Ambebi.ge მთელი წლის განმავლობაში აქტიურად, მუდმივად განახლებად რეჟიმში გაწვდით ინფორმაციას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი სოციალური თემებია; საკითხები, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეხება. ვინტერესდებით თითოეული თქვენგანის პრობლემებით. ამაში ძალიან გვეხმარება ამა თუ იმ სტატიის ქვეშ დატოვებული თქვენი კომენტარები, აგრეთვე სოციალური ქსელები და ფორუმები. ჩვენ მივყვებით ყველა იმ სოციალურსა და საზოგადოებრივ თემებს, რომელიც თქვენ გაწუხებთ. გარდა ამისა, Ambebi.ge-ს გუნდი რეგულარულად გთავაზობთ ინფორმაციას პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სამხედრო თემებზე, კონფლიქტებზე, კულტურასა და შოუბიზნესზე, თუმცა, რა აინტერესებს ქართველ ინტერნეტმომხმარებელს ყველაზე მეტად საქართველოში ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო პორტალზე, ამას 2013 წლის ყველაზე კითხვადი სტატიების ათეული ნათლად აჩვენებს.
მართალია მიხეილ სააკაშვილი წლის დასაწყისიდანვე "აუტსაიდერი" იყო, ინტერნეტმომხმარებლების ყველაზე მაღალ ინტერესს სწორედ ის იწვევდა. განსაკუთრებით მკითხველი იმ ამბებით ინტერესდებოდა, რაც სააკაშვილის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით, თუ საქმე სააკაშვილის ფავორიტ ქალებს ეხებოდა. ამგვარად, 2013 წლის ყველაზე კითხვადი სტატიაა, სახელწოდებით - "პრეზიდენტის "ნაშები"და ფავორიტები".
იხილეთ სტატია: პრეზიდენტის "ნაშები"და ფავორიტები
თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლის ყველაზე პოპულარული პერსონა, სააკაშვილის შემდეგ, ქართულ ინრტერნეტსივრცეში, სოფო ნიჟარაძეა. სოფო ნიჟარაძესთან დაკავშირებული ყველა სტატია განსაკუთრებულ ინტერესსა და განხილვას იწვევდა. "სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან" - ეს სტატია წლის ყველაზე კითხვად სტატიებში მეორე ადგილზეა. არანაკლები ინტერესი გამოიწვია მასზე დაწერილმა სხვა მასალებმაც, რომელიც მის პროფესიულ თუ პირად ცხოვრებას ეხებოდა; მათ შორის ინფორმაციამ მისი მამის გარდაცვალების შესახებ.
იხილეთ სტატია: სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან
წლის ყველაზე კითხვად სტატიებში მოხვდა ისეთი დრამატული თემა, როგორიც არის "ქორწილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის დეტალები".
იხილეთ სტატია: ქორწილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის დეტალები
ათეულში მეოთხე ადგილზეა სტატია, რომელიც გიგი უგულავას "გულაობას" ასახავდა. როგორ ერთობა გიგი უგულავა, 24 საათის განმავლობაში ათასობით მკითხველმა იხილა.
იხილეთ სტატია: როგორ ერთობა გიგი უგულავა
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო არა მხოლოდ სააკაშვილის და უგულავას, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების პირადი ცხოვრების მიმართაც. წლის ყველაზე კითხვადი სტატიების ათეულში მეხუთე პოზიცია გიორგი ბარამიძის სკანდალურმა ფოტოებმა დაიკავა.
იხილეთ სტატია: "ფეისბუქზე" გიორგი ბარამიძის სკანდალური ფოტოები გავრცელდა
ცხადია, 2013 წლის ყველაზე კითხვად სტატიებს შორის მოხვა სტატია ადამიანზე, რომელიც, წლის დასაწყისში ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მთელი 2013 წლის განმავლობაში მისი ქორწინება-განქორწინება ყველა პოლიტიკურსა თუ სოციალურ თემებს გადაფარავდა. სტატია, სახელწოდებით "რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს", წლის ყველაზე კითხვად სტატიებში მეექვსე ადგილს იკავებს.
იხილეთ სტატია: რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს
2013 წლის მიწურულს ქართველი ინტერნეტსივრცის მკითხველებმა კუტალაძე-ბადურაშვილის ქორწინებიდან ხატია ბუნიათიშვილის მკერდზე გადაინაცვლეს. სტატია, სახელწოდებით "ხატია ბუნიათიშვილის მკერდი ინტერნეტსენსაცია გახდა" წლის ყველაზე კითხვადი სტატიების მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა.
იხილეთ სტატია: ხატია ბუნიათიშვილის მკერდი ინტერნეტსენსაცია გახდა
ხატია ბუნიათიშვილის მკერდზე დაიწერა ათასობით კომენტარი. ბუნიათიშვილის მკერდს აფასებდნენ ცნობილი ადამიანებიც და მათი შეფასებები მუსიკოსის მკერდზე ათეულის მერვე პოზიციას იკავებს.
წლის ყველაზე კითხვადი ათეულში მეცხრე პოზიციაზე კვლავ ირაკლი კუტალაძეა. გულახდილი ინტერვიუ, სახელწოდებით ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი", სულ მცირე დროში ათასობით ინტერნეტმომხმარებლმა წაიკითხა.
და 2013 წლის ყველაზე კითხვადი სტატიების ათეულს კვლავ ნინი ბადურაშვილის ოჯახური დრამა და ამ ყველაფერზე მისი ბებიის შეფასებები იკავებს.