სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ექსჰიბიციონისტები თბილისის ქუჩებში - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ წინაშე მამაკაცი გაშიშვლდა
ექსჰიბიციონისტები თბილისის ქუჩებში - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ წინაშე მამაკაცი გაშიშვლდა

ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტე­ბი - ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სა­კუ­თა­რი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან დე­მონ­სტრი­რე­ბის ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი აქვთ, შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეთ ბნელ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­შიც კი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ფი­ზი­კუ­რად არა­ვის ავ­ნე­ბენ. რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­მა გვი­თხრა, ექ­სი­ბი­ცი­ო­ნიზ­მი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­დახ­რაა და არ იკურ­ნე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი შემ­ცი­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს ქმე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლის 171-ე მუხ­ლით ის­ჯე­ბა.

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხში­რია ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტი მა­მა­კა­ცე­ბი. 22 წლის სო­ფომ, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ შეხ­ვედ­რია ასეთ მა­მა­კაცს, მოგ­ვიყ­ვა, რომ გმირ­თა მო­ედ­ნის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში ხში­რად რამ­დე­ნი­მე ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტი მა­მა­კა­ცი ერ­თად უნა­ხავს. სო­ფოს თქმით, ისი­ნი შე­თან­ხმე­ბუ­ლად დგა­ნან ხოლ­მე გა­და­სას­ვლე­ლის ორი­ვე მხა­რეს. თუ გა­და­სას­ვლელ­ში მან­დი­ლო­სა­ნი მარ­ტო ჩა­ვი­და, გაჰ­ყვე­ბი­ან და თა­ვის შიშ­ველ სხე­ულს უჩ­ვე­ნე­ბენ. ამ პრობ­ლე­მის გამო სოფო მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლით ვერ სარ­გებ­ლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ად­გილ­ზე გზის გა­დაკ­ვე­თა ფუ­ლა­დი ჯა­რი­მით ის­ჯე­ბა.

22 წლის სოფო: "გმირ­თა მო­ე­დან­ზე ხში­რად წავ­წყდო­მი­ვარ ასეთ მა­მა­კა­ცებს. ძი­რი­თა­დად ნორ­მა­ლუ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვე­რაფ­რით გა­მო­არ­ჩევ სხვე­ბის­გან. გო­გო­ნებს და ქა­ლებს თუ და­ი­ნა­ხა­ვენ, ჩაჰ­ყვე­ბი­ან გა­და­სას­ვლელ­ში და სა­კუ­თა­რი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს დე­მონ­სტრი­რე­ბას იწყე­ბენ. ვინც ეს იცის, ერი­დე­ბა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბას. გარ­და იმი­სა, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის ასე­თი რამ, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ში­შია. ერთხელ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს ვუ­თხა­რით ამის შე­სა­ხებ და ვთხო­ვეთ, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მუდ­მი­ვად ამ გა­და­სას­ვლე­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რათა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუ­უფ­ლად და უშიშ­რად გვევ­ლო. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ გზა აღარ გა­დაგ­ვეჭ­რა, გვე­სარ­გებ­ლა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლით და თუ მსგავს ფაქტს შე­ვეს­წრე­ბო­დით, დაგ­ვე­რე­კა პატ­რულ­ში. როცა ექ­სი­ბი­ცი­ო­ნისტს შეხ­ვდე­ბი და შე­გე­შინ­დე­ბა, მა­შინ პატ­რულ­ში და­რეკ­ვას ვერ და­ვი­წყებ. ისევ გზის გა­დაჭ­რა მირ­ჩევ­ნია".

ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტე­ბი არა მარ­ტო ჩაბ­ნე­ლე­ბულ გა­და­სას­ვლე­ლებ­ში, არა­მედ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­შიც შე­უ­ნიშ­ნავთ. 19 წლის ანა თა­ვად შე­ეს­წრო ასეთ ფაქტს რუს­თა­ვის­კენ მი­მა­ვალ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში.

ანა: "მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვმგზავ­რობ­დი თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით. შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ ჩვენ უკან სკამ­ზე მა­მა­კა­ცი გად­მო­წე­უ­ლი იყო და მძი­მედ სუნ­თქავ­და. ვი­ფიქ­რეთ, ცუ­დად იყო. ამ დროს ერ­თმა ბიჭ­მა მძღოლს გა­ა­ჩე­რე­ბი­ნა და ეს კაცი, რომ იტყვი­ან, ჩა­ათ­რია. ჩვენ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეთ, მაგ­რამ ამ კა­ცის გვერ­დით მჯდო­მი გოგო ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, ხმას ვერ იღებ­და. მერე გა­ირ­კვა, თურ­მე ეს კაცი სა­კუ­თარ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს აჩ­ვე­ნებ­და". ფსი­ქო­ლოგ­მა ქეთი ჭყო­ი­ძემ გვი­თხრა, რომ ექ­სი­ბი­ცი­ო­ნიზ­მი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­დახ­რაა და არ იკურ­ნე­ბა, თუმ­ცა მისი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა, შემ­ცი­რე­ბა სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბის და ენერ­გი­ის გა­დარ­თვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ქეთი ჭყო­ი­ძე: "ასე­თი ფაქ­ტე­ბი ად­რეც ხდე­ბო­და, მაგ­რამ ფა­რუ­ლად. ახლა გა­მო­ვი­და სა­აშ­კა­რა­ო­ზე, რად­გან მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ექ­სი­ბი­ცი­ო­ნიზ­მი ფსიქ­ლო­გი­უ­რი გა­დახ­რაა. არ იკურ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა ქცე­ვა­ზე ყუ­რა­დღე­ბი­სა და ენერ­გი­ის გა­დარ­თვით ამ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის შემ­ცი­რე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა.

"არ­სე­ბობს ექ­სი­ბი­ცი­ო­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფორ­მა, თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა ახ­ლავს თან, მა­შინ ფსი­ქო­ლო­გი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.

"არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა არ აქვს, ძი­რი­თად სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვა, ჰყავს ოჯა­ხი, აქვს სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ მა­ინც იყე­ნებს სხე­უ­ლის სხვე­ბის წი­ნა­შე დე­მონ­სტრი­რე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად. ასეთ დროს იმ ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს თან­და­ყო­ლი­ლი, ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი - სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ან გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე ტრავ­მის შე­დე­გად. არ­სე­ბობს თე­ო­რია იმის შე­სა­ხებ, რომ ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტე­ბი სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვას ცდი­ლო­ბენ ამ­გვა­რი ქცე­ვით. ისი­ნი ირ­ჩე­ვენ "პუბ­ლი­კას" და "სა­კუ­თა­რი თა­ვის" დე­მონ­სტრი­რე­ბით ერ­თგვარ თვით­რე­ა­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ. "პუბ­ლი­კას" არ­ჩე­ვენ სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თე­ბი ქე­რე­ბის წი­ნა­შე შიშ­ვლდე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თე­ბი შარ­ვლი­ა­ნებს ირ­ჩე­ვენ და ასე შემ­დეგ".

სა­ში­შია თუ არა ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის წი­ნა­შეც შიშ­ვლდე­ბი­ან?

"ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტე­ბი ფი­ზი­კუ­რად არ ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, მხო­ლოდ მათი რე­აქ­ცი­ის ყუ­რე­ბით გა­ნიც­დი­ან ტკბო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სხვე­ბის­თვის სა­ში­ში არ არი­ან. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ზი­კუ­რად არა­ვის ავ­ნე­ბენ, მათ­თან შეხ­ვედ­რი­სას ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღოს. ამი­ტომ ექ­სი­ბი­ცი­ო­ნის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას სჯობს, არ შე­შინ­დეთ და იცო­დეთ, რომ ის ფი­ზი­კუ­რად არ გავ­ნებთ".

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის ად­ვო­კატ­მა ეკა­ტე­რი­ნე მი­დო­დაშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ ექ­სი­ბი­ცი­ო­ნიზ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით ის­ჯე­ბა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ქცე­ვა. სს წე­სით ექ­სი­ბი­ცი­ო­ნიზ­მი არ ის­ჯე­ბა, თუ მას არ ახ­ლავს მუ­ქა­რა, ძა­ლა­დო­ბა, ან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო ქმე­დე­ბა.

ეკა­ტე­რი­ნე მი­დო­დაშ­ვი­ლი: "ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში შე­უ­ფე­რე­ბელ და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა­შემ­ლახ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 171-ე მუხ­ლით ის­ჯე­ბა. ეს გა­მო­იწ­ვევს გაფრ­თხი­ლე­ბას და და­ჯა­რი­მე­ბას შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ორ მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბა­ზე. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, თუ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ასე­თი ფაქ­ტი და­ი­ნა­ხა, შე­უძ­ლია, მი­ვი­დეს, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი შე­ად­გი­ნოს და და­ა­ჯა­რი­მოს.

"სხვა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ეს ქმე­დე­ბა, თუ არ გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, მუ­ქა­რა, ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთლე­ო­ბას, ან სი­ცო­ცხლეს. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ ქმე­დე­ბის მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი გან­სა­ზღვრავს".

ეკა ტა­ბა­ტა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ექსჰიბიციონისტები თბილისის ქუჩებში - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ წინაშე მამაკაცი გაშიშვლდა

ექსჰიბიციონისტები თბილისის ქუჩებში - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ წინაშე მამაკაცი გაშიშვლდა

ექსიბიციონისტები - ადამიანები, ვისაც საკუთარი შიშველი სხეულის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან დემონსტრირების ძლიერი სურვილი აქვთ, შეიძლება შეგხვდეთ ბნელ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ქუჩაში და სამარშრუტო ტაქსებშიც კი. ეს ადამიანები ფიზიკურად არავის ავნებენ. როგორც ფსიქოლოგმა გვითხრა, ექსიბიციონიზმი ფსიქოლოგიური გადახრაა და არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი შემცირება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განხორციელებული ეს ქმედება საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის 171-ე მუხლით ისჯება.

თბილისის ქუჩებში ხშირია ექსიბიციონისტი მამაკაცები. 22 წლის სოფომ, რომელიც არაერთხელ შეხვედრია ასეთ მამაკაცს, მოგვიყვა, რომ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად რამდენიმე ექსიბიციონისტი მამაკაცი ერთად უნახავს. სოფოს თქმით, ისინი შეთანხმებულად დგანან ხოლმე გადასასვლელის ორივე მხარეს. თუ გადასასვლელში მანდილოსანი მარტო ჩავიდა, გაჰყვებიან და თავის შიშველ სხეულს უჩვენებენ. ამ პრობლემის გამო სოფო მიწისქვეშა გადასასვლელით ვერ სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილზე გზის გადაკვეთა ფულადი ჯარიმით ისჯება.

22 წლის სოფო: "გმირთა მოედანზე ხშირად წავწყდომივარ ასეთ მამაკაცებს. ძირითადად ნორმალური შესახედაობის ადამიანები არიან, ვერაფრით გამოარჩევ სხვებისგან. გოგონებს და ქალებს თუ დაინახავენ, ჩაჰყვებიან გადასასვლელში და საკუთარი სასქესო ორგანოს დემონსტრირებას იწყებენ. ვინც ეს იცის, ერიდება მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობას. გარდა იმისა, რომ სასიამოვნო არ არის ასეთი რამ, ვფიქრობ, ძალიან საშიშია. ერთხელ პატრულის თანამშრომლებს ვუთხარით ამის შესახებ და ვთხოვეთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მუდმივად ამ გადასასვლელების სიახლოვეს ყოფილიყვნენ, რათა იმ ტერიტორიაზე თავისუუფლად და უშიშრად გვევლო. პატრულის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ გზა აღარ გადაგვეჭრა, გვესარგებლა მიწისქვეშა გადასასვლელით და თუ მსგავს ფაქტს შევესწრებოდით, დაგვერეკა პატრულში. როცა ექსიბიციონისტს შეხვდები და შეგეშინდება, მაშინ პატრულში დარეკვას ვერ დავიწყებ. ისევ გზის გადაჭრა მირჩევნია".

ექსიბიციონისტები არა მარტო ჩაბნელებულ გადასასვლელებში, არამედ ხალხმრავალ ადგილებშიც შეუნიშნავთ. 19 წლის ანა თავად შეესწრო ასეთ ფაქტს რუსთავისკენ მიმავალ მიკროავტობუსში.

ანა: "მეგობართან ერთად ვმგზავრობდი თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსით. შევამჩნიეთ, რომ ჩვენ უკან სკამზე მამაკაცი გადმოწეული იყო და მძიმედ სუნთქავდა. ვიფიქრეთ, ცუდად იყო. ამ დროს ერთმა ბიჭმა მძღოლს გააჩერებინა და ეს კაცი, რომ იტყვიან, ჩაათრია. ჩვენ ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ ამ კაცის გვერდით მჯდომი გოგო ისეთი შეშინებული იყო, ხმას ვერ იღებდა. მერე გაირკვა, თურმე ეს კაცი საკუთარ სასქესო ორგანოს აჩვენებდა". ფსიქოლოგმა ქეთი ჭყოიძემ გვითხრა, რომ ექსიბიციონიზმი ფსიქოლოგიური გადახრაა და არ იკურნება, თუმცა მისი რეაბილიტირება, შემცირება სხვა საქმიანობაზე ყურადღების და ენერგიის გადართვით არის შესაძლებელი.

ქეთი ჭყოიძე: "ასეთი ფაქტები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ფარულად. ახლა გამოვიდა სააშკარაოზე, რადგან მეტი თავისუფლებაა. ექსიბიციონიზმი ფსიქლოგიური გადახრაა. არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სხვა ქცევაზე ყურადღებისა და ენერგიის გადართვით ამ არასასურველი ქცევის შემცირება-რეაბილიტირება.

"არსებობს ექსიბიციონიზმის სხვადასხვა ფორმა, თუ ფსიქოლოგიური აშლილობა ახლავს თან, მაშინ ფსიქოლოგი ვერაფერს გახდება.

"არის შემთხვევები, როცა ადამიანს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ აქვს, ძირითად სიტუაციებში ადეკვატურად იქცევა, ჰყავს ოჯახი, აქვს სამსახური, მაგრამ მაინც იყენებს სხეულის სხვების წინაშე დემონსტრირებას სიამოვნების მისაღებად. ასეთ დროს იმ ფსიქიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან განვითარებული - სიტუაციის შესაბამისად, ან გამოწვეული მძიმე ტრავმის შედეგად. არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ექსიბიციონისტები საკუთარი კომპლექსების დაძლევას ცდილობენ ამგვარი ქცევით. ისინი ირჩევენ "პუბლიკას" და "საკუთარი თავის" დემონსტრირებით ერთგვარ თვითრეალიზებას ახდენენ. "პუბლიკას" არჩევენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მაგალითად, ზოგიერთები ქერების წინაშე შიშვლდებიან, ზოგიერთები შარვლიანებს ირჩევენ და ასე შემდეგ".

საშიშია თუ არა ექსიბიციონისტები იმ ადამიანებისთვის, ვის წინაშეც შიშვლდებიან?

"ექსიბიციონისტები ფიზიკურად არ ეკონტაქტებიან ადამიანებს, მხოლოდ მათი რეაქციის ყურებით განიცდიან ტკბობას. შესაბამისად, სხვებისთვის საშიში არ არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არავის ავნებენ, მათთან შეხვედრისას ვინმემ შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს. ამიტომ ექსიბიციონისტებთან შეხვედრისას სჯობს, არ შეშინდეთ და იცოდეთ, რომ ის ფიზიკურად არ გავნებთ".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა გვითხრა, რომ ექსიბიციონიზმი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ისჯება, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუფერებელი და ადამიანის ღირსების შემლახველი ქცევა. სს წესით ექსიბიციონიზმი არ ისჯება, თუ მას არ ახლავს მუქარა, ძალადობა, ან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქმედება.

ეკატერინე მიდოდაშვილი: "ამგვარი ქმედება - საზოგადოებრივ ადგილებში შეუფერებელ და ადამიანის ღირსებაშემლახველ მდგომარეობაში ყოფნა, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლით ისჯება. ეს გამოიწვევს გაფრთხილებას და დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ასეთი ფაქტი დაინახა, შეუძლია, მივიდეს, სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს და დააჯარიმოს.

"სხვა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს ეს ქმედება, თუ არ განხორციელდა ძალადობა, მუქარა, ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთლეობას, ან სიცოცხლეს. მოკლედ რომ ვთქვათ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ ქმედების მხოლოდ კონკრეტული შედეგი განსაზღვრავს".

ეკა ტაბატაძე

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია