ახალი წლის ღამეს ამერიკაში დაბადებული ტყუპები ქვეყანას სხვადასხვა წელს, "ერთწლიანი სხვაობით" მოევლინენ. ტეხასში მცხოვრებ 31 წლის ვერონიკა რიდს პატარა ჰანა 2013 წლის 23:39 საათზე, დანიელე კი 2014 წლის დადგომიდან სულ რამდენიმე წამში შეეძინა.
როგორც ვერონიკა რიდი ამბობს, მომავალში ის ტყუპებისთვის დაბადების დღის აღნიშვნას სხვადასხვა დღეს და შესაბამისად, ცალ-ცალკე აპირებს.
ერთწლიანი სხვაობით დაიბადნენ ტყუპი და-ძმა ვაშინგტონშიც. ლორინ იალენი 2013 წლის 23:58 საათზე გაჩნდა, მისი ძამიკო კი 2014 წლის 1 იანვარს, ღამის 00:01 საათზე მოევლინა ქვეყანას.
მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ტორონტოშიც, სადაც გაბრიელა სალგუერომ ტყუპი გოგონები 8 წუთის ინტერვალით, თუმცა ერთწლიანი სხვაობით გააჩინა.