ვინ დგას იდუმალი სტენ­სი­ლე­ბის მიღმა, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევს

ვინ დგას იდუმალი სტენ­სი­ლე­ბის მიღმა, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევს

ქა­ლაქ­ში სი­ახ­ლეა. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნ­და სტენ­სი­ლე­ბი გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­სა­ხებ. ტრო­ტუ­ა­რებ­ზე გა­კე­თე­ბულ­მა წარ­წე­რებ­მა უკ­ვე მი­იპყ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა და არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნილ გვერ­დ­ზე "შე­იც­ვა­ლე აზ­რი", რო­მელ­საც უკ­ვე 20 000-ზე მე­ტი მო­წო­ნე­ბა აქვს, ხალ­ხი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს ამ თე­მას და აფიქ­სი­რებს სა­კუ­თარ აზრს. "ქა­ლი ვი­ცი მე "კუხ­ნა­ში", "პო­ლი­ტი­კა რა ქა­ლის საქ­მე­ა", გო­გოს რად უნ­და ამ­დე­ნი სწავ­ლა" - მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სტენ­სი­ლე­ბის აზ­რი ყვე­ლამ თა­ვი­სე­ბუ­რად გა­ი­გო. ზო­გი­ერ­თი გაბ­რაზ­და, ზოგ­მაც ფე­მი­ნის­ტებს მი­ა­წე­რა ეს აქ­ცია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ეს კამ­პა­ნია ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის "გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ. უფ­რო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლისტ მა­კა გვრი­ტიშ­ვილ­სა და გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის UNDP-ის კომ­პო­ნენ­ტის მე­ნე­ჯერ ქე­თი მა­ხა­რაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- რა გახ­და კამ­პა­ნი­ის წა­მოწყე­ბის მი­ზე­ზი?

ქე­თი მა­ხა­რაშ­ვი­ლი:

- გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მა "გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" და­იწყო 2012 წელს. მი­სი მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია გა­ე­როს სა­მი სა­ა­გენ­ტო, მათ შო­რის გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP), რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბის კვლე­ვა, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მას გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ. ამ მიზ­ნით წელს ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბო­ლო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მი­მართ დი­დად არ შეც­ვ­ლი­ლა. მსგავს სტერე­ო­ტი­პებს ღრმად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი და თო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან ნე­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა ტი­პის კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნ­და შე­დე­გე­ბი?

- კვლე­ვა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნეს­ში" ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1760 ადა­მი­ა­ნი. რო­ცა ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შე­ვა­და­რეთ წი­ნა წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მსგავს კვლე­ვებს, აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ ბო­ლო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქ­მის არ შეც­ვ­ლი­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო კვლა­ვაც რჩე­ბა პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვეყ­ნად, სა­დაც კა­ცე­ბი მო­ი­აზ­რე­ბი­ან მთა­ვარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბად, ოჯა­ხის მარ­ჩენ­ლად და უფ­რო­სად. მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 11% მი­იჩ­ნევს, რომ ქალ­მა და კაც­მა თა­ნა­ბა­რი წვლი­ლი უნ­და შე­ი­ტა­ნონ ოჯა­ხის რჩე­ნა­ში. 88%-ის აზ­რით კი, ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი კა­ცი უნ­და იყოს. ერ­თი შვი­ლის ყო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბი­ჭის ყო­ლას ამ­ჯო­ბი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნესს, გა­მო­კითხულ­თა 54% მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ტი­კა "ბინ­ძუ­რი საქ­მე­ა" და ამი­ტომ არ შე­ე­ფე­რე­ბა ქალს. მო­სახ­ლე­ო­ბის 68%-ს კა­ცი უფ­რო წარ­მო­უდ­გე­ნია საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად, ვიდ­რე ქა­ლი. კაცს ენი­ჭე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა ბიზ­ნეს­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. გა­მო­კითხულ­თა 57% ადას­ტუ­რებს ამ მო­საზ­რე­ბას.

მა­კა გვრი­ტიშ­ვი­ლი:

- ამ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში ჩვენ ასე­ვე გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ ის ბა­რი­ე­რე­ბი, რაც ხელს უშ­ლის გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ამ მხრივ აღ­მოჩ­ნ­და ის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გენ­დე­რუ­ლი რო­ლე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ქარ­თულ ოჯა­ხებ­ში. ისი­ნი მკვეთ­რად მიჯ­ნა­ვენ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სფე­რო­ებს და მო­ვა­ლე­ო­ბებს კაც­სა და ქალს შო­რის. ქა­ლის რო­ლი არის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მით, ხო­ლო კა­ცი არის მარ­ჩე­ნა­ლი და ოჯა­ხის უფ­რო­სი. კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუთხით, მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით, კა­ცი უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლია სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში, ვიდ­რე ქა­ლი.

- ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის დროს?

ქე­თი მა­ხა­რაშ­ვი­ლი:

- დი­ახ, ყვე­ლა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ თით­ქ­მის უც­ვ­ლე­ლად გა­და­ე­ცე­მა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა.

- რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ქა­ლაქ­ში გა­ჩე­ნი­ლი სტენ­სი­ლე­ბი?

- სტენ­სი­ლე­ბი ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პია, რომ­ლი­თაც ვე­ცა­დეთ მიგ­ვექ­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რადღე­ბა. ჩვენ არ ვფიქ­რობ­დით იმა­ზე, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რი ან ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია გა­მოგ­ვეწ­ვია. მთა­ვა­რი ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ დის­კუ­სი­ის დაწყე­ბა იყო. ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნა, ნამ­დ­ვი­ლად ასეა - ქა­ლი "კუხ­ნა­ში" უნ­და იყო­სო ან ქალს რა უნ­და პო­ლი­ტი­კა­შიო. ბევ­რ­მაც თქვა, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პი მი­უ­ღე­ბე­ლია და გაბ­რაზ­და. ერთ კვი­რა­ში, რო­ცა გა­დავ­ხა­ზეთ და და­ვა­წე­რეთ, და­ან­გ­რიე სტე­რე­ო­ტი­პი, უკ­ვე გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ ეს კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ე­ბიც მოჰ­ყ­ვა.

- რას ფიქ­რობთ, კამ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი შე­დე­გი­ა­ნი იყო?

- ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნი იყო, კამ­პა­ნი­ას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც. გვი­ხა­რია, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სტენ­სი­ლე­ბი და­ი­ნა­ხეს, თვალ­ში მოხ­ვ­დათ და და­ფიქ­რ­დ­ნენ. პრინ­ცი­პი ის არის, რომ პრობ­ლე­მა და­ი­ნა­ხო, აღი­ა­რო და შემ­დეგ იფიქ­რო მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. სწო­რედ ამას ვცდი­ლობთ ამ კამ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

- მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია თუ არა უკ­ვე შემ­დ­გო­მი ეტა­პე­ბი?

მა­კა გვრი­ტიშ­ვი­ლი:

- ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კამ­პა­ნია, რომ­ლი­თაც გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ჯგუ­ფამ­დე მი­ვი­დეთ სხვა­დას­ხ­ვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხით. და­საწყი­სის­თ­ვის სტენ­სი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის Facebook-ის გვერდს "შე­იც­ვა­ლე აზ­რი" უკ­ვე 20 000-ზე მე­ტი მო­წო­ნე­ბა აქვს. აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ადა­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი დის­კუ­სი­ებ­ში.

- რო­მე­ლი სქე­სი უფ­რო მე­ტად აქ­ტი­უ­რობს და რო­მე­ლი მე­ტად გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს?

- Facebook-ზე აუდი­ტო­რი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია - ქა­ლე­ბი 70%, მა­მა­კა­ცე­ბი 30%. ქა­ლე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კა­ცე­ბი არ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რე­ს­დი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ფო­რუმ­ზე ამ სა­კითხის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მეც ზო­გი­ერთ კო­მენ­ტარს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ანა (37 წლის):

"ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნა­ში აუცი­ლე­ბე­ლია და­ცუ­ლი იყოს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და რა­ტომ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მო­ნაკ­ლისს? მე პი­რა­დად ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ ამა­ში".

ქე­თი (18 წლის):

"ქა­ლიც და კა­ციც ზუს­ტად ერ­თ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია და თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ. კა­ცის ეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ოჯახ­ში შე­მომ­ტა­ნის ფუნ­ქ­ცია და ასე შემ­დეგ იმ დროს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­დე­საც კა­ცი ნა­დი­რო­ბით არ­ჩენ­და ოჯახს. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ორი­ვე სქესს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­ბარ შანსს უნ­და აძ­ლევ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი კი თვი­თონ ადა­მი­ა­ნის სურ­ვილ­სა და არ­ჩე­ვან­ზე უნ­და იყოს, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა".

გი­ორ­გი (სტუ­დენ­ტი):

"არ უნ­და იყოს ეს კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი. ქარ­თ­ველ­ზე უკეთ არა­ვინ იცის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და დაგ­ვა­ნე­ბეთ თა­ვი".

და­ვი­თი (25 წლის):

"ი­მის პრე­ტენ­ზია არა­ვის აქვს, რომ აუცი­ლებ­ლად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უნ­და იყოს. ცხა­დია, მას უნ­და გა­აჩ­ნ­დეს სიტყ­ვის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. ხო­ლო მი­სი პო­ლი­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა ლი­დე­რის სტა­ტუ­სით ჩემ­თ­ვის არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. ძა­ლა­უფ­ლე­ბა ქალს არ უნ­და ან­დო".

გვან­ცა სი­ლი­კაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია