ფოთში მეათე დღეა, დაკარგულ 30 წლის გიორგი გრაფიშვილს ეძებენ. მამაკაცი სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მისი კვალი მას შემდეგ იკარგება. გრაფიშვილმა გაუჩინარებამდე სახლში მობილური ტელეფონი დატოვა.
"ყველას დავურეკეთ, მეგობრებს და ნათესავებს, არსად არ ჩანს. მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა, გაწონასწორებული ბიჭია. მინდა ვთხოვო ყველას, ვინც შესაძლოა ჩემი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია იცოდეს, დამიკავშირდნენ" , - აცხადებს გაუჩინარებულის დედა.
იხილეთ ვრცლად