რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში ნინო შავგულიძეს

რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში ნინო შავგულიძეს

მსახიობი ნინო შავგულიძე სერიალში "ჩვენი ამბავი" ეჭვიანი თამუნას როლს თამაშობს. თურმე ნინოს ეს თვისება რეალურადაც ჰქონია, თუმცა, თამუნასგან განსხვავებით, ეჭვიანობას არ გამოხატავს და როგორც თავად ამბობს, ამით საკუთარ თავს ანგრევს. ნინო ძალიან ხალისიანი და ენერგიული ადამიანია, მაგრამ როდესაც შეყვარებულია, ხასიათი ეცვლება...

- თეატრალური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოვხვდი და დღემდე იქ ვმუშაობ. პარალელურად, ერთ-ერთ რადიოსადგურში მუსიკალურ გადაცემას ვუძღვები, ასევე ვმოღვაწეობ მედიათეკა-ში, შაბათ-კვირას ბავშვებისთვის ვკითხულობდი ზღაპრებს, წიგნებს და გადაცემაც მიმყავდა მუსიკალურ არხზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სერიალში დავკავდი, დრო აღარ მრჩებოდა და რამდენიმე სამსახურს ჩამოვშორდი. თუმცა არა თეატრს და რადიოს, რადგან ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

- ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება გქონიათ..

- კი, ზედმეტად დატვირთულიც კი, მაგრამ ამის გამო არასდროს ვწუწუნებ, არ ვამბობ, დავიღალე-მეთქი, რადგან ცხოვრებაში ძალიან აქტიური ვარ და საქმე რომ არ მაქვს, იმ პერიოდში საშინლად დეპრესიული ვხდები, ამიტომ მირჩევნია, მქონდეს ბევრი საქმე, ვიყო დაღლილი და რიტმი არ დავაგდო.

- რაც შეეხება სერიალს, რომელმაც შეიწირა თქვენი რამდენიმე სამსახური, გვითხარით, როგორ შეგარჩიეს ამ როლზე?

- სიმართლე გითხრათ, სერიალში მოხვედრა ძალიან მინდოდა, ყოველთვის მქონდა "ღამის შოუს სტუდიასთან" მუშაობის სურვილი, რადგან იქ მართლა ოჯახური სიტუაცია და კარგი კოლექტივია. როდესაც ცვლილებები ხდებოდა, ყოველთვის მეძახდნენ კასტინგზე, გავდიოდი ყველა ეტაპს, პილოტის ჩაწერაზეც კი ვყოფილვარ, მაგრამ საბოლოოდ არ მიყვანდნენ, რადგან ან მე ვერ ვერგებოდი როლს, ან რაღაც არ გამოდიოდა ისე, როგორც მინდოდა და ვერ ვრჩებოდი მათთან ერთად. ბოლოს კი ზაფხულში დამიკავშირდნენ, გავიარე კასტინგი და როგორც იქნა, მოვირგე როლი. არადა, ერთ-ერთი პროდიუსერი მეუბნებოდა, იმდენჯერ იყავი კასტინგზე და არ აგიყვანეთ, რომ უკვე მრცხვენოდა შენთან დაკავშირების, მაგრამ ბოლოს მაინც დაგირეკეთო და როგორც ხედავთ, წარმატებული აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჩემს გმირს და მასთან მსგავსებას, უნდა გითხრათ, რომ თამუნასავით ეჭვიანი ვარ, გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე ეს ჩემს თავს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩემი გმირი გამოხატავს ეჭვიანობას, მე კი არა, ყოველთვის ვმალავ ამ ჩემს გულისტკივილს, კიდევ ის გვაქვს საერთო, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ახალი წელი.

- ეჭვიანი ხართ პირად ურთიერთობაში თუ ზოგადად ყველასთან მიმარ-თებით?

- მეგობრების მიმართ არა, პირად ურთიერთობაში და, რა თქმა უნდა, ეს ხელს მიშლის. ჩემი ურთიერთობები ამას არასდროს დაუნგრევია, მაგრამ შინაგანად ჩემს თავს ვანგრევ, რის გამოც ბევრ პრობლემას ვაწყდები, მერე ეს პატარ-პატარა პრობლემები და წვრილმანები ერთმანეთს ემატება და ბოლოს მაინც ყველაფერი ინგრევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩემი მძიმე ხასიათი იყოს ურთიერთობის დანგრევის მიზეზი.

- ე.ი. სიყვარული გამოგიცდიათ, ნინო შეყვარებული ყოფილა..

- კი, ვყოფილვარ და მიყვარს, როცა შეყვარებული ვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება