სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სასწრაფო დახმარება" და ექიმების თავს გადახდენილი კურიოზები
"სასწრაფო დახმარება" და ექიმების თავს გადახდენილი კურიოზები

"სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ბრი­გა­დას ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე უწევს გას­ვლა და ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი უც­ნა­უ­რი ამ­ბის შემ­სწრე­ნიც გამ­ხდა­რან. ზოგ­ჯერ პა­ცი­ენ­ტი მათ "ნერ­ვებს" გა­მოც­დას უწყობს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ექი­მე­ბი ასეთ ამ­ბებ­საც ხა­ლი­სით იხ­სე­ნე­ბენ.

"მგო­ნი ცო­ცხა­ლია, ექი­მო"

მაკა ექი­მი:

- შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. მო­ქა­ლა­ქე კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის მის­ვლას ითხოვ­და. მი­სა­მარ­თი მეც­ნო: 4 დღით ადრე სწო­რედ ჩვენს ბრი­გა­დას მო­უხ­და იქ გას­ვლა და გვა­მი და­ვა­ფიქ­სი­რეთ. პა­რას­კე­ვი დღეა და მივ­დი­ვართ იმა­ვე ოჯახ­ში. დი­ა­სახ­ლი­სი გვე­უბ­ნე­ბა:

- ექი­მო, შე­ხე­დეთ, მიც­ვა­ლე­ბულს ტუ­ჩე­ბი ვარ­დის­ფე­რი აქვს და მგო­ნი, ცო­ცხა­ლია. ვიდ­რე სის­ხლის ანა­ლიზს არ აუ­ღებთ, კარ­დი­ოგ­რა­მას არ გა­და­უ­ღებთ, ვერ და­ვა­საფ­ლა­ვებთ!

- რას ამ­ბობთ, ქალ­ბა­ტო­ნო, გარ­დაც­ვლი­ლია! - ვპა­სუ­ხობ სა­კუ­თარ სი­ტყვებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი.

- შაქ­რის ანა­ლი­ზი მა­ინც აუღე. შე­ხედე, ტუჩი ვარ­დის­ფე­რი აქვს, - არ ის­ვე­ნებს დი­ა­სახ­ლი­სი.

ქალს კარ­გა ხანს ვარ­წმუ­ნებ­დით, რომ გარ­დაც­ვლილს კარ­დი­ოგ­რა­მას ვერ გა­და­ვუ­ღებ­დით და ბო­ლოს, რო­გორც იქნა, ამა­ში და­ვარ­წმუ­ნეთ. მა­მა­კა­ცი მე­ო­რე დღეს დაკ­რძა­ლეს.

"ბავ­შვი და­მიმ­შვი­დეთ..."

- ერთ-ერთ მი­სა­მარ­თზე მი­სულ ექი­მებს 8 წლის პა­ცი­ენ­ტი დახ­ვდათ. ექი­მი მშო­ბელს ეკი­თხე­ბა:

- ქალ­ბა­ტო­ნო, რა ჩი­ვი­ლე­ბი აქვს ბავ­შვს?

- ბავ­შვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. მი­ვა­ლა­გე სახ­ლი, და­ვა­ლა­გე სა­წო­ლი, ეს კი ოთახ­ში შე­მო­ვარ­და, ყვე­ლა­ფე­რი აწე­წა, ისევ არივ­და­რია. აქვს პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა იმი­ტომ, რომ უნდა "აი­ფონ 5".

- მერე მე რა ვქნა? "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა" რა­ტომ გა­მო­ი­ძა­ხეთ?

- ბავ­შვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და დაამ­შვი­დეთ.

გაბ­რა­ზე­ბულ­მა ექი­მებ­მა ქალს გა­ნუ­მარ­ტეს, რომ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას" მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­მარ­თოს და იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვეს.

ფეხ­მო­ტე­ხი­ლი საყ­ვა­რე­ლი

- თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს. მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა იყო. თოვ­და. მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მი­სუ­ლებს საც­ვლე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი სა­დარ­ბა­ზოს­თან დახ­ვდ­ათ. ფეხ­მო­ტე­ხი­ლი ძირს ეგდო და სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ხალ­ხი გარს ეხ­ვია და იმის გარ­კვე­ვას ცდი­ლობ­დნენ, ვინ იყო, რა­ტომ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა?.. მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბო­ლოს გა­ირ­კვა, რომ ბიჭი საყ­ვა­რელ­თან იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ოჯა­ხის უფ­რო­სი დაბ­რუნ­და და შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სი­ცი­ვე­ში აი­ვან­ზე გა­სუ­ლი­ყო. თურ­მე, მე­ზობ­ლის აი­ვან­ზე გა­დას­ვლა სცა­და, ამ დროს ფეხი და­უც­და და მე­ო­თხე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ კარ­გა ხანს კი მკურ­ნა­ლობ­და.

"სიზ­მარ­ში ძაღ­ლმა მი­კ­ბი­ნა..."

ინგა ექი­მი:

- ადა­მი­ანს ძაღ­ლმა უკბი­ნა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. ექი­მებს ქალი სა­წოლ­ში დაგ­ვხვდა.

- აბა, გვიჩ­ვე­ნეთ, სად გი­კ­ბი­ნათ ძაღ­ლმა? - ვე­კი­თხე­ბით პა­ცი­ენტს.

- იცით, ექი­მო, მე­ძი­ნა და... მოდი, სა­ბა­ნი გა­დამ­ხა­დეთ, კარ­გად და­მით­ვა­ლი­ე­რეთ ფე­ხე­ბი, მგო­ნი სიზ­მარ­ში მი­კ­ბი­ნა ძაღ­ლმა. ჰოდა, რო­გორც კი თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, თქვენ და­გი­რე­კეთ.

გა­ოგ­ნე­ბულ­მა ექი­მებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ და იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვეთ.

უც­ნა­უ­რი გა­მო­ძა­ხე­ბა

- მი­სა­მარ­თზე მი­სუ­ლებს ატი­რე­ბული ბავ­შვი დაგ­ვხვდა. დე­დას ვე­კი­თხე­ბით:

- რა სჭირს ბავ­შვს, რა­ტომ გა­მოგ­ვი­ძა­ხეთ?

- არა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, ბავ­შვი ტი­რის და მინ­და, და­ა­წყნა­როთ, - გვი­თხრა და შვილს მი­უბ­რუნ­და: - აი, დე­დი­კო, რა კარ­გი ჩე­მო­და­ნი მო­გი­ტა­ნეს, მოდი, გა­ერ­თე, - და ჩვე­ნი ჩე­მო­და­ნი ბავ­შვს წინ და­უ­დო.

წას­ვლა რომ და­ვა­პი­რეთ, ეწყი­ნა:

- ცოტა ხანს დარ­ჩით. რა იქ­ნე­ბა, ბავ­შვი რომ გა­მირ­თოთ?

სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა

- ხში­რად ნევ­რო­ზი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან მის­ვლი­სას უც­ნა­უ­რი სა­უბ­რე­ბი იმარ­თე­ბა. ერთხელ ქალი გვე­უბ­ნე­ბა:

- ნა­ხეთ, სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა მაქვს მუ­ცელ­ში. მოდი, ჩემ­თან ერ­თად მო­უს­მი­ნეთ, რო­გორ ჩქა­რა მოძ­რა­ობს.

ქა­ვი­ლი

- ერთხელ იმი­ტომ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, რომ ვი­ღა­ცას თურ­მე, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და და ფე­ხის თი­თებს შო­რის ექა­ვე­ბო­და.

"მა­ბოყი­ნებს, ექი­მო"

ნიკა ექი­მი:

- ღა­მის ორ სა­ათ­ზე კრი­ლო­ვის ქუ­ჩაზე მოგ­ვიხ­და წას­ვლა. ბი­ნის ნომ­რის მო­ძებ­ნა არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია: აი­ვან­ზე გად­მომ­დგა­რი ქალი ისე ყვი­რო­და, რომ ვი­ფიქ­რეთ, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და და კიბე ავირ­ბი­ნეთ.

- რა ხდე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნო? - ვე­კი­თხე­ბით.

- ვა­ი­მე, მუ­ცე­ლი მტკი­ვა, მუ­ცე­ლი მტკი­ვა­აა, - ყვი­რის გამ­წა­რე­ბუ­ლი.

- და­წე­ქით, ქალ­ბა­ტო­ნო, გაგ­სინ­ჯავთ, მუ­ცე­ლი უნდა ვნა­ხო.

- თავი და­მა­ნე­ბე­ეე, რას მი­სინ­ჯავ?- უფრო მე­ტად აყ­ვირ­და.

- ამ­ბობთ, - მტკი­ვაო და არ ვნა­ხო, რა გჭირთ?

- არა­ფე­რი მტკი­ვა, ვერ ვა­ბოყი­ბენ და ეს არის პრობ­ლე­მა, გეს­მის?

- ბო­დი­ში, ქალ­ბა­ტო­ნო, "ნა­ბეღ­ლა­ვი" ვერ მო­გი­ტა­ნეთ,- უცებ შევ­ცვა­ლე ტონი.

თურ­მე მე­ზობ­ლე­ბი ამ ქა­ლის ყვი­რილ­მა შე­ა­წუ­ხა და ამი­ტო­მაც გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. ამ­ბობ­დნენ, მთე­ლი ღა­მე­ე­ბი ასე ყვი­რის, არ გვა­ძი­ნებ­სო.

"ექი­მო, ჩემი ძაღ­ლი გა­სინ­ჯეთ"

- მო­ხუ­ცი ბებო ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, ფილ­ტვე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და კი­დევ, სხვა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. პა­ცი­ენტს ვსინ­ჯავ­დი, როცა მისი შვი­ლიშ­ვი­ლი მო­მი­ახ­ლოვ­და და მე­უბ­ნე­ბა:

- ექი­მო, ერთი წუ­თით გა­მო­დით მე­ო­რე ოთახ­ში, რა.

გავ­ყე­ვი. ვი­ფიქ­რე, - ალ­ბათ ბე­ბო­ზე უნდა მკი­თხოს რა­ღაც-მეთ­ქი.

ოთახ­ში დიდი ძაღ­ლი ჰყავ­და. ძაღ­ლე­ბის მე­ში­ნია, რად­გან ამ ე.წ. ოთხფე­ხა მე­გობ­რებს არა­ერ­თხელ ვყა­ვარ დაკ­ბე­ნი­ლი.

- ექი­მო, შე­ხე­დე ჩემს ძაღლს, თა­თებს ხელი რომ მოჰ­კი­დო, ვერ მიხ­ვდე­ბი, ფეხი მო­ტე­ხი­ლი აქვს თუ არა?

მარ­თა­ლია, ბე­ბოს და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­მი­ძა­ხა, მაგ­რამ ძაღ­ლის ბე­დიც აწუ­ხებ­და და ისარ­გებ­ლა სი­ტუ­ა­ცი­ით.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა

ალა ექი­მი:

- სვა­ნე­თის უბან­ში გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. უზარ­მა­ზა­რი ქალ­ბა­ტო­ნი წევს ლო­გინ­ში, სახ­ლში მარ­ტოა და მშო­ბი­ა­რობს. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა მძღოლ­თან ერ­თად, მხო­ლოდ ერთი ექი­მი გა­დი­ო­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. არც მე­ზო­ბე­ლია, არც არა­ვინ. ოთახ­ში სა­ში­ნე­ლი სი­ბინ­ძუ­რეა, არა­და, ვხე­დავ, ბავ­შვი გა­მო­დის თა­ვით. დახ­მა­რე­ბა მძღოლს ვთხო­ვე:

- ჩქა­რა მოდი, მიშ­ვე­ლე!

- რა ხდე­ბა, ალა ექი­მო, ხომ მშვი­დო­ბაა? - შე­მო­ვარ­და მძღო­ლი ოთახ­ში.

15 წუთ­ში მი­ვი­ღეთ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა. თვა­ლებ­და­ჭყე­ტი­ლი ახალ­შო­ბი­ლი ავიყ­ვა­ნე ხელ­ში. მისი სახე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფილ­ტვე­ბიც კარ­გად გა­ეხ­სნა და ზე­წარ­ში გა­ვახ­ვი­ეთ. მერე დე­და­მი­სი წვა­ლე­ბით და­ვაწ­ვი­ნეთ სა­კა­ცე­ზე და სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ.

დახ­მა­რე­ბა კურ­დღელს

- შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ეწე­რა, რომ პა­ცი­ენტს სახ­სრე­ბის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და. მი­სა­მარ­თზე მი­სუ­ლი ექი­მი ოჯა­ხის წევ­რებს ეკი­თხე­ბა:

- სად არის პა­ცი­ენ­ტი?

- ეს არის პა­ცი­ენ­ტი, სახ­სრე­ბი სტკი­ვა, - ექიმს სახ­ლში ავად­მყო­ფი კურ­დღე­ლი და­ახ­ვედ­რეს.

- ჩვენ კურ­დღლებს არ ვემ­სა­ხუ­რე­ბით, - თქვა გაბ­რა­ზე­ბულ­მა ექიმ­მა და იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა.

ტყუ­ი­ლი

თეო ექი­მი:

- "პა­ცი­ენტს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა აქვს, სა­ვა­რა­უ­დოდ - ინ­სულ­ტია", - ასე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღეთ. პა­ცი­ენ­ტის სა­დარ­ბა­ზოს­თან ორი მა­მა­კა­ცი დაგ­ვხვდა. ვე­კი­თხე­ბით:

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- ძა­ლი­ან ცუ­დად არის საქ­მე, სას­წრა­ფოდ გა­და­საყ­ვა­ნია!

ვი­ღებთ ჩან­თებს, ჟანგბა­დის ბა­ლონს და სწრა­ფად ავ­დი­ვართ ბი­ნა­ში. ვხე­დავთ, ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სეა იქა­უ­რო­ბა. ამის­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბა არ მიგ­ვიქ­ცე­ვია. ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს ვე­კი­თხე­ბით:

- სად არის პა­ცი­ენ­ტი?

არა­ვინ არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა, ბო­ლოს ერ­თმა თქვა:

- აი, ეს არის პა­ცი­ენ­ტი და მიგ­ვი­თი­თა მიც­ვა­ლე­ბულ­ზე, რო­მე­ლიც უკვე სა­სახ­ლე­ში ეს­ვე­ნა.

მერე აგ­ვიხ­სნეს: მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­დას­ვე­ნე­ბა გვინ­დო­და და ვი­ფიქ­რეთ, "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნით უფ­რო ად­ვი­ლად მო­ვა­ხერ­ხებ­დით ამას და ამი­ტომ გა­მო­გი­ძა­ხე­თო.

მომ­ხდარ­ზე ცოტა გავ­ბრაზ­დით, ცოტა ვი­ცი­ნეთ კი­დეც და ბო­ლოს, იმ მა­მა­კაცს მივ­მარ­თე, რო­მე­ლიც სა­დარ­ბა­ზოს­თან დაგ­ვხვდა:

- კი­ბე­ზე ეს აპა­რა­ტუ­რა რა­ტომ­ღა ამო­მა­ტა­ნი­ნეთ?

- იქ­ნებ გა­გე­ცო­ცხლე­ბი­ნათ, - უცებ მო­მიჭ­რა სი­ტყვა.

"მიდი, სკამ­ზე ახტი"

- ჩაბ­ნე­ლე­ბულ ოთახ­ში შევ­დი­ვართ. ავად­მყო­ფი სა­წოლ­ში წევს და მე­უბ­ნე­ბა:

- სახ­ლში არა­ვინ არ­ის, ნა­თუ­რა გა­და­მეწ­ვა. ჰოდა, იქ­ნებ სკამ­ზე ახტე და გა­მო­მიც­ვა­ლოო.

ნა­თუ­რა გა­მო­ვუც­ვა­ლეთ. ვხე­დავ, და­ახ­ლო­ე­ბით 32 წლის კაცი წევს. ვე­კი­თხე­ბი:

- აბა, ახლა მი­თხა­რი, რა გა­წუ­ხებს?

- არა­ფე­რი, ყურ­ში წამ­ლის ჩაწ­ვე­თე­ბა მინ­და, ჩე­მით ვერ ვიწ­ვე­თებ.

ბალ­ზა­მი­რე­ბა

დათო ექი­მი:

- სა­ღა­მოა, ჩვენ­თვის პი­კის სა­ა­თია და უამ­რა­ვი გა­მო­ძა­ხე­ბა გვაქვს. გვე­უბ­ნე­ბი­ან: ამა და ამ მი­სა­მარ­თზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლია და­სა­ფიქ­სი­რე­ბე­ლიო. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ჭი­რი­სუფ­ლებ­მა გვი­საყ­ვე­დუ­რეს:

- სადა ხართ ამ­დენ ხანს, დრო­ზე ამო­დით კი­ბე­ზე.

ვი­ფიქ­რეთ, - ეტყო­ბა, რა­ღაც შე­ე­შა­ლათ და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტთან მოგ­ვიყ­ვა­ნეს-თქო. ჰოდა, მე­ცხრე სარ­თულ­ზე ხელ­სა­წყო­ე­ბით და­ხუნძლუ­ლე­ბი ავე­დით.

ვხე­დავთ, ტახ­ტზე ას­ვე­ნია მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. სა­ცო­დავს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ღი­მი­ლი შერ­ჩე­ნო­და.

- რით გარ­და­იც­ვა­ლა? - ვი­კი­თხეთ.

- გრი­პით.

მიც­ვა­ლე­ბულს თავს ახ­ვე­ვია შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი.

გვე­კი­თხე­ბი­ან:

- თქვენ უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი ხართ და გვირ­ჩი­ეთ, მიც­ვა­ლე­ბულს "ბალ­ზა­მი" გა­ვუ­კე­თოთ თუ "ხა­ლა­დელ­ნიკ­ში" ჩა­ვას­ვე­ნოთ?

ეროვ­ნე­ბით სომ­ხე­ბი იყ­ვნენ.

- გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, - ვპა­სუ­ხობ.

- "კა­ნეშ­ნა", ქრის­ტი­ა­ნი იყო!

- მა­შინ სა­სურ­ვე­ლია "ხა­ლა­დელ­ნი­კი"...

- და რა ჯდე­ბა "ხა­ლა­დელ­ნი­კი"?

- და­ახ­ლო­ე­ბით 480 ლა­რამ­დე...

- "ბალ­ზა­მი­რე­ბა" რა ღირს?

- 80 ლა­რამ­დე ეღი­რე­ბა.

კაც­მა ცოლს გას­ძა­ხა:

- ემა­აა, მოდი, "ბალ­ზა­მი­რე­ბა" გა­ვუ­კე­თოთ და 400 ლა­რი­სას ბრინჯს ვი­ყი­დით, ქელე­ხის­თვის.

დაბ­ნე­უ­ლი ექი­მი

- ექი­მი მი­ვი­და მშო­ბი­ა­რეს­თან. პა­ცი­ენ­ტი სამ­შო­ბი­ა­რო­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ. შე­ვიდ­ნენ ლიფ­ტში და უცებ, შუქი ჩაქ­რა.

ქალი კი­ვის, - ბავ­შვი მო­დი­სო.

ექი­მი მა­მა­კა­ცია. პა­ცი­ენტს ეუბ­ნე­ბა:

- გა­ი­ხა­დეთ ქვე­და საც­ვა­ლი, აქვე უნდა გამ­შო­ბი­ა­როთ.

და­ი­წყო მშო­ბი­ა­რო­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ლიფ­ტიც ამუ­შავ­და. მო­ას­წრეს ლიფ­ტი­დან გა­მოს­ვლა, ქალი სა­კა­ცე­ზე და­აწ­ვი­ნეს და იქვე ამ­შო­ბი­ა­რეს. ექიმს სიმ­წრის ოფლი სდის. ჯი­ბე­ში ჩა­ი­ყო ხელი. უნდა, ცხვირ­სა­ხო­ცი ამო­ი­ღოს, მაგ­რამ ხელ­ში მშო­ბი­ა­რეს ქვე­და საც­ვა­ლი შერ­ჩა.

შეშ­ლი­ლი

ნანა ექი­მი:

- სა­ში­ნე­ლი მო­რი­გე­ო­ბა გვქონ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მო­ძა­ხე­ბა იყო. უკვე თენ­დე­ბო­და, როცა კი­დევ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბით: "ისე­თი პა­ცი­ენ­ტი მა­ინც დაგ­ვხვდეს, რო­მელ­საც მხო­ლოდ წნე­ვის გა­ზომ­ვა ენ­დო­მე­ბა". სახ­ლთან ახალ­გაზ­რდა კაცი დაგ­ვხვდა და ყუთს ეცა, - მე წა­მო­ვი­ღე­ბო. მისი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა არ მო­მე­წო­ნა. ვი­ფიქ­რე: მგო­ნი, ნას­ვა­მია და რამე არ გა­მი­ფუ­ჭოს-მეთ­ქი. მას­თან ერ­თად მო­ხუ­ცი კა­ციც დაგ­ვხვდა. სახ­ლში შე­სუ­ლებ­მა სა­შინ­ლად ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვა გა­ვი­გო­ნეთ. კო­ლე­გას ვე­უბ­ნე­ბი, - რა­ცია თუ მოგ­ვაქვს-მეთ­ქი?

ოთახ­ში შე­სუ­ლე­ბი მივ­ხვდით, რის­თვი­საც გა­მოგ­ვი­ძა­ხეს: მო­ხუც ცოლ-ქმარს უნ­დო­და, მათი ავად­მყო­ფი შვი­ლის­თვის დი­ა­ზე­პა­მი მიგ­ვე­ცა.

ქალ­მა თავი მო­ი­ა­ვად­მყო­ფა და წნე­ვის გა­სინ­ჯვა გვთხო­ვა.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ოთახ­ში თევ­ზი შე­მო­ი­ტა­ნა და გვე­უბ­ნე­ბა:

- ახლა ამას თქვენ თვალ­წინ გა­დავყლა­პა­ვო.

გა­დაყ­ლა­პა. მერე პი­ა­ნი­ნოს­თან მი­ვი­და, სა­დაც დიდი დანა იდო და იქვე მდგარ სუ­ვე­ნირ­ში ძლი­ე­რად ჩა­არ­ჭო. ოთახ­ში მრგვა­ლი მა­გი­და დგას. მაია სინ­ჯავს მო­ხუცს, მე ამ კა­ცის ქცე­ვებს ვაკ­ვირ­დე­ბი. კაცი და­დის და თან აბ­რა­ხუ­ნებს. უცებ, შე­მოტ­რი­ალ­და და გვე­კი­თხე­ბა:

- აქ რომ ცული დავ­დე, არ გი­ნა­ხავთ?

ეძებს რა­ღა­ცას. შე­ვი­და სამ­ზა­რეუ­ლოში, დიდი დანა გა­მო­ი­ტა­ნა, გა­აპ­რი­ა­ლა და ისევ უკან წა­ი­ღო. მაია მა­ნიშ­ნებს, - გა­ვიქ­ცე­თო. არა­და, კო­რი­დო­რია გა­სავ­ლე­ლი და სამ­ზა­რე­უ­ლო­დან რომ დაგ­ვი­ნა­ხოს, გავ­რბი­ვართ, შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვე­კი­დოს და დაგ­ვხო­ცოს.

მო­ხუ­ცი კაცი მიხ­ვდა, რომ შევ­შინ­დით. სა­ცო­და­ვი სამ­ზა­რე­უ­ლოს კარ­თან დად­გა და გვი­თხრა:

- ახლა დრო­ზე გა­ი­ქე­ცი­თო.

იქი­დან კის­რის­ტე­ხით გა­მო­ვე­დით.

გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი მკვდა­რი

ირაკ­ლი ექი­მი:

- ეს ამ­ბა­ვი ერთ-ერთ ბრი­გა­დას შე­ემ­თხვა: მი­სა­მარ­თზე მი­სუ­ლებს გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. გვა­მი და­ა­ფიქ­სი­რეს და წა­მო­ვიდ­ნენ. ცოტა ხან­ში იმა­ვე მი­სა­მარ­თი­დან და­რე­კეს:

- ექი­მო, გა­იღ­ვი­ძა. პირი აქვს ახ­ვე­უ­ლი, ის კი ჩაის ითხოვს და რა ვქნათ, შე­იძ­ლე­ბა, ეს ბინ­ტი რომ მოვხსნა­თო?

ავად­მყო­ფი კატა

ნანა ექი­მი:

- ავ­ჭა­ლა­ში გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლებს ახალ­გაზ­რდა ქალი კარ­თან ტი­რი­ლით დაგ­ვხვდა.

- ცუ­დად არის, მიკ­ვდე­ბა, მიშ­ვე­ლე­ე­ეთ, - და სა­ძი­ნებ­ლის­კენ მი­დის.

ჩვენც ავ­ღელ­დით. გა­ვი­ქე­ცით ოთა­ხის­კენ და რას ვხე­დავთ: სა­წოლ­ში კარ­გად შე­ფუ­თუ­ლი რა­ღაც დევს. ფუთა ნელ-ნელა გა­იხ­სნა და მას­ში კატა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.

- რა ხდე­ბა? - ვი­კი­თხე გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა.

ქალ­მა და­ი­წყო გან­მარ­ტე­ბე­ბი:

- რას ამ­ბობთ, ეს კატა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, ეს არის ჩემი გა­დამ­რჩე­ნი. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში რომ მოვ­ყე­ვი, რამ­დე­ნი­მე თვე ვი­წე­ქი სა­წოლ­ში და კატა გვერ­დი­დან არ მომ­ცი­ლე­ბია; ჭრი­ლო­ბა­ზე თავს რომ მა­დებ­და, ტკი­ვილს მი­ყუ­ჩებ­და, ჰოდა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­მირ­ჩი­ნოთ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სასწრაფო დახმარება" და ექიმების თავს გადახდენილი კურიოზები

"სასწრაფო დახმარება" და ექიმების თავს გადახდენილი კურიოზები

"სასწრაფო დახმარების" ბრიგადას ყოველდღიურად უამრავ გამოძახებაზე უწევს გასვლა და ბუნებრივია, ბევრი უცნაური ამბის შემსწრენიც გამხდარან. ზოგჯერ პაციენტი მათ "ნერვებს" გამოცდას უწყობს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ექიმები ასეთ ამბებსაც ხალისით იხსენებენ.

"მგონი ცოცხალია, ექიმო"

მაკა ექიმი:

- შეტყობინება შემოვიდა. მოქალაქე კონკრეტულ მისამართზე სამედიცინო ბრიგადის მისვლას ითხოვდა. მისამართი მეცნო: 4 დღით ადრე სწორედ ჩვენს ბრიგადას მოუხდა იქ გასვლა და გვამი დავაფიქსირეთ. პარასკევი დღეა და მივდივართ იმავე ოჯახში. დიასახლისი გვეუბნება:

- ექიმო, შეხედეთ, მიცვალებულს ტუჩები ვარდისფერი აქვს და მგონი, ცოცხალია. ვიდრე სისხლის ანალიზს არ აუღებთ, კარდიოგრამას არ გადაუღებთ, ვერ დავასაფლავებთ!

- რას ამბობთ, ქალბატონო, გარდაცვლილია! - ვპასუხობ საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული.

- შაქრის ანალიზი მაინც აუღე. შე­ხედე, ტუჩი ვარდისფერი აქვს, - არ ისვენებს დიასახლისი.

ქალს კარგა ხანს ვარწმუნებდით, რომ გარდაცვლილს კარდიოგრამას ვერ გადავუღებდით და ბოლოს, როგორც იქნა, ამაში დავარწმუნეთ. მამაკაცი მეორე დღეს დაკრძალეს.

"ბავშვი დამიმშვიდეთ..."

- ერთ-ერთ მისამართზე მისულ ექიმებს 8 წლის პაციენტი დახვდათ. ექიმი მშობელს ეკითხება:

- ქალბატონო, რა ჩივილები აქვს ბავშვს?

- ბავშვი გაღიზიანებულია. მივალაგე სახლი, დავალაგე საწოლი, ეს კი ოთახში შემოვარდა, ყველაფერი აწეწა, ისევ არივდარია. აქვს პროტესტის გრძნობა იმიტომ, რომ უნდა "აიფონ 5".

- მერე მე რა ვქნა? "სასწრაფო დახმარება" რატომ გამოიძახეთ?

- ბავშვი გაღიზიანებულია და დაამ­შვიდეთ.

გაბრაზებულმა ექიმებმა ქალს გა­ნუმარტეს, რომ "სასწრაფო დახმარებას" მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოს და იქაურობა დატოვეს.

ფეხმოტეხილი საყვარელი

- თბილისის ერთ-ერთ უბანში სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. მიწოდებული ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნა იყო. თოვდა. მითითებულ მისამართზე მისულებს საცვლებიანი მამაკაცი სადარბაზოსთან დახვდ­ათ. ფეხმოტეხილი ძირს ეგდო და სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა. ხალხი გარს ეხვია და იმის გარკვევას ცდილობდნენ, ვინ იყო, რატომ სცადა თვითმკვლელობა?.. მამაკაცი საავადმყოფოში გა­დაიყვანეს. ბოლოს გაირკვა, რომ ბიჭი საყვარელთან იყო. მოულოდნელად, ოჯახის უფროსი დაბრუნდა და შიშველი მამაკაცი იძულებული გახდა, სიცივეში აივანზე გასულიყო. თურმე, მეზობლის აივანზე გადასვლა სცადა, ამ დროს ფეხი დაუცდა და მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ კარგა ხანს კი მკურნალობდა.

"სიზმარში ძაღლმა მიკბინა..."

ინგა ექიმი:

- ადამიანს ძაღლმა უკბინა და დახმარება ითხოვა. ექიმებს ქალი სა­წოლში დაგვხვდა.

- აბა, გვიჩვენეთ, სად გიკბინათ ძაღლმა? - ვეკითხებით პაციენტს.

- იცით, ექიმო, მეძინა და... მოდი, საბანი გადამხადეთ, კარგად დამითვალიერეთ ფეხები, მგონი სიზმარში მიკბინა ძაღლმა. ჰოდა, როგორც კი თვალი გავახილე, თქვენ დაგირეკეთ.

გაოგნებულმა ექიმებმა ერთმანეთს გადავხედეთ და იქაურობა დავტოვეთ.

უცნაური გამოძახება

- მისამართზე მისულებს ატირე­ბული ბავშვი დაგვხვდა. დედას ვეკითხებით:

- რა სჭირს ბავშვს, რატომ გამოგვიძახეთ?

- არაფერი, უბრალოდ, ბავშვი ტირის და მინდა, დააწყნაროთ, - გვითხრა და შვილს მიუბრუნდა: - აი, დედიკო, რა კარგი ჩემოდანი მოგიტანეს, მოდი, გაერთე, - და ჩვენი ჩემოდანი ბავშვს წინ დაუდო.

წასვლა რომ დავაპირეთ, ეწყინა:

- ცოტა ხანს დარჩით. რა იქნება, ბავშვი რომ გამირთოთ?

საკერავი მანქანა

- ხშირად ნევროზიან პაციენტებთან მისვლისას უცნაური საუბრები იმართება. ერთხელ ქალი გვეუბნება:

- ნახეთ, საკერავი მანქანა მაქვს მუცელში. მოდი, ჩემთან ერთად მოუსმინეთ, როგორ ჩქარა მოძრაობს.

ქავილი

- ერთხელ იმიტომ გამოგვიძახეს, რომ ვიღაცას თურმე, სოკოვანი დაავადება ჰქონდა და ფეხის თითებს შორის ექავებოდა.

"მაბოყინებს, ექიმო"

ნიკა ექიმი:

- ღამის ორ საათზე კრილოვის ქუ­ჩაზე მოგვიხდა წასვლა. ბინის ნომ­რის მოძებნა არ დაგვჭირვებია: აივანზე გადმომდგარი ქალი ისე ყვიროდა, რომ ვიფიქრეთ, საშინელება ხდებოდა და კიბე ავირბინეთ.

- რა ხდება, ქალბატონო? - ვეკითხებით.

- ვაიმე, მუცელი მტკივა, მუცელი მტკივააა, - ყვირის გამწარებული.

- დაწექით, ქალბატონო, გაგსინჯავთ, მუცელი უნდა ვნახო.

- თავი დამანებეეე, რას მისინჯავ?- უფრო მეტად აყვირდა.

- ამბობთ, - მტკივაო და არ ვნახო, რა გჭირთ?

- არაფერი მტკივა, ვერ ვაბოყიბენ და ეს არის პრობლემა, გესმის?

- ბოდიში, ქალბატონო, "ნაბეღლავი" ვერ მოგიტანეთ,- უცებ შევცვალე ტონი.

თურმე მეზობლები ამ ქალის ყვირილმა შეაწუხა და ამიტომაც გამოგვიძახეს. ამბობდნენ, მთელი ღამეები ასე ყვირის, არ გვაძინებსო.

"ექიმო, ჩემი ძაღლი გასინჯეთ"

- მოხუცი ბებო ძალიან ცუდად იყო, ფილტვების პრობლემა ჰქონდა და კიდევ, სხვა სერიოზული დაავადებები. პაციენტს ვსინჯავდი, როცა მისი შვილიშვილი მომიახლოვდა და მეუბნება:

- ექიმო, ერთი წუთით გამოდით მეორე ოთახში, რა.

გავყევი. ვიფიქრე, - ალბათ ბებოზე უნდა მკითხოს რაღაც-მეთქი.

ოთახში დიდი ძაღლი ჰყავდა. ძაღლების მეშინია, რადგან ამ ე.წ. ოთხფეხა მეგობრებს არაერთხელ ვყავარ დაკბენილი.

- ექიმო, შეხედე ჩემს ძაღლს, თათებს ხელი რომ მოჰკიდო, ვერ მიხვდები, ფეხი მოტეხილი აქვს თუ არა?

მართალია, ბებოს დასახმარებლად გამომიძახა, მაგრამ ძაღლის ბედიც აწუხებდა და ისარგებლა სიტუაციით.

წარმატებული მშობიარობა

ალა ექიმი:

- სვანეთის უბანში გამოგვიძახეს. უზარმაზარი ქალბატონი წევს ლოგინში, სახლში მარტოა და მშობიარობს. ეს ის პერიოდია, როცა მძღოლთან ერთად, მხოლოდ ერთი ექიმი გადიოდა გამოძახებაზე. არც მეზობელია, არც არავინ. ოთახში საშინელი სიბინძურეა, არადა, ვხედავ, ბავშვი გამოდის თავით. დახმარება მძღოლს ვთხოვე:

- ჩქარა მოდი, მიშველე!

- რა ხდება, ალა ექიმო, ხომ მშვიდობაა? - შემოვარდა მძღოლი ოთახში.

15 წუთში მივიღეთ ფიზიოლოგიური მშობიარობა. თვალებდაჭყეტილი ახალშობილი ავიყვანე ხელში. მისი სახე არასდროს დამავიწყდება. საბედნიეროდ, ფილტვებიც კარგად გაეხსნა და ზეწარში გავახვიეთ. მერე დედამისი წვალებით დავაწვინეთ საკაცეზე და სამშობიაროში წავიყვანეთ.

დახმარება კურდღელს

- შეტყობინებაში ეწერა, რომ პაციენტს სახსრების საშინელი ტკივილი აწუხებდა. მისამართზე მისული ექიმი ოჯახის წევრებს ეკითხება:

- სად არის პაციენტი?

- ეს არის პაციენტი, სახსრები სტკივა, - ექიმს სახლში ავადმყოფი კურდღელი დაახვედრეს.

- ჩვენ კურდღლებს არ ვემსახურებით, - თქვა გაბრაზებულმა ექიმმა და იქაურობა დატოვა.

ტყუილი

თეო ექიმი:

- "პაციენტს სუნთქვის გაძნელება აქვს, სავარაუდოდ - ინსულტია", - ასეთი შეტყობინება მივიღეთ. პაციენტის სადარბაზოსთან ორი მამაკაცი დაგვხვდა. ვეკითხებით:

- რა მდგომარეობაა?

- ძალიან ცუდად არის საქმე, სასწრაფოდ გადასაყვანია!

ვიღებთ ჩანთებს, ჟანგბადის ბალონს და სწრაფად ავდივართ ბინაში. ვხედავთ, ხალხმრავლობაა, ყვავილებით სავსეა იქაურობა. ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ვეკითხებით:

- სად არის პაციენტი?

არავინ არაფერს გვეუბნება, ბოლოს ერთმა თქვა:

- აი, ეს არის პაციენტი და მიგვითითა მიცვალებულზე, რომელიც უკვე სასახლეში ესვენა.

მერე აგვიხსნეს: მიცვალებულის ეკ­ლესიაში გადასვენება გვინდოდა და ვიფიქრეთ, "სასწრაფოს" მანქანით უფ­რო ადვილად მოვახერხებდით ამას და ამიტომ გამოგიძახეთო.

მომხდარზე ცოტა გავბრაზდით, ცოტა ვიცინეთ კიდეც და ბოლოს, იმ მამაკაცს მივმართე, რომელიც სადარბაზოსთან დაგვხვდა:

- კიბეზე ეს აპარატუ­რა რატომღა ამომატანინეთ?

- იქნებ გაგეცოცხლებინათ, - უცებ მომიჭრა სიტყვა.

"მიდი, სკამზე ახტი"

- ჩაბნელებულ ოთახში შევდივართ. ავადმყოფი საწოლში წევს და მეუბნება:

- სახლში არავინ არ­ის, ნათურა გადამეწვა. ჰოდა, იქნებ სკამზე ახტე და გამომიცვალოო.

ნათურა გამოვუცვალეთ. ვხედავ, დაახლოებით 32 წლის კაცი წევს. ვეკითხები:

- აბა, ახლა მითხარი, რა გაწუხებს?

- არაფერი, ყურში წამლის ჩაწვეთება მინდა, ჩემით ვერ ვიწვეთებ.

ბალზამირება

დათო ექიმი:

- საღამოა, ჩვენთვის პიკის საათია და უამრავი გამოძახება გვაქვს. გვეუბნებიან: ამა და ამ მისამართზე მიცვალებულია დასაფიქსირებელიო. ადგილზე მისულებს ჭირისუფლებმა გვისაყვედურეს:

- სადა ხართ ამდენ ხანს, დროზე ამოდით კიბეზე.

ვიფიქრეთ, - ეტყობა, რაღაც შეეშალათ და უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან მოგვიყვანეს-თქო. ჰოდა, მეცხრე სართულზე ხელსაწყოებით დახუნძლულები ავედით.

ვხედავთ, ტახტზე ასვენია მიცვალებული. საცოდავს ძალიან ლამაზი ღიმილი შერჩენოდა.

- რით გარდაიცვალა? - ვიკითხეთ.

- გრიპით.

მიცვალებულს თავს ახვევია შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები.

გვეკითხებიან:

- თქვენ უფრო კომპეტენტურები ხართ და გვირჩიეთ, მიცვალებულს "ბალზამი" გავუკეთოთ თუ "ხალადელნიკში" ჩავასვენოთ?

ეროვნებით სომხები იყვნენ.

- გააჩნია, რომელი რელიგიის წარმომადგენელი იყო, - ვპასუხობ.

- "კანეშნა", ქრისტიანი იყო!

- მაშინ სასურველია "ხალადელნიკი"...

- და რა ჯდება "ხალადელნიკი"?

- დაახლოებით 480 ლარამდე...

- "ბალზამირება" რა ღირს?

- 80 ლარამდე ეღირება.

კაცმა ცოლს გასძახა:

- ემააა, მოდი, "ბალზამირება" გავუკეთოთ და 400 ლარისას ბრინჯს ვიყიდით, ქელეხისთვის.

დაბნეული ექიმი

- ექიმი მივიდა მშობიარესთან. პა­ციენტი სამშობიაროში უნდა გადაიყვანონ. შევიდნენ ლიფტში და უცებ, შუქი ჩაქრა.

ქალი კივის, - ბავშვი მოდისო.

ექიმი მამაკაცია. პაციენტს ეუბნება:

- გაიხადეთ ქვედა საცვალი, აქვე უნდა გამშობიაროთ.

დაიწყო მშობიარობა და მოულოდნელად, ლიფტიც ამუშავდა. მოასწრეს ლიფტიდან გამოსვლა, ქალი საკაცეზე დააწვინეს და იქვე ამშობიარეს. ექიმს სიმწრის ოფლი სდის. ჯიბეში ჩაიყო ხელი. უნდა, ცხვირსახოცი ამოიღოს, მაგრამ ხელში მშობიარეს ქვედა საცვალი შერჩა.

შეშლილი

ნანა ექიმი:

- საშინელი მორიგეობა გვქონდა, ძალიან ბევრი გამოძახება იყო. უკვე თენდებოდა, როცა კიდევ გამოგვიძახეს. ერთმანეთს ვეუბნებით: "ისეთი პაციენტი მაინც დაგვხვდეს, რომელსაც მხოლოდ წნევის გაზომვა ენდომება". სახლთან ახალგაზრდა კაცი დაგვხვდა და ყუთს ეცა, - მე წამოვიღებო. მისი გამომეტყველება არ მომეწონა. ვიფიქრე: მგონი, ნასვამია და რამე არ გამიფუჭოს-მეთქი. მასთან ერთად მოხუცი კაციც დაგვხვდა. სახლში შესულებმა საშინლად ხმაურიანი სუნთქვა გავიგონეთ. კოლეგას ვეუბნები, - რაცია თუ მოგვაქვს-მეთქი?

ოთახში შესულები მივხვდით, რისთვისაც გამოგვიძახეს: მოხუც ცოლ-ქმარს უნდოდა, მათი ავადმყოფი შვილისთვის დიაზეპამი მიგვეცა.

ქალმა თავი მოიავადმყოფა და წნევის გასინჯვა გვთხოვა.

ახალგაზრდა მამაკაცმა ოთახში თევზი შემოიტანა და გვეუბნება:

- ახლა ამას თქვენ თვალწინ გადავყლაპავო.

გადაყლაპა. მერე პიანინოსთან მივიდა, სადაც დიდი დანა იდო და იქვე მდგარ სუვენირში ძლიერად ჩაარჭო. ოთახში მრგვალი მაგიდა დგას. მაია სინჯავს მოხუცს, მე ამ კაცის ქცევებს ვაკვირდები. კაცი დადის და თან აბრახუნებს. უცებ, შემოტრიალდა და გვეკითხება:

- აქ რომ ცული დავდე, არ გინახავთ?

ეძებს რაღაცას. შევიდა სამზარეუ­ლოში, დიდი დანა გამოიტანა, გააპრიალა და ისევ უკან წაიღო. მაია მანიშნებს, - გავიქცეთო. არადა, კორიდორია გასავლელი და სამზარეულოდან რომ დაგვინახოს, გავრბივართ, შეიძლება გამოგვეკიდოს და დაგვხოცოს.

მოხუცი კაცი მიხვდა, რომ შევშინდით. საცოდავი სამზარეულოს კართან დადგა და გვითხრა:

- ახლა დროზე გაიქეცითო.

იქიდან კისრისტეხით გამოვედით.

გაცოცხლებული მკვდარი

ირაკლი ექიმი:

- ეს ამბავი ერთ-ერთ ბრიგადას შეემთხვა: მისამართზე მისულებს გარდაცვლილი დახვდათ. გვამი დააფიქსირეს და წამოვიდნენ. ცოტა ხანში იმავე მისამართიდან დარეკეს:

- ექიმო, გაიღვიძა. პირი აქვს ახვეული, ის კი ჩაის ითხოვს და რა ვქნათ, შეიძლება, ეს ბინტი რომ მოვხსნათო?

ავადმყოფი კატა

ნანა ექიმი:

- ავჭალაში გამოძახებაზე მისულებს ახალგაზრდა ქალი კართან ტირილით დაგვხვდა.

- ცუდად არის, მიკვდება, მიშველეეეთ, - და საძინებლისკენ მიდის.

ჩვენც ავღელდით. გავიქეცით ოთახისკენ და რას ვხედავთ: საწოლში კარგად შეფუთული რაღაც დევს. ფუთა ნელ-ნელა გაიხსნა და მასში კატა აღმოვაჩინეთ.

- რა ხდება? - ვიკითხე გაკვირვებულმა.

ქალმა დაიწყო განმარტებები:

- რას ამბობთ, ეს კატა ჩემთვის ყველაფერია, ეს არის ჩემი გადამრჩენი. ავტოკატასტროფაში რომ მოვყევი, რამდენიმე თვე ვიწექი საწოლში და კატა გვერდიდან არ მომცილებია; ჭრილობაზე თავს რომ მადებდა, ტკივილს მიყუჩებდა, ჰოდა, აუცილებლად უნდა გადამირჩინოთ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია