საფრანგეთის პირველი ლედი პრეზიდენტის საყვარელზე ჭორების გავრცელების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა

საფრანგეთის პირველი ლედი პრეზიდენტის საყვარელზე ჭორების გავრცელების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა

საფრანგეთის პირველი ლედი ვალერი ტრიერვეილერი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფრანგულმა მედიამ მომხდარი პრეზიდენტის რომანის შესახებ გავრცელებულ ჭორებს დაუკავშირა. ტაბლოიდმა Closer-მა 8 იანვარს დაწერა, რომ ფრანსუა ოლანდს მსახიობ ჟული გაიესთან  რომანი ჰქონდა.

გამოცემა Le Parisien ირწმუნება, რომ ტრიერვეილერი საავადმყოფოში 9 იანვარს გადაიყვანეს, ანუ მეორე დღეს, მას შემდეგ რაც სკანდალური პუბლიკაცია დაიბეჭდა.

გაზეთი წერს, რომ "პუბლიკაციამ პირველი ლედი შეძრა". BBC მიუთითებს, რომ პრესისთვის გაკეთებულ საკუთარ განცხადებაში ოლანდმა ტაბლოიდის პუბლიკაციას "პირად ცხოვრებაში ჩარევა" უწოდა, სასამართლოთი დაიმუქრა, მაგრამ მასში გამოქვეყნებული ინფორმაცია პირდაპირ არ უარუყვია.

გამოცემამ საკუთარი საიტიდან სკანდალური სტატია ჟული გაიეს ადვოკატის მოთხოვნით ამოიღო.

-Closer-მა საკუთარ გვერდზე ფოტოების სერია განათავსა, რომელიც ელისეს სასახლის შორიახლოს მსახიობის დროებით აპარტამენტებთან იყო გადაღებული. რამდენიმე ფოტოზე საფრანგეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი მცველი და მოტოციკლის ჩაფხუტიანი უცნობი მამაკაცია აღბეჭდილი, რომელშიც ჟურნალმა ფრანსუა ოლანდი "ამოიცნო".

პრეზიდენტის მეუღლეს დასვენება გამუწერეს. მას უახლოეს დღეებში გამოწერენ.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა