ზურაბ ჟვანიას სამუშაო მაგიდა (+ფოტო)

ზურაბ ჟვანიას სამუშაო მაგიდა (+ფოტო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სამუშაო მაგიდა და პირადი სამუშაო ნივთები დღეიდან ზურაბ ჟვანიას ფონდის ოფისში განთავსდება. მაგიდაზე გამორჩეული ადგილი საქართველოს კონსტიტუციას და გაერთიანებული დემოკრატების დროშას უკავია. ფონდში ასევე გამოფენილია ყოფილი პრემიერის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები.

ზურაბ ჟვანიას დედისა და ქალიშვილის ინიციატივით შექმნილი ფონდის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ფონდის ოფისი იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ზურაბ ჟვანია ცხოვრობდა.

პრეზენტაციას ფონდის დამფუძნებლები და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. როგორც ჟურნალისტებს ფონდის დამფუძნებლებმა  განუცხადეს, ფონდის მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება.

"მგონია, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი მტკივნეული თემა არის განათლება და შეუძლებელია რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდი არ უკავშირდებოდეს განათლებაში კონტრიბუციას. ფონდი აკეთებს გეგმას, როგორ მოხდება სტიპენდიების გაცემა და ჩემი ჩართულობა გამოიხატება იმაში, რომ ვეხმარები სწორად გადაწყვიტონ, რა გეგმით მოხდეს ეს და რა სფეროებში", - განაცხადა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზურაბ ჟვანიას ქალიშვილმა, ლიზი ჟვანიამ.

დამფუძნებლების ინფორმაციით, ფონდი ზურაბ ჟვანიას ნაშრომების გამოცემა-პოპულარიზაციასაც გეგმავს.

"ფონდის შექმნის მიზანია საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, რაც ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა; ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა; ზურაბ ჟვანიას ინტელექტუალური და მატერიალური მემკვიდრეობის პატრონობა და მოვლა, მისი ნაშრომების გამოცემა და პოპულარიზაცია. ასევე კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის პრემიებისა და სტიპენდიების დაარსება და გაცემა", - განაცხადა ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ დავით გუგუშვილმა.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს