". ორივე ნამუშევრისთვის ვალცმა "ოსკარი" მიიღო  "მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის".

ცოტა ხნის წინ ტარანტინომ განაცხადა, რომ მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებდა. ტარანტინომ ამის შესახებ ჯეი ლენოსთან ტელეპროგრამა The Tonight Show-ში განაცხადა.

ტარანტინომ აღნიშნა, რომ მისი მორიგი ფილმი "გათავისუფლებული ჯანგოს" მსგავსად, ვესტერნი იქნება. თუმცა, რეჟისორმა დააკონკრეტა, რომ  პროექტი "ჯანგოს" გაგრძელება არ არის.  

"ჯანგოს დიდი სიამოვნებით ვიღებდი და ვესტერნები ძალიან მიყვარს. ამიტომ, რაც გავერკვიე როგორ გადავიღო ვესტერნი, გადავწყვიტე: ok, ახლა, როდესაც ვიცი, რასაც ვაკეთებ, ღირს კიდევ ერთი გადავიღო", - განაცხადა მაშინ ტარანტინომ.

იხილეთ ასევე:  ტარანტინო მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებს

მომზადებულია Deadline-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება