18 წლის რუსმა გოგონამ "ყველაზე გრძელი ფეხების" ტიტული მიიღო

18 წლის რუსმა გოგონამ "ყველაზე გრძელი ფეხების" ტიტული მიიღო

ნოვოსიბირსკელმა გოგონამ, 18 წლის ანასტასია სტრაშევსკაიამ რუსი გოგონებისთვის საოცნებო კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსში "მის გრძელი ფეხები" მან 52 მონაწილე დაჩრდილა. ანასტასიას ჯილდოდ 1 600 გირვანქა სტერლინგი გადასცეს. მისი ფეხების სიგრძე 106 სანტიმეტრია. სხვა გოგონებმა შემდეგ კატეგორიებში - "მის ღიმილი", "მის სპორტული აღნაგობა", "მის ქერა" და "მის შავგვრემანი" გაიმარჯვეს.

ანასტასია უნივერსიტეტის სტუდენტია და მომავალი ადვოკატია. როგორც ამბობს, მისი ყველა მეგობარი მაღალი და ტანადია, მაგრამ მათგან გრძელი ფეხებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ანასტასიას პოპულარობა კონკურსში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

"ფულის ნაწილით მშობლებისთვის საჩუქარს ვიყიდი, ნაწილს კი სიმსივნით დაავადებული ბავშვების ცენტრში გადავრიცხავ", - ამბობს ის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს