რას ელოდნენ 2014 წლისგან 50 წლის წინ

რას ელოდნენ 2014 წლისგან 50 წლის წინ

1964 წელს ცნობილმა ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა, მეცნიერული ფანტასტიკის შესახებ წიგნების ავტორმა აიზეკ აზიმოვმა განაცხადა, თუ როგორ ხედავს მსოფლიოს 50 წლის შემდეგ. 2014 წლის დადგომასთან ერთად ნახევარი საუკუნე გავიდა და უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი წინასწარმეტყველება ახდა და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ამავე დროს, ვარაუდების ნაწილი მხოლოდ ღიმილს იწვევს.

"ელექტრონიკა ადამიანებს რუტინული სამუშაოსგან გაათავისუფლებს. სპეციალური სამზარეულოს მოწყობილობები საჭმელს ავტომატურად მოამზადებენ, ეს იქნება ყავა, ტოსტები, შემწვარი კვერცხი თუ ბეკონი. საუზმეს ღამით შეუკვეთენ და დილით მითითებული დროისთვის მომზადდება".

"ურთიერთობა არა მხოლოდ ხმით განხორციელდება, თქვენ ასევე შეძლებთ თქვენი თანამოსაუბრის დანახვას, ისე თითქოს მის გვერდით ხართ. ამისთვის აპარატურა სპეციალური ეკრანებით აღიჭურვება, რომელსაც არა მხოლოდ ურთიერთობისთვის, არამედ საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც გამოიყენებენ. ამასთან, თანამგზავრული კავშირის წყალობით, დარეკვა მთელ მსოფლიოში, ანტარქტიდაზეც კი გახდება შესაძლებელი".

"ფართო გავრცელებას ჰპოვებს ელექტროლუმინესცენტური პანელები. ჭერი და კედლები რბილი სინათლით გაანათებს, რომლის ფერის შეცვლა მარტივად სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით იქნება შესაძლებელი".

"რობოტები განვითარების საკმარის მაღალ დონეს ჯერ კიდევ ვერ მიაღწევენ, მაგრამ მათ უკვე აქტიურად გამოიყენებენ".

"2014 წლის მოწყობილობებს ერთთმანეთთან კავშირი ხაზების გარეშე ექნებათ. ამასთან, ისინი რადიოიზოტოპების საფუძველზე გამძლე ბატარეებზე იმუშავებენ".

"საავტომობილო გზები მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ რეგიონებში 2014 წლისთვის განვითარების პიკს მიაღწევენ. ადამიანებისა და ტვირთის ტრანსპორტირება ძირითადად ჰაერზე განხორციელდება. ეს იქნება არა მხოლოდ თვითმფრინავები, მიწის ტრანსპორტი ზედაპირიდან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით იმოძრავებს".

"გაჩნდება ავტომობილები რობოტიზირებული ტვინით, რომლებიც საყვარელი მარშრუტით მგზავრობას ადამიანის ჩაურევლად განახორციელებენ".

"გაჩნდება გამჭვირვალე კუბების სახის ეკრანები, რომლებიც სამგანზომილებიან გამოსახულების გადაცემას რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულად შეძლებენ".

"ადამიანების რაოდენობა დედამიწაზე 6,5 მილიარდს მიაღწევს. ამასთან აშშ-ში 350 მილიონი იცხოვრებს. კაცობრიობას სერიოზულად მოუწევს დაფიქრდეს, შობადობის კონტროლის მეთოდებზე. მსოფლიოში ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ".

"ჩვეულებრივი სოფლის მეურნეობა თანდათანობით ადგილს სპეციალურ ფერმებს დაუთმობს, რომელებშიც კვების სხვადასხვა პროდუქტებს განსაკუთრებული წყალმცენარეებითა და საფუარით გაზრდიან".

"რადგან 2014 წელს კაცობრიობა სხვადასხვა მანქანებზე იქნება დამოკიდებული, განათლება ამ მიმართულებით იქნება ორიენტირებული. საშუალო სკოლებში აუცილებლად ასწავლიან თვლის ორობით სისტემას, ხოლო უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტები თანამედროვე Fortran-ის მსგავს კომპიუტერულ ენებს შეისწავლიან".

"კაცობრიობა მოწყენისა და სხვადასხვა დეპრესიისგან ძალიან დაიტანჯება. ამას ექნება სერიოზული გონებრივი, ემოციური და სოციოლოგიური შედეგები. შედეგად, მედიცინის უმნიშვნელოვანეს დარგად ფსიქიატრია იქცევა".

"მუშაობა" ყველაზე ხშირად წარმოთქმადი სიტყვა გახდება",- ფიქრობდა აზიმოვი.

მომზადებულია ukrainianiphone.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს