ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონა მეგობრის გადარჩენას ცდილობს

ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონა მეგობრის გადარჩენას ცდილობს

ეს გულისამაჩუყებელი ისტორია ლონდონში მცხოვრებ ბრიტანელ გოგონებს, 4 წლის კეისი ბურკსა და 5 წლის მატილდა დუნკანს შეემთხვათ.

ორივე ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, მაგრამ მატილდა მკურნალობის შემთხვევაში, ფეხზე გავლას შეძლებს. თუმცა, კეისთან დაკავშირებით ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მაგრამ კეისიმ საუკეთესო მეგობრის დახმარება გადაწყვიტა და ყველას სთხოვს, რომ სპეციალურ ფონდში მატილდას მკურნალობისთვის ფული გადარიცხონ.

გოგონებმა ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს და უახლოესი მეგობრები გახდნენ. კეისის მეგობრისადმი სიყვარულს დედამისი ძალიან აფასებს და ქალიშვილს ეხმარება.

"მატილდა მხოლოდ 5 წლისაა და ყულაბაში ბევრი ფული არ აქვს. გთხოვთ, მცირეოდენით დამეხმარეთ, მინდა ჩემი მეგობარი კარგად იყოს", - ამბობს გოგონა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს