"ჩე­მი პო­ნი მე­ლა­პა­რა­კე­ბა და მე­ფე­რე­ბა" - ახალგაზრდა ქიზიყელი, რომელმაც თბილისელ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზა

"ჩე­მი პო­ნი მე­ლა­პა­რა­კე­ბა და მე­ფე­რე­ბა" - ახალგაზრდა ქიზიყელი, რომელმაც თბილისელ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზა

თბი­ლი­სელ ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ პო­ნის­თან სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა და ქა­ლაქ­ში გა­ი­სე­ირ­ნე­ბა. პო­ნი კას­პი­დან თბი­ლის­ში ქი­ზი­ყელ­მა აკა­კი ხა­რა­ზიშ­ვილ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

- ახალ­გაზ­რდა ქი­ზი­ყე­ლი კა­ცი ვარ, არ­სად ვმუ­შა­ობ, არც ვსწავ­ლობ, ხან­და­ხან ვწვა­ლობ სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ზე. პირ­ვე­ლად ყვა­რელ­ში ვნა­ხე, ბავ­შვებს ცხე­ნით რომ ასე­ირ­ნებ­დნენ და გა­დავ­წყვი­ტე, მეც და­მეწყო ეს ბიზ­ნე­სი. რამ­დე­ნი­მე დღე­ა, რაც სა­კუ­თა­რი პო­ნით ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ საქ­მით. ნორ­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს.

- სა­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნე პო­ნი და რა ჰქვია შენს ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარს?

- სა­ხე­ლი ჯერ არ შე­მირ­ჩე­ვი­ა, ბავ­შვე­ბი მო­დი­ან და პონის ეძა­ხი­ან, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს სა­ხე­ლი შერ­ჩე­ბა. ახ­ლა ლოტ­კინ­ზე ვცხოვ­რობ ჩე­მს ოთხ­ფე­ხა მე­გობ­ართან ერთად, სა­ნამ მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა, დავ­რჩე­ბი თბი­ლის­ში, მე­რე ისევ კას­პში ჩა­ვიყ­ვან. თავ­და­პირ­ვე­ლად ლოტ­კინ­ზე პო­ნით რომ და­მი­ნა­ხეს, გა­გიჟ­და ხალ­ხი, გა­მოც­ვივ­დნენ ბავ­შვე­ბი, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ახ­ლა ეფე­რე­ბი­ან.

- უსაფ­რთხოა პა­ტა­რე­ბის­თვის პო­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- მშვი­დი და თვი­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლი­ა. კარ­გად გაწვ­რთნი­ლი მყავს და ბავ­შვებს უსაფ­რთხოდ ასე­ირ­ნებს რუს­თა­ველ­ზე. ცხე­ნიც მყავს ქი­ზიყ­ში, რო­მე­ლიც 7 წლის არის, მაგ­რამ არ მე­კა­რე­ბა. ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი­ა, გა­უ­ხედ­ნა­ვი. მხო­ლოდ ჩემს ძმას უჯე­რებს, რადგან პა­ტა­რა­ო­ბი­დან სა­კუ­თა­რი ხე­ლით აჭ­მევ­და. მინ­დო­და, ის ჩა­მო­მეყ­ვა­ნა ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ბავ­შვებს და­ამ­ტვრევ­და. ამი­ტო­მაც ეს ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, თან, ჩემ გარ­და პო­ნი არა­ვის ჰყავს თბი­ლის­ში.

- რა ღირს პო­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- 3 ლა­რი ღირს, თუ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა უნ­დათ - და­მა­ტე­ბით 2 ლა­რის გა­დახ­დაა სა­ჭი­რო. ბევრს არა აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დოს, რო­ცა ვხე­დავ, პა­ტა­რებს გა­სე­ირ­ნე­ბა და სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა სურთ, უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბი და უფა­სო­დაც ვა­სე­ირ­ნებ პო­ნით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ, პო­ნის და­ნახ­ვა­ზე გა­გიჟ­დნენ, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, რა სინ­დი­სით უნ­და გა­მო­მერ­თმია მათ­თვის ფუ­ლი? ამი­ტომ უფა­სოდ გა­და­ვუ­ღეთ სუ­რა­თე­ბი. ჩე­მი პო­ნი ახ­ლა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი­ა, თო­რემ ნა­ხავ­დით, რო­გორ მცნობს და მე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კუ­თა­რი ენით. ამ­დე­ნი ხალ­ხი და­დის რუს­თა­ველ­ზე, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის მცნობს: და­მი­ნა­ხავს თუ არა, ჭიხ­ვი­ნით მო­დის ჩემ­თან და მე­ფე­რე­ბა.

- რა­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ პო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, ბავ­შვე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბის გარ­და?

- ცხო­ველს და­ბა­დე­ბი­დან­ვე უნ­და მო­უ­ა­რო და მი­აჩ­ვიო შენს ზნე­ზე აღ­ზრდას. რო­გორც ადა­მი­ანს, მა­საც მო­ფე­რე­ბა და ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა. თუ არ გიყ­ვარს ცხო­ვე­ლი, ოჯახ­ში არ უნ­და მო­იყ­ვა­ნო. რო­გორც პა­ტა­რა ბავშვს, ისე უნ­და მო­ექ­ცე, არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან­ვე შე­ა­ბა სა­ზი­და­რი და ტვირ­თი აზიდ­ვი­ნო. პირ­ვე­ლი სა­მი კვი­რა ახალ­და­ბა­დე­ბულ პო­ნის ჯან­ზე მო­სას­ვლე­ლად სჭირ­დე­ბა, ამის მე­რე უნ­და შე­აჩ­ვიო ის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ასე­ირ­ნო მინ­დორ­ში და თან­და­თან გა­ხედ­ნო. ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რო­ცა კას­პე­ლე­ბის­გან შე­ვი­ძი­ნე.

- რამ­დე­ნად იყი­დე?

- 700 ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე ამ პო­ნი­ში. ად­რე მარ­ნე­ულ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც ცხე­ნი მჭირ­დე­ბო­და გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, 400 ლა­რად შე­ვი­ძი­ნე კარ­გი ცხე­ნი, დიდ­ხანს მემ­სა­ხუ­რა და მე­რე 100 ლა­რად გავ­ყი­დე. ყვე­ლა­ნა­ირ ფა­სად შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნის ან პო­ნის შე­ძე­ნა, ჯიშს და ზნეს გა­აჩ­ნი­ა.

- პო­ნის მოვ­ლაც ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა?

- კი, ნამ­დვი­ლად ძვი­რი­ა. დღე­ში, სულ ცო­ტა, 10 ლა­რის ქე­რი და თი­ვა სჭირ­დე­ბა. თუ გინ­და ისე­თი ცხო­ვე­ლი გყავ­დეს, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლად გემ­სა­ხუ­რე­ბა, უნ­და შეძ­ლო ყო­ველ­თვი­უ­რად მის საკ­ვებ­ში 300-350 ლა­რის გა­დახ­და.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს