სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფული და "ქრონიკის" ცნობილი ჟურნალისტი
ფული და "ქრონიკის" ცნობილი ჟურნალისტი

ახა­ლი წლის ღა­მეს, თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა იშ­ლე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" კო­რეს­პონ­დენ­ტი, ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას "ზედ­მე­ტი" რა­ღა­ცე­ბით არა­სო­დეს ტვირ­თავს და შე­სა­ბა­მი­სად, ამ საქ­მე­ში ბევრ ფულ­საც არ ხარ­ჯავს.

- ახალ 2014 წელს, რო­გო­რი გან­წყო­ბით შეხ­ვდი?

- 2014 წელს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დე­ბო­დი. ახალ წელს ოჯახ­ში, 2 წლის შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­ვე­გე­ბე. ზო­გა­დად, ეს დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ბევ­რი ფული და­ხარ­ჯე?

- ბევ­რი ფული სა­ჩუქ­რებ­ში მე­ხარ­ჯე­ბა ხოლ­მე. წელ­საც, რო­გორც ყო­ველ­თვის, ფული არა­ფერ­ში დამ­ნა­ნე­ბია. რა­ტომ­ღაც, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას ბევ­რი სა­დი­ლით, შემ­წვარ-მოხ­რა­კუ­ლით არ ვტვირ­თავ და გა­მო­დის, რომ ფულს ვზო­გავ (იცი­ნის). ბევ­რი პრო­დუქ­ტის ყიდ­ვას მირ­ჩევ­ნია, იმ­დე­ნი შე­ვი­ძი­ნო, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა! არ მომ­წონს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი უამ­რავ რა­მეს ამ­ზა­დე­ბენ, მერე კი კერ­ძებს ნა­გავ­ში ყრი­ან.

- ფულს შენ­თვის რო­გო­რი გემო აქვს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ფულს ჩემ­თვის არც გემო აქვს და არც - სუნი. უბ­რა­ლოდ, ფული აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ იცხოვ­რო, იარ­სე­ბო.

- ოდეს­მე ბევრ ფულ­ზე თუ გი­ოც­ნე­ბია?

- წლე­ბის წინ ბევრ ფულ­ზე ხში­რად ვოც­ნე­ბობ­დი და თან, სა­ოც­ნე­ბო თან­ხა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მქონ­და. ვი­ცო­დი, ყო­ვე­ლი თეთ­რი რაში უნდა და­მე­ხარ­ჯა. ამ ეტაპ­ზე ასეთ რა­ღა­ცებ­ზე აღარ ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს, ვფიქ­რობ, ბევრ კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დი.

- ოდეს­მე ფული გი­პო­ვია?

- დიახ, ფული მხო­ლოდ ერთხელ, ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბის დროს ვი­პო­ვე (იღი­მის).

- რა­ო­დე­ნო­ბა არ გახ­სოვს?

- კი, მახ­სოვს, 5-ლა­რი­ა­ნი იყო.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რაში და­ხარ­ჯე?

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რა­დიო "მწვა­ნე ტალ­ღა­ში" მუ­შა­ო­ბის დროს ავი­ღე. ეს იყო 2006 წელს და სულ რა­ღაც, 50 ლარი მომ­ცეს. ამ თან­ხით ვი­ყი­დე მწვა­ნე კაშ­ნე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონ­და და ხში­რად ვა­ტა­რებ­დი კი­დეც.

- ყა­ი­რა­თი­ა­ნი მხარ­ჯვე­ლი ხარ?

- ყა­ი­რა­თი­ა­ნი მხარ­ჯვე­ლი არ მეთ­ქმის, რად­გან ხან­და­ხან ისეთ რა­ღა­ცებ­საც ვყი­დუ­ლობ, რაც იმ წუთ­ში არ მჭირ­დე­ბა. მსგავ­სი რამ უფრო მე­ტად სა­მო­სი­სა და კოს­მე­ტი­კის შე­ძე­ნი­სას მე­მარ­თე­ბა ხოლ­მე. მიყ­ვარს ისე­თი ნივ­თე­ბის ყიდ­ვა, რაც გა­მა­ხა­ლი­სებს და კარგ გან­წყო­ბას შე­მიქ­მნის. ჰოდა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ დროს შე­მიძ­ლია, ბოლო თეთ­რე­ბიც კი დავ­ხარ­ჯო.

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის­თვის ალ­ბათ, მთე­ლი თვის ხელ­ფა­სი და­ხარ­ჯე, არა?

- არა, ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხის გა­და­დე­ბა მო­ვა­ხერ­ხე. ისე კი მარ­თლაც, უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი და სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რი შე­ვი­ძი­ნე.

- სა­ა­ხალ­წლოდ გარ­დე­რო­ბი თუ გა­ნა­ახ­ლე?

- ერთი-ორი ახა­ლი სა­მო­სი შე­ვი­ძი­ნე, რა­შიც მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი თან­ხა არ და­მი­ხარ­ჯავს. ახა­ლი წლის ღა­მეს ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რა­ი­მე ახა­ლი ჩა­ვიც­ვა, რად­გან ეს დღე­სას­წა­უ­ლი ჩემ­თვის სი­ახ­ლე­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- ამ­ბო­ბენ, - წი­თე­ლი სა­ფუ­ლე, ბა­რა­ქის მომ­ტა­ნი­აო. შენ რა ფე­რის სა­ფუ­ლე გაქვს?

- სა­ერ­თოდ, ასე­თი ცრურ­წმე­ნე­ბის არ მჯე­რა. ადრე რამ­დე­ნი­მე წი­თე­ლი სა­ფუ­ლე მქონ­და, მაგ­რამ არა იმის გამო, რომ ბა­რა­ქა მქო­ნო­და. უბ­რა­ლოდ, წი­თე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- შენი აზ­რით, ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის ყიდ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ ფული ადა­მი­ა­ნებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში არ ეხ­მა­რე­ბა. სიმ­დიდ­რე კარ­გი ბერ­კე­ტია იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე. ფუ­ლი­ან ადა­მი­ა­ნებს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ნაკ­ლე­ბი გარ­ჯა უწევთ, მა­შინ რო­დე­საც, უფუ­ლო და ჭკვი­ან­მა ბევ­რი უნდა იწ­ვა­ლოს, მისი არ­სე­ბო­ბა ვი­ღა­ცამ რომ შე­ამ­ჩნი­ოს.

- ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა თუ გა­მოგ­დის?

- სამ­წუ­ხა­როდ, ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა არა­სო­დეს გა­მომ­დის. ხან­და­ხან ამის მცდე­ლო­ბა მაქვს, მაგ­რამ ეს მონ­დო­მე­ბა ყო­ველ ჯერ­ზე, კრა­ხით სრულ­დე­ბა.

- ფული ყუ­ლა­ბა­ში არას­დროს მო­გიგ­რო­ვე­ბია?

- ყუ­ლა­ბა ბევ­რჯერ შე­მი­ძე­ნია, მაგ­რამ ის ყო­ველ­თვის დათ­ქმულ ვა­და­ზე ადრე ტყდე­ბო­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, ფუ­ლის და­ხარ­ჯვა რაში არ გე­ნა­ნე­ბა?

- ფულს ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ვხარ­ჯავ, ასეთ დროს სა­კუ­თარ ბი­უ­ჯეტს არა­სო­დეს ვინ­დობ. თუმ­ცა, სა­კუ­თარ თავს მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით ხში­რად ვერ ვა­ნე­ბივ­რებ, რად­გან ეს მარ­თლაც, ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- თუ გა­იხ­სე­ნებ ნივთს ან სა­მოსს, რო­მელ­შიც ისე­თი დიდი თან­ხა გა­და­ი­ხა­დე, რომ შინ მი­სულ­მა მისი შე­ძე­ნა ინა­ნე?

- რა­ღაც ნივ­თებ­ში ან თუნ­დაც, სა­მოს­ში არა­სო­დეს ვიხ­დი ისეთ თან­ხას, რომ მერე საქ­მე სა­ნა­ნებ­ლად გა­მიხ­დეს. როცა რა­ღაც მომ­წონს, მას დიდ­ხანს ვუტ­რი­ა­ლებ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­ღებ.

- უფუ­ლო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დე?

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი დეპ­რე­სი­ა­ში ვერ ჩა­მაგ­დებს, მაგ­რამ უფუ­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდ დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის ხოლ­მე. ფუ­ლის გა­რე­შე ხომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით არ სარ­გებ­ლობ?

- ბან­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­რი­დე­ბი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, სა­ბან­კო კრე­დი­ტით ვი­სარ­გებ­ლო.

- სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კა გან­ვა­დე­ბით თუ შე­გი­ძე­ნია?

- სხვა­თა შო­რის, გან­ვა­დე­ბით ხში­რად ვსარ­გებ­ლობ და კარ­გი გა­დამ­ხდე­ლიც ვარ: ლა­მის ათას­ჯერ ვი­წერ და ვი­ნიშ­ნავ იმ დღეს, როცა ბან­კში ფული უნდა მი­ვი­ტა­ნო.

- რო­გორც ვხვდე­ბი, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა გაქვს. ასეა?

- ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს ვა­ლის აღე­ბა, მაგ­რამ თუ ავი­ღებ, ის დრო­უ­ლად უნდა და­ვუბ­რუ­ნო პატ­რონს.

- შენ თუ გა­გი­სეს­ხე­ბია ფული?

- რა თქმა უნდა, როცა ახ­ლო­ბე­ლი მთხოვს, მას დახ­მა­რე­ბის ხელს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუწ­ვდი. ცხა­დია, თუკი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს (იღი­მის).

- ოდეს­მე ნი­სი­ად რა­ი­მე ნივ­თი ან სა­მო­სი თუ შე­გი­ძე­ნია?

- "პოს­ლე­ზე" არას­დროს არა­ფერს ვყი­დუ­ლობ. უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა, სამ­სა­ხუ­რის ბუ­ფეტ­ში სა­დი­ლი მი­ვირ­თვა ნი­სი­ად და ვალი ხელ­ფა­სის აღე­ბის შემ­დეგ გა­ვის­ტუმ­რო.

- სა­ფუ­ლე­ში ფულს ხში­რად აკონ­ტრო­ლებ?

- იშ­ვი­ა­თად. ყო­ველ­თვის ვიცი, რამ­დენს ვხარ­ჯავ და რამ­დე­ნი მრჩე­ბა.

- და­ბო­ლოს, შე­გიძ­ლია გვი­თხრა, ამ­წუ­თას სა­ფუ­ლე­ში რამ­დე­ნი ლარი გაქვს?

- არ არის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ჯერ უნდა და­ვით­ვა­ლო (ით­ვლის). სა­ფუ­ლე­ში 150 ლარი მი­დევს (იცი­ნის).

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფული და "ქრონიკის" ცნობილი ჟურნალისტი

ფული და "ქრონიკის" ცნობილი ჟურნალისტი

ახალი წლის ღამეს, თითქმის ყველა ოჯახში მრავალფეროვანი საახალწლო სუფრა იშლება. ტელეკომპანია "იმედის" კორესპონდენტი, ნათია ორველაშვილი ამბობს, რომ სხვებისგან განსხვავებით, საახალწლო სუფრას "ზედმეტი" რაღაცებით არასოდეს ტვირთავს და შესაბამისად, ამ საქმეში ბევრ ფულსაც არ ხარჯავს.

- ახალ 2014 წელს, როგორი განწყობით შეხვდი?

- 2014 წელს რაღაც განსაკუთრებული სიხარულით ველოდებოდი. ახალ წელს ოჯახში, 2 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად შევეგებე. ზოგადად, ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს და ახალი წლის შესახვედრად ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები.

- წინასაახალწლო დღეებში ბევრი ფული დახარჯე?

- ბევრი ფული საჩუქრებში მეხარჯება ხოლმე. წელსაც, როგორც ყოველთვის, ფული არაფერში დამნანებია. რატომღაც, საახალწლო სუფრას ბევრი სადილით, შემწვარ-მოხრაკულით არ ვტვირთავ და გამოდის, რომ ფულს ვზოგავ (იცინის). ბევრი პროდუქტის ყიდვას მირჩევნია, იმდენი შევიძინო, რამდენიც საჭიროა! არ მომწონს, როცა ადამიანები უამრავ რამეს ამზადებენ, მერე კი კერძებს ნაგავში ყრიან.

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

- სიმართლე გითხრათ, ფულს ჩემთვის არც გემო აქვს და არც - სუნი. უბრალოდ, ფული აუცილებელია იმისთვის, რომ იცხოვრო, იარსებო.

- ოდესმე ბევრ ფულზე თუ გიოცნებია?

- წლების წინ ბევრ ფულზე ხშირად ვოცნებობდი და თან, საოცნებო თანხა განაწილებული მქონდა. ვიცოდი, ყოველი თეთრი რაში უნდა დამეხარჯა. ამ ეტაპზე ასეთ რაღაცებზე აღარ ვოცნებობ, მაგრამ ბევრი ფული რომ მქონდეს, ვფიქრობ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი.

- ოდესმე ფული გიპოვია?

- დიახ, ფული მხოლოდ ერთხელ, ქუჩაში სეირნობის დროს ვიპოვე (იღიმის).

- რაოდენობა არ გახსოვს?

- კი, მახსოვს, 5-ლარიანი იყო.

- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- პირველი ხელფასი რადიო "მწვანე ტალღაში" მუშაობის დროს ავიღე. ეს იყო 2006 წელს და სულ რაღაც, 50 ლარი მომცეს. ამ თანხით ვიყიდე მწვანე კაშნე, რომელიც ძალიან მომწონდა და ხშირად ვატარებდი კიდეც.

- ყაირათიანი მხარჯველი ხარ?

- ყაირათიანი მხარჯველი არ მეთქმის, რადგან ხანდახან ისეთ რაღაცებსაც ვყიდულობ, რაც იმ წუთში არ მჭირდება. მსგავსი რამ უფრო მეტად სამოსისა და კოსმეტიკის შეძენისას მემართება ხოლმე. მიყვარს ისეთი ნივთების ყიდვა, რაც გამახალისებს და კარგ განწყობას შემიქმნის. ჰოდა, რასაკვირველია, ასეთ დროს შემიძლია, ბოლო თეთრებიც კი დავხარჯო.

- საახალწლო სამზადისისთვის ალბათ, მთელი თვის ხელფასი დახარჯე, არა?

- არა, ცოტაოდენი თანხის გადადება მოვახერხე. ისე კი მართლაც, უამრავი საჩუქარი და საახალწლო აქსესუარი შევიძინე.

- საახალწლოდ გარდერობი თუ განაახლე?

- ერთი-ორი ახალი სამოსი შევიძინე, რაშიც მაინცდამაინც დიდი თანხა არ დამიხარჯავს. ახალი წლის ღამეს ყოველთვის ვცდილობ, რაიმე ახალი ჩავიცვა, რადგან ეს დღესასწაული ჩემთვის სიახლეებთან ასოცირდება.

- ამბობენ, - წითელი საფულე, ბარაქის მომტანიაო. შენ რა ფერის საფულე გაქვს?

- საერთოდ, ასეთი ცრურწმენების არ მჯერა. ადრე რამდენიმე წითელი საფულე მქონდა, მაგრამ არა იმის გამო, რომ ბარაქა მქონოდა. უბრალოდ, წითელი ძალიან მიყვარს.

- შენი აზრით, ფულით წარმატების ყიდვა შესაძლებელია?

- ვერავინ დამაჯერებს, რომ ფული ადამიანებს წარმატების მიღწევაში არ ეხმარება. სიმდიდრე კარგი ბერკეტია იმისთვის, რომ წარმატებული და პოპულარული გახდე. ფულიან ადამიანებს დასახული მიზნის მისაღწევად ნაკლები გარჯა უწევთ, მაშინ როდესაც, უფულო და ჭკვიანმა ბევრი უნდა იწვალოს, მისი არსებობა ვიღაცამ რომ შეამჩნიოს.

- ფულის დაგროვება თუ გამოგდის?

- სამწუხაროდ, ფულის დაგროვება არასოდეს გამომდის. ხანდახან ამის მცდელობა მაქვს, მაგრამ ეს მონდომება ყოველ ჯერზე, კრახით სრულდება.

- ფული ყულაბაში არასდროს მოგიგროვებია?

- ყულაბა ბევრჯერ შემიძენია, მაგრამ ის ყოველთვის დათქმულ ვადაზე ადრე ტყდებოდა.

- ყველაზე მეტად, ფულის დახარჯვა რაში არ გენანება?

- ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით მოგზაურობაში ვხარჯავ, ასეთ დროს საკუთარ ბიუჯეტს არასოდეს ვინდობ. თუმცა, საკუთარ თავს მოგზაურობებით ხშირად ვერ ვანებივრებ, რადგან ეს მართლაც, ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

- თუ გაიხსენებ ნივთს ან სამოსს, რომელშიც ისეთი დიდი თანხა გადაიხადე, რომ შინ მისულმა მისი შეძენა ინანე?

- რაღაც ნივთებში ან თუნდაც, სამოსში არასოდეს ვიხდი ისეთ თანხას, რომ მერე საქმე სანანებლად გამიხდეს. როცა რაღაც მომწონს, მას დიდხანს ვუტრიალებ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებ.

- უფულობის დროს შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდე?

- მატერიალური კრიზისი დეპრესიაში ვერ ჩამაგდებს, მაგრამ უფულობა ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ხოლმე. ფულის გარეშე ხომ ელემენტარულად, გადაადგილებაც კი შეუძლებელია.

- საბანკო მომსახურებით არ სარ­გებლობ?

- ბანკებთან ურთიერთობას ვერიდები, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ვარ, საბანკო კრედიტით ვისარგებლო.

- საოჯახო ტექნიკა განვადებით თუ შეგიძენია?

- სხვათა შორის, განვადებით ხშირად ვსარგებლობ და კარგი გადამხდელიც ვარ: ლამის ათასჯერ ვიწერ და ვინიშნავ იმ დღეს, როცა ბანკში ფული უნდა მივიტანო.

- როგორც ვხვდები, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს. ასეა?

- ზოგადად, არ მიყვარს ვალის აღება, მაგრამ თუ ავიღებ, ის დროულად უნდა დავუბრუნო პატრონს.

- შენ თუ გაგისესხებია ფული?

- რა თქმა უნდა, როცა ახლობელი მთხოვს, მას დახმარების ხელს აუცილებლად გავუწვდი. ცხადია, თუკი ამის საშუალება მაქვს (იღიმის).

- ოდესმე ნისიად რაიმე ნივთი ან სამოსი თუ შეგიძენია?

- "პოსლეზე" არასდროს არაფერს ვყიდულობ. უბრალოდ, შეიძლება, სამსახურის ბუფეტში სადილი მივირთვა ნისიად და ვალი ხელფასის აღების შემდეგ გავისტუმრო.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- იშვიათად. ყოველთვის ვიცი, რამდენს ვხარჯავ და რამდენი მრჩება.

- დაბოლოს, შეგიძლია გვითხრა, ამწუთას საფულეში რამდენი ლარი გაქვს?

- არ არის პრობლემა, მაგრამ ჯერ უნდა დავითვალო (ითვლის). საფულეში 150 ლარი მიდევს (იცინის).

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები