ელიზე წიგნაძე მამის ხათრით თამამ ფოტოებს არ იღებს

ელიზე წიგნაძე მამის ხათრით თამამ ფოტოებს არ იღებს

18 წლის ელიზე წიგნაძე სამოდელო სააგენტო "ელ სთაილის“ მოდელია. ის კონკურს "ტოპფეისზე“ აღმოვაჩინეთ. ეს გოგონა მართლაც გამოირჩეოდა მოდელებს შორის სიარულის მანერითა და აღნაგობით. ჩვენ ის ზემოაღნიშნულ კონკურსზე "რეიტინგის“ ფავორიტად დავასახელეთ და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ელიზე წიგნაძე "მის კახეთი 2010“-იც გახლავთ. მოდელი ნაახალწლევს რედაქციაში გვესტუმრა და ჩვენს კითხვებს უპასუხა.

- ელიზე, რამდენი ხანია, სამოდელო სფეროთი დაინტერესდი?

- 13 წლიდან. კახეთში კასტინგი ჩატარდა და პირველად იქ ვცადე ბედი. მამა მყავს კახელი, დედა - რუსი. სხვათა შორის, მამამ დედა მოიტაცა. მამაჩემი ძალიან სიმპათიურია, დედასაც მალე შეაყვარა თავი თურმე. მამა ახლაც უყვარდებათ ქალებს (იცინის).

- დედმამიშვილები გყავს?

- არა, დედისერთა ვარ და არც ისე ცუდია მარტოობა. თავზე მევლებიან. ზედმეტად რომ მიფრთხილდებიან, ეს ცოტა არასასიამოვნოა.

- მოდელობა რომ გადაწყვიტე, როგორ შეხვდნენ მშობლები?

- ეს დედას სურვილი იყო და მან დაიყოლია მამა. მიუხედავად იმისა, რომ მამა ტრადიციული ქართველია, ჩემი წარმატება ახარებს. ზედმეტად თამამი ფოტოები არ მოსწონს და ასეთი ფოტოები არც მაქვს. არ მოსწონს, როცა გვიან მივდივარ სახლში, მაგრამ როცა გვიან იმართება ჩვენება, ამას გაგებით ეკიდება.

- შენს თაყვანისმცემლებზე როგორ რეაგირებს?

- ძალიან ცუდად და შესაბამისად, მეც ცუდი რეაქცია მაქვს ამაზე. ერთადერთი შვილი ვყავარ და მესმის მისი, რომ ზედმეტად მაკონტროლებს, ვისთან მაქვს ურთიერთობა. შეყვარებული არ მყავს. არც არასდროს მყოლია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება