რატომ ხვდება უხალისოდ ახალ წელს ნუკა კვალიაშვილი

რატომ ხვდება უხალისოდ ახალ წელს ნუკა კვალიაშვილი

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ახალ წელს უხალისოდ ხვდება. ამის შესახებ მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ბავშვობაში იწელებოდა დრო, სანამ ახალი წელი მოვიდოდა და ერთი სული მქონდა, რომ მალე მოსულიყო, ახლა არც მახსოვს კი არა, რა რიცხვია, ეგეც არ ვიცი მე მგონია... :D და რატოოოომ? რახან ვიზრდები მაგის ბრალია თუ რა ხდება?!

აი, მომავალ წელს გამისწორდება ახალი წელი მაგრად", - წერს ნუკა.

შეგახსენებთ, ნუკა ფეხმძიმედაა - ორ თვეში მომღერალი პირველი შვილის დედა გახდება.

ნუკასგან განსხვავებით, ახალი წელი რომ ჯადოსნურია, დღემდე სჯერა დედამისს, ეკა კვალიაშვილს.

"არ ვიცი, მე ამხელა ვარ და დღესაც მჯერა, რომ ახალი წლის ღამეს საოცრებები ხდება, შობაზე სურვილები ხდება და საოცრებები ხდება, საერთოდ, კი ყველაფერი ჩვენს აზროვნებაზეა დამოკიდებული, მე მიყვარს ახალი წელი და ყველას გილოცავთ დამდეგს, მრავალს, ბედნიერად და ჯანმრთელად დაესწარით :*", - წერს ეკა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს